ბუნება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამყაროს ყველაზე ღრმა შესამჩნევი სინათლის გამოსახულება, გადაღებული ჰაბლიდან, ნასა.
დედამიწის გამოსახულება მიღებული აპოლო 17-დან.
Aphthona flava.
წყალბადის ატომები.

ბუნება (ლათ. natura, ბერძ. φύσις) — მატერიალური სამყარო, მსოფლიო, მთელი მატერია და ენერგია მის საწყის ფორმაში, მეცნიერული შესწავლის ძირითადი საგანი. ტერმინი ხშირად გამოიყენება ადამიანის არსებობის ბუნებრივი გარემოს მნიშვნელობით (ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ გვაკრავს, ადამიანის ხელით შექმნილის გარდა).

ბუნების ლათინური ეკვივალენტი natura მნიშვნელობით ენათესავება "დაბადებას", მაშინ როდესაც ბერძნული φύσις (ფიზის) უკავშირდება "ზრდას". ბუნების სპექტრი მოიცავს ყველაფერს უნივერსალურიდან სუბატომურამდე. მასში შედის ყველაფერი ცხოველური, მცენარეული და მინერალური; ყველა ნატურალური რესურსი და მოვლენა (ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი, მიწისძვრა და მისთ.). ის ასევე მოიცავს ცხოველურ არსებათა ქცევასაც და უსულო საგნებთან დაკავშირებულ პროცესებსაც - თუ რა სახით იცვლება ეს საგნები.

ბუნების ნაწილები[რედაქტირება]

ბუნება დედამიწისა და მისი ატმოსფეროს გარეთ[რედაქტირება]

მოვლენები და ფენომენი დედამიწისა და მისი ატმოსფეროს გარეთ ასტრონომიის ნატურალური მეცნიერების შესწავლის საგანია.

სიცოცხლე[რედაქტირება]

სიცოცხლე, ორგანიზმთა მახასიათებლები და მათი ქცევა, თუ როგორ ჩნდება ესათუის ჯიში ან არსება, ურთიერთობა მათ შორის და გარემო რომელშიც ისინი არსებობენ არის ბიოლოგიის ნატურალური მეცნიერების შესწავლის საგანი. ბიოლოგიის განშტოება, რომელიც ორგანიზმთა ურთიერთქმედებას სწავლობს მათ გარემოზე ეკოლოგია ჰქვია.

ქიმიური ელემენტები[რედაქტირება]

ქიმიური ელემენტებისა და შენაერთთა სტრუქტურა, მახასიათებლები, შემადგენლობა და რეაქციები ნატურალური მეცნიერება ქიმიის შესწავლის საგანია.

მატერია და ძალა[რედაქტირება]

მატერიისა და ძალის ინტერაქცია და ქცევა არის ნატურალური მეცნიერება ფიზიკის შესწავლის საგანი.

დედამიწა[რედაქტირება]

ყველაფერი რაც დაკავშირებულია პლანეტა დედამიწასთან გეოლოგიის შესწავლის საგანია.

ბუნების ფილოსოფია[რედაქტირება]

მეტაფიზიკა[რედაქტირება]

ფილოსოფიაში შეხედულებას, რომლის მიხედვით ატომთა, ცხოველთა, გრავიტაციის, ვარსკვლავთა, ქართა, მიკრობთა და ა.შ. მატერიალური სამყარო ფაქტობრივად არსებობს ჩვენი დაკვირვებისგან დამოუკიდებლად რეალიზმი ეწოდება; საწინააღმდეგო შეხედულებას კი - იდეალიზმი.

ბუნებრივი და ხელოვნური[რედაქტირება]

ხშირად ანსხვავებენ ერთმანეთისგან "ბუნებრივსა" და "ხელოვნურს", თუმცა რამდენად მართებული მათი განცალკევება ხშირი დებატების საგანია. ერთ-ერთი შეხედულებით ყველაფერს გონებრივს ანცალკევებენ ნატურალური სამყაროსგან; მეორე მოსაზრებით ბუნებრივს უნდა გამოეყოს არა მარტო გონებრივი, არამედ ასევე ჰუმანური (ადამიანური) და მათი ზემოქმედება. ორივე შემთხვევაში საზღვარი ნატურალურსა და ხელოვნურს შორის რთული გასავლელია (იხ. გონება-სხეულის პრობლემა.) ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ პრობლემისგან თავის არიდება შეიძლება იმის დაშვებით, რომ ყველაფერი ბუნებრივია, თუმცა ეს "ხელოვნურის" კონცეფციის განსაზღვრებას არ აადვილებს. ნებისმიერ შემთხვევაში, გაურკვევლობა ნატურალურსა და ხელოვნურ ნამოქმედარს შორის არსებული ზღვარზე ოდითგანვე ხელოვნების, ლიტერატურისა და ფილოსოფიის აღმაფრენის წყარო ყოფილა.

კიდევ ერთი თვალსაზრისით უნდა გამოიყოს ნატურალური პროცესები და ხელოვნური პროცესები. ამ შეხედულებით, რაიმე პროცესი ან ადამიანის ზემოქმედებით ხდება ან არა. მაგ. ოთახი შესაძლოა ნუთურის ჩამრთველზე დაჭერით განადთეს, ან იგივე ოთახი შესაძლოა ფანჯრიდან შემოსულმა მზის შუქმა გაანათოს. ამ შეხედულებით, ხელოვნურობა მკაფიოდ ადამიანის ნებით განხორციელებული ქმედებაა.

ბუნებრივისა და ხელოვნურის ერთმანეთისგან განსხვავების პრობლემა ძველი ბერძნებისთვისაც აქტუალური იყო. თანამედროვე ფილოსოფოსები, მაგ. დევიდ ჰიუმი და ჯონ სტიუარტ მილი ხშირად აკრიტიკებენ ნებისმიერ მცდელობას რათა რაიმე მორალური მნიშვნელობა მიეცეს ამგვარ განსაზღვრებას.

ბუნების სილამაზე[რედაქტირება]

მწერალს სტივენ ფრაის კომენტარით, თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, ნებისმიერი სიუშნოვე ჩვენს ირგვლივ ადამიანის ხელით არის შექმნილი; ეს არგუმენტი ხელს უწყობს საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს იმაზე, რომ ბუნება განუსაზღვრელად ლამაზია. ის ფაქტი, რომ ბუნების სილამაზე ადამიანის ხელოვნების აღმაფრენის უდიდესი წყარო იყო ოდითგანვე კიდევ უფრო აძლიერებს ბუნებასა და სილამაზეს შორის ასოციაციას. ამ აზრს იზიარებს მრავალი მეცნიერიც; ფრანგ მათემატიკოს, ჟულს ანრი პოანკარეს (1854-1912) უთქვამს:

"მეცნიერი ბუნებას არ სწავლობს რადგან ეს მისთვის სასარგებლოა; მეცნიერი ბუნებას სწავლობს რადგან ის აღაფრთოვანებს მას, ის აღფთოვანებულია მით, რადგან ის ლამაზია. ბუნება ლამაზი რომ არ იყოს ის შესწავლის ღირსი არ იქნებოდა, და ბუნება შესწავლის ღირსი რომ არ იყოს, სიცოცხლე ცხოვრების ღირსი არ იქნებოდა. რა თქმა უნდა მე არ ვგულისხმობ სილამაზეს, რომელიც ჩვენს გრძნობებზე მოქმედებს - შემადგენლობისა და გარეგნობის სილამაზე; არც ამგვარი სილამაზის დაკნინება მსურს, თუმცა მას არავითარი კავშირი აქვს მეცნიერებასთან; მე ვგულისხმობ სილამაზეს, რომელიც მოდის ბუნების შემადგენელ ნაწილთა შორის ჰარმონიული წესრიგისგან, და რომლის შეცნობა წმინდა შემეცნებას ძალუძს".