ირემი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირემი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: წყვილჩლიქოსნები
ოჯახი: ირმისებრნი
ლათინური სახელი
Cervus

ირემი (Cervus), წყვილჩლიქოსან ცხოველთა გვარი ირმისებრთა ოჯახისა. თითო რქაზე შეიძლება 10-ზე მეტი ტოტიც ჰქონდეს. კისერზე მოკლე ფაფარი აქვს. ნუკრი ხალებიანია, მოზრდილი - ერთფერი. კუდის არეში აქვს სხვადასხვა სიდიდის "სარკე". გავრცელებულია ევროპის, აზიის (უმთავრესად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილის), ჩრდილოეთ ამერიკის ტყეეებში. აერთიანებს 6 ქვეგვარის 13-14 სახეობას. საქართველოში გვხვდება კეთილშობილი ირემი. სანადირო და სარეწაო ცხოველებია. ნახევრად მოშინაურებული ირმების ნორჩ რქებს - პანტებს იყენებენ პანტოკრინის დასამზადებლად. ნადირობა უმთავრესად აკრძალულია, აკლიმატიზებულია ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ამერიკაში და სხვა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ავალიანი რ., ქსე, ტ. 5, გვ. 219, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები