ტახო

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტახო, ტეჟუ
ხედი ალმოუროლის ციხიდან (პორტუგალია)
ხედი ალმოუროლის ციხიდან (პორტუგალია)
მდებარეობა: პირენეის ნახევარკუნძული
სიგრძე: 1010 კმ.
აუზის ფართობი: 81 ათასი კმ2
სათავე: უნივერსალესის მთები
ჩაედინება: ატლანტის ოკეანე
ქვეყნები: ესპანეთი, პორტუგალია
ქალაქები: ტოლედო (ესპანეთი),
სანტარენი (პორტუგალია)

ტახო (ესპ. Tajo, პორტ. Tejo), ტეჟუ - მდინარე ესპანეთსა და პორტუგალიაში, უდიდესი პირენეის ნახევარკუნძულზე. სიგრძე 1010 კილომეტრი, აუზის ფართობი - 81 ათასი კმ2. სათავე აქვს უნივერსალესის მთებში. კვეთს ახალი კასტილიის ზეგანს, შემდეგ მიედინება პორტუგალიის დაბლობზე, ერთვის ატლანტის ოკეანეს და აჩენს ესტუარს, უმთავრესად საზრდოობს წვიმის წყლით. წყალუხვია ნოემბრიდან აპრილამდე. წყლის საშუალო ხარჯი ესპანეთისა და პორტუგალიის საზღვართან 438 მ3/წმ.. ტახოსა და მის შენაკადებს იყენებენ სარწყავად და ენერგეტიკისათვის. სანაოსნოა 185 კილომეტრი. ტახოს ნაპირებზეა ქალაქები: ტოლედო (ესპანეთი), სანტარენი (პორტუგალია), ხოლო ესტუარში - პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი.


[რედაქტირება] ფოტოგალერეა

ტახო
ალკანტარას ხიდი, ტოლედო, ესპანეთი
პუენტე დე სან-მარტინის ხიდი, ტოლედო, ესპანეთი
ალკანტარას ხიდი
ლისაბონის პორტი, პორტუგალია
მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9D"-დან
პირადი ხელსაწყოები