ერესუნის ხიდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორესუნის ხიდ-გვირაბი

ერესუნის ხიდი (დან. Øresundsbroen, შვედ. Öresundsbron) — კომბინირებული ხიდ-გვირაბი ერესუნის უბეზე ორხაზიანი რკინიგზითა და ოთხხაზიანი საავტომობილო გზით. ეს ყველაზე გრძელი კომბინირებული ხიდ-გვირაბია ევროპაში, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენსა და შვედეთის პორტ მალმეს აკავშირებს. ხიდი და გვირაბი საერთაშორისო ევროპული საავტომობილო მარშრუტის E20-ის და ერესუნის სარკინიგზო ხაზის ნაწილს წარმოადგენს. დიდი ბელტის აშენებამ შესაძლებელი გახადა, კონტინენტური ევროპა სკანდინავიას დაკავშირებოდა. პროექტი დანიურმა საარქიტექტურო ფირმა „დისინგ-ვეიტლინგმა“ დააპროექტა (Dissing + Weitling).

ერესუნის ხიდი შვედეთ-დანიის საზღვარს კვეთს, მაგრამ შენგენის ხელშეკრულების წყალობით ამ ქვეყნებს შორის საპასპორტო რეჟიმი არ არსებობს. საბაჟო შემოწმება ჩვეულებრივ სტენდებთან ხდება, შვედეთში შემსვლელთათვის ხიდზე გადავლის საფასურია გადასახდელი, დანიაში შესვლა კი უფასოა. ხიდის მშენებლობა დაიწყო 1995 წელს, ხოლო ექსპლუატაციაში გადაეცა 2000 წლის 1 ივლისს.

ხედი მალმედან
ერესუნის ხიდი თანამგზავრიდან

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]