კალიგულა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კალიგულა

გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულა (ლათ. Gaius Julius Caesar Caligula; 31 აგვისტო, 12, ანციუმი24 იანვარი, 41, რომი) – რომის იმპერატორი 37-41 წლებში. გერმანიკუსის ძე. მეტსახელი კალიგულა ეწოდა ჯარისკაცული ჩექმების გამო, რომლებსაც ბავშვობაში ატარებდა.

იმპერატორად გამოაცხადეს ტიბერიუსის მოკვლის შემდეგ. იყო მერყევი, უპრინციპო პოლიტიკოსი, უკიდურესად პატივმოყვარე, ეგოისტი. ეჭვიანი და სისხლისმოყვარე ტირანი. მისმა უთავბოლო მფლანგველობამ დააცარიელა სახელმწიფო ხაზინა. ამას მოჰყვა ახალი მძიმე გადასახადები, განუკითხავი სადამსჯელო პროცესები და ქონების კონფისკაციები (განსაკუთრებით სენატორებისა). ბოლოს თავი იუპიტერად გამოაცხადა და საკუთარი ცხენის გაკონსულებაც მოინდომა. მასზე ასევე გავრცელებულია ერთგვარი კომიკური ისტორია: ერთხელ კალიგულამ მხატვარს უბრძანა დაეხატა ის, მხატვარმა დახატა, მაგრამ კალიგულას არ მოეწონა, მე არ მგავსო. როდესაც ცხენით მისეირნობდა კალიგულა, ცხენმა დაინახა ნახატი და ფრუტუნი დაიწყო. ამაზე მხატვარს გაეცინა და უთხრა: "ხომ ხედავ, ცხენი უფრო კარგად იცნობს კალიგულას, ვიდრე თვითონო". მას მიაწერენ სიტყვებს: "ნეტავ მთელ რომაელ ხალხს ერთი თავი ედგას, მახვილის ერთი მოქნევით მოვკვეთდი და დავისვენებდიო". კალიგულა მოკლეს პრეტორიანელებმა სასახლეში.




იულიუს-კლავდიუსების დინასტია
იულიუს კეისარი | ოქტავიანე ავგუსტუსი | ტიბერიუსი | კალიგულა | კლავდიუსი | ნერონი
წინამორბედი:
ტიბერიუსი
რომის იმპერატორი

37–41
შემდეგი:
კლავდიუსი