გვადიანა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გვადიანა
Guadiana river.jpg
მდინარე გვადიანა სერპას მუნიციპალიტეტთან (პორტუგალია)
ქვეყნები ესპანეთი, პორტუგალია
ქალაქები ბადახოსი (ესპანეთი),
ვილა-რეალ-დი-სანტუ-ანტონიუ (პორტუგალია)
სათავე ლა-მანჩის პლატო ესპანეთი
სიგრძე 742 კმ
აუზის ფართობი 67 კმ²

გვადიანა (ესპ. Guadiana, პორტ. Guadiana) — მდინარე ესპანეთსა და პორტუგალიაში, სიგრძე 742 კილომეტრი, აუზის ფართობი 67 ათასი კმ2. სათავე აქვს ლა-მანჩის პლატოზე, მიედინება ახალი კასტილიის ზეგანზე, ღრმა ხეობაში, შემდეგ ესტრემადურის დაბლობზე, კვეთს ალენტეჟუს ვაკეს და გადის სანაპირო ვაკეზე. ესტუარით ერთვის კადისის ყურეს (ატლანტის ოკეანე). საზრდოობს წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის ზამთარში და გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულში. გვადიანაზეა დიდი წყალსაცავი სიხარა. გამოყენებულია სარწყავად, სანაოსნოდ (საზღვაო გემები პორტუგალიის ქალაქ პომარანამდე ადიან). შესართავშია პორტუგალიის ნავსადგური ვილა-რეალ-დი-სანტუ-ანტონიუ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]