მალმე
| ქალაქი
მალმე
Malmö
|
მალმე (შვედ. Malmö), ყველაზე სამხრეთით მდებარე პროვინცია სკონეში მდებარე შვედეთის სიდიდით მესამე ქალაქი.
მალმე არის მალმეს მუნიციპალიტეტის ცენტრი. მოსახლეობა შეადგენს 300,515 კაცს, რომელთაგან 30% არიან წარმოშობით უცხოელები.[2] მალმოს შემადგენლობაში შედია ასევე ბურლევის მუნიციპალიტეტი, რომლის მოსახლეობაც შეადგენს 280,415 მაცხოვრებელს[1].
დიდი მალიმო არის შვედეთის სამდან ერთ-ერთი ოფიციალურად აღიარებული მეტროპოლიტენთაგანი, რომელიც 2005 წლიდან მალმეს მუნიციპალიტეტის გარდა კიდევ მოიცავს უკიდურეს სამხრეთში მდებარე 11 მუნიციპალიტეტს.[3] 2008 წლის 30 ივნისის მიხედვით მისი მოსახლეობა შეადგენს 628,388 ადამიანს.[4] რეგიონი მოიცავს 2535.76კმ²-ს.[5]
მალმე იყო სკანდინავიაში ერთ-ერთი პირველი ინდუსტრიული ქალაქი. ორესუნის ხიდის აშენების შემდეგ მალმემ განიცადა მნიშვნელოვანი არქიტექტურული განვითარება. ქალაქი მოიცავს ბევრ ისტორიულ შენობას და პარკს, ასევე არის დასავლეთ სკონეს ფინანსური ცენტრი. 2007 წელს ყველაზ მწვანე ქალაქებს შორის ჟურნალ გრისტმა მალმე #4 ადგილზე გაიყვანა.[6]
[რედაქტირება] დემოგრაფია
1971 წელს მალმეს მოსახლეობა შეადგენდა 265,000 ადამიანს, თუმცა 1985 წელს მაცხოვრებლების რაოდენობა 229,000 კაცამდე შემცირდა.[7] მომავალ წლებში მოსახლეობის რაოდენობა იზრდებოდა და ძველ მაჩვენებელს მიაღწია 2003 წლის 1 იანვარს.[8]
მალიმოს მოსახლეობის 30% - 87,554 ადამიანი არიან დაბადებული შვედეთის გარეთ[9]
უდიდეს ეთნიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ:[10]
ყოფილი იუგოსლავია (14,450)
ერაყი (10,000)
დანია (9,200)
პოლონეთი (6,900)
ლიბანი (3,900)
ირანი (3,600)
პალესტინა (2,500)
თურქეთი (2,300)
ავღანეთი (2,100)
რუმინეთი (2.050)
2005 წლის მიხედვით მალმეს ჰქონდა უცხოელების სიდიდით შვედეთის მაშტაბით მესამე მაჩვენებელი.[11] 2007 წელს მალმეში ცხოვრობდა 171 ეროვნების წარმომადგენელი.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ქალაქ მალმეს საბჭო - (ინგლისური)
- Malmö - მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდი (შვედური)
- Malmotown.com - მალმეს იზიტორების ოფიციალური საიტი
- Mitt Malmö - მალმეს გიდი და ადგილობრივი სიახლეები. (შვედური)
- Malmöfestivalen (ინგლისური)
- მალმეს სურათები
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 Tätorter 2010 (Swedish with English summary) (pdf). Statistics Sweden. წაკითხვის თარიღი: 2011-09-26.
- ↑ Necmi Incegül. Statistik om Malmö - Malmö stad. Malmo.se. წაკითხვის თარიღი: 2011-09-15.
- ↑ (Statistics Sweden) Storstadsområden (შვედურად) Definitions of Metropolitan Areas in Sweden. Retrieved on 2008‑10‑12.
- ↑ (Statistics Sweden) Folkmängd i riket, län och kommuner 30 juni 2011 och befolkningsförändringar första halvåret 2011 (შვედურად) Retrieved on 2011‑10‑19.
- ↑ (Statistics Sweden) Kommunarealer den 1 January 2008 (შვედურად) Municipalities in Sweden and their areas, as of 1 January 2008. Retrieved on 2008‑10‑12.
- ↑ by Grist (2007-07-19). 15 Green Cities. Grist. წაკითხვის თარიღი: 2011-09-15.
- ↑ Nationalencyklopedin, Article Malmö
- ↑ Befolkningsprognos för Malmö (se). Malmö Stad. წაკითხვის თარიღი: 2007‑12‑29.
- ↑ Malmöbor med utländsk bakgrund. Malmö stad. წაკითხვის თარიღი: 2010‑05‑28.
- ↑ Malmöbor födda i utlandet, 1 January 2010. Malmö stad. წაკითხვის თარიღი: 2011‑06‑30.
- ↑ 1: ჰაპარანდის მუნიციპალიტეტი (40%), 2: ბოტკირკის მუნიციპალიტეტი (33%) 3: მალმეს მუნიციპალიტეტი (25%), 4: სედერტელხეს მუნიციპალიტეტი (25%), 5: ჰადინგის მუნიციპალიტეტი (22%) (შვედურად) MALMÖBOR MED UTLÄNDSK BAKGRUND 1 January 2006. All figures as of 2006.