დუერო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
მდინარე დუერო (პორტუგალია) |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 925 კმ |
| აუზის ფართობი | 95 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | იბერიის მთები ესპანეთი |
| ჩაედინება | ატლანტის ოკეანე |
| ქვეყნები | ესპანეთი, პორტუგალია |
| ქალაქები | სორია არანდა-დე-დუერო სამორა (ესპანეთი), პეზუ–და–რეგუა პორტუ (პორტუგალია) |
დუერო (ესპ. Duero; პორტ. Douro) — მდინარე პირენეის ნახევარკუნძულზე. სიგრძე 925 კილომეტრი (სხვადასხვა მონაცემებით 938ან 897 კმ), აუზის ფართობი - 95 ათასი კმ2. სათავე აქვს იბერიის მთებში, ესპანეთში. მიედინება კასტილიის ზეგანზე, ქვემოთში კი პორტუგალიის ტერიტორიაზე, ჯერ განიერ ხეობაში, შემდეგ – ზღვისპირა დაბლობზე, ერთვის ატლანტის ოკეანეს, ქმნის ესტუარს. მთავარი შენაკადებია: პისუერგა, ადახა, ესლა, ტორმესი, ტამეგა. ზამთარსა და გაზაფხულზე ხშირად იცის წყალმოვარდნა და წყალდიდობა. წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან 700 მ3/წმ. მაქსიმალური – 15 000 მ3/წმ. სანაოსნოა შესართავიდან 185 კილომეტრი. აგებულია წყალსაცავი და ჰესი. დუეროს ნაპირებზე გაშენებულია ქალაქები: სორია, არანდა-დე-დუერო, სამორა (ესპანეთი), პეზუ-და-რეგუა, პორტუ (პორტუგალია).