მარგარიტა დანიელი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარგარიტა დანიელი

მარგარიტა დანიელი (1353—1412) — დედოფალი დანიის, ( 1387 წლიდან) ნორვეგიის და (1389 წლიდან) შვედეთისა .

ჭკვიანი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, დანიის მეფის ვალდემარ IV ატერდაჰის ქალიშვილი. მარგარიტა სკანდინავიის ქვეყნებში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა.

1376 წელს დანიის ტახტზე თავისი არასრულწლოვანი ვაჟის ოლაფის აყვანა მოახერხა, რომელმაც 1380 წელს, ჰაკონ VI -ის გარდაცვალების შემდეგ, ნორვეგიის ტახტი მიიღო მემკვიდრეობით. მარგარიტა დანიასა და ნორვეგიას მისი ვაჟის სახელით მართავდა რეგენტის დონეზე, ოლაფის გარდაცვალების შემდეგ კი ამ სახელმწიფოების დედოფალი გახდა. 1389 წელს მარგარიტა თავიანთ დედოფლად შვედებმაც აღიარეს. მან ცხოვრების მიზნად, სკანდინავიის გაერთიანება დაისახა და 1397 წელს თავისი გერი შვილიშვილის ერიკ პომერანელის, საერთოსკანდინავიელი ხელმწიფის სტატუსით, დანიის, შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებულ ტახტზე აყვანაც შესძლო. თითქმის სიცოცხლის დასასრულამდე მარგარიტა დანიელი კალმარის უნიის ქვეყნების მმართველი იყო.

მას სკანდინავიელ თამარ მეფესაც ადარებენ ისტორიკოსები და ლიტერატორები.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე