ჩრდილოეთის ომი (1655-1660)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩრდილოეთის ომი.
ჩრდილოეთის ომის საომარი მოქმედებების რუკა

ჩრდილოეთის ომიშვედეთისა და მისი მოკავშირეების ომი რეჩ პოსპოლიტასა და მის მოკავშირეებთან. მიმდინარეობდა 1654-1667 წლების რუსეთ-პოლონეთის ომის დროს. შვედეთის ჯარებმა დაიკავეს თითქმის მთელი პოლონეთი, აგრეთვე ლიტვის ნაწილი. რუსეთთან დადებულმა დროებითმა ზავმა და რუსეთ-შვედეთის 1656-1658 წლების ომის დაწყებამ ხელი შეუწყო აჯანყებულ გლეხთა მიერ შვედ დამპყრობთა განდევნას. მაგრამ 1656 წლის ზაფხულში შვედებმა ბრანდებურგთან ერთად კვლავ დაიკავეს ვარშავა. 1657 წელს დანია შვედეთის წინააღმდეგ ომში ჩაება და რეჩ პოსპოლიტა განთავისუფლდა შვედების ოკუპაციისაგან. შვედეთმა ვერ შეძლო დანიის საბოლოო დამარცხება, რადგან დანიას მხარი დაუჭირეს რეჩ პოსპოლიტამ და მისმა მოკავშირეებმა – ავსტრიამ, ბრანდებურგმა და ნიდერლანდმა. 1660 წელს რეჩ პოსპოლიტამ დადო ზავი შვედეთთან სტატუს-კვოს პირობით, რომ დაეკავებინა რუსეთთან ხელახლა შეერთებული უკრაინა და ბელორუსიის დიდი ნაწილი, რომელიც რუსეთის ჯარებს ეკავა. 1659 წელს რეჩ პოსპოლიტამ განაახლა ომი რუსეთთან და რუსეთი იძულებული გახდა ხელი მოეწერა შვედეთთან არახელსაყრელ კარდისის ზავზე (1661 წელი).

ლიტერატურა[რედაქტირება]