ფრედერიკ III

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრედერიკ III - დანიისა და ნორვეგიის მეფე

ფრედერიკ III (დ. 18 მარტი, 1609, ჰადერსლევი — გ. 9 თებერვალი, 1670, კოპენჰაგენი) — დანიისა და ნორვეგიის მეფე 1648-1670 წლებში ოლდენბურგების დინასტიიდან. კრისტიან IV-ის ძე. დანია-შვედეთის 1657-1658 წლების ომში დამარცხდა. 1660 წელს მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება და არჩევითი მონარქია მემკვიდრეობითით შეცვალა. 1665 წელს კანონით გაფორმდა დანიაში აბსოლუტიზმის დამყარება.

ლიტერატურა[რედაქტირება]