ვალდემარ IV ატერდაგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვალდემარ ატერდაგის ფრესკა ქალაქ ნესტვედის წმინდა პეტრეს ტაძარში.

ვალდემარ IV ატერდაგი (დან. Valdemar Atterdag; დ. 1320 — გ. 24 ოქტომბერი, 1375) — დანიის მეფე 1340-1375 წლებში. 40-იან წლებში გააერთიანა სამეფოს ცალკეული ნაწილები, რომლებიც გერმანელ ფეოდალებს ჰქონდათ მიტაცებული. დააწესა მძიმე გადასახადები. ესტონელ გლეხთა აჯანყებამ აიძულა ჩრდილოეთ ესტონეთი ლივონიის ორდენისათვის მიეყიდა. ბალტიის ზღვის დასავლეთ ნაწილში გაბატონებისათვის ეომებოდა ჰანზას და შვედეთს. 1361 წელს დაიპყრო კუნძულ გოტლანდი, მის დროს დანია-ჰანზის ახალი ომი (1367-1370 წწ.) დანიის დამარცხებით დამთავრდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]