ბასკები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბასკეთის მდებარეობა რუქაზე

ბასკები — იზოლირებული ეთნოლინგვისტური ოჯახის ხალხი ესპანეთში (950 ათ.) და საფრანგეთში (140 ათ.). ევროპის გარეთ არის მნიშვნელოვანი დიასპორები სამხრეთ ამერიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ზოგადი ცნობები[რედაქტირება]

  • სახელები: თვითწოდება - Euskaldunak; ფრანგულად - Basques; ესპანურად - Vascos; რუსულად - Баски.
  • საერთო რაოდენობა: 1,25 მლნ.
  • ენა: ბასკური. ბასკები ძირითადად ორენოვანნი არიან.
  • მორწმუნეები: კათოლიკები.


ენა და კულტურა[რედაქტირება]

ბასკებმა თავისი სახელი — Euskaldunak, აიღეს სიტყვიდან მათი ენის სახელწოდებისგან — Euskara. ტრადიციული ბასკური კულტურა რეგიონის ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის ზრდის გამო რეგრესირებადია. სამრეწველო ქალაქების უმეტესობაში არა მარტო ბასკური წეს-ჩვეულებები, არამედ ბასკური ენაც მივიწყებას ეძლევა. ბასკურად ძირითადად ლაპარაკობენ მაღალმთიან შორეულ რეგიონებში, მაგრამ მე-20 საუკუნის ბოლოს თითქმის ყველა ბასკი ლაპარაკობდა ესპანურად ან ფრანგულად.


დიდი ხანია არსებობს აზრი, რომ ბასკები გენეტიკურად განცალკევებული ხალხია. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ბასკები ენათესავებიან იბერიულ-კავკასიურ ერებს, კერძოდ კი — ქართველებს. როგორც ჯგუფს, მათ აქვთ ყველაზე მაღალი პროპორცია რეზუს-უარყოფითი სისხლისა ევროპაში (25%) და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროცენტი O ტიპის სისხლისა (55%).

ყოფა-ცხოვრება[რედაქტირება]

ტრადიციულად ბასკები ამუშავებდნენ მცირე ზომის მინდვრებს იზოლირებულ მთიან რეგიონებში, იქ სადაც ისინი ახლაც ცხოვრობენ. სამოსახლოები განლაგებულია მცირე ჯგუფებად, რომლებიც ქმნიან სოფლებს, ან გაფანტულნი არიან მაღალმთიან ზონებში. სამოსახლო (სახლი, მინდორი და ოჯახი) არის ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური ერთეული. სოციალური ორგანიზაციის ეს ფორმა დაცული იყო ტრადიციული კანონით მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც აწესრიგებდა ურთიერთობებს, რომლის მიხედვითაც მთელი ქონება გადადიოდა ერთ მემკვიდრეზე. ტრადიციული ბასკური კულტურა ეფუძნებოდა ამ ინდივიდუალურ სამოსახლოებს, რომელთაც ეწოდებოდა caserios. იზოლირებულად ცხოვრების ასეთმა წესმა განაპირობა ოჯახური სოლიდარობის ძლიერი გრძნობა, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს სიძლიერეს და სიცოცხლისუნარიანობას ბასკური ენისა, კულტურისა და კოლექტიური იდენტურობისა.


პოლიტიკური მდგომარეობა[რედაქტირება]

ბასკები დიდი ხანია აქტიურობენ თავისი ენობრივი და კულტურული უფლებების დასაცავად, თითქმის რომის იმპერიის დასრულების პერიოდიდან. მე-20 საუკუნეში, მცირე ხნით (1936-37 წწ) ბასკურმა მიაღწია ოფიციალურ აღიარებას ბასკეთის ავტონომიური მმართველობის ფორმით ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, მაგრამ ფრანკოს მმართველოს პერიოდში ეს ავტონომიურობა დაიკარგა. 1975 წელს, ესპანეთში მონარქიის აღდგენისთანავე, ბასკებმა გააგრძელეს ზეწოლა ესპანეთის მთავრობაზე და 1978 წელს კვლავ მიიღეს ავტონომიის უფლება, სადაც ესპანური და ბასკური ოფიციალურ ენებად გამოცხადდა.


ამან გამოიწვია მეტი თავისუფლება საშინაო მმართველობაში, მაგრამ ვერ დააკმაყოფილა უფრო ექსტრემისტული მოთხოვნების მქონე ორგანიზაციები, მაგალითად, ETA - Euzkadi Ta Azkatasuna (”ბასკური სამშობლო და თავისუფლება”), რომელიც იბრძვის ბასკეთის თვითმმართველობისა და ესპანეთისაგან გამოყოფისათვის. ეტა-ს ხანგრძლივი გავლენისა და საქმიანობის გამო რთული ურთიერთობები ჩამოყალიბდა ბასკებსა და ესპანელებს შორის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]