ნაირობი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 56: ხაზი 56:


==ისტორია==
==ისტორია==
1899 წლამდე ეს არემარე ძირითადად დაუსახლებელი ჭაობი იყო. ამ წლიდან აქ [[უგანდას რკინიგზა|უგანდას რკინიგზის]] გამანაწილებელი დეპო აშენდა, რომელიც მალევე ამ რკინიგზის შტაბ-ბინა გახდა. ქალაქის სახელი მომდინარეობს ამ მიდამოებში მდებარე წყაროს სახელწოდებიდან, რომელსაც მაასაის ენაზე "ენკარე ნაირობი" (გრილი წყლების ადგილი) ერქვა. 1900-იან წლებში ტროპიკული ჭირის ეპიდემიის გავრცელებისა და თავდაპირველი დასახლების გადაწვის შემდეგ, ეს ადგილი ხელახლა გაშენდა. ნაირობის რკინიგზის სადგურისთვის ეს ადგილი შეირჩა მისი [[მომბასა]]სა და [[კამპალა]]ს შორის ცენტრალური მდებარეობის გამო. კიდევ ერთი განმპირობებელი გარემოება გახდა მდინარეების ქსელი, რომელიც სადგურს წყლით ამარაგებდა, და ზღვის დონიდან სიმაღლე, რაც მოსახლებისთვის შედარებით გრილს კლიმატს განაპირობებდა.<ref>{{cite web |last=გაერთიანებული ერების უნივერსიტეტი|title=Nairobi: National capital and regional hub |publisher=unu.edu |date= |url=http://www.unu.edu/unupress/unupbooks/uu26ue/uu26ue0o.htm |accessdate=2007-06-17}}</ref> მიუხედავად ამისა, [[მალარია]] სერიოზული პრობლემა იყო, რის გამოც სულ მცირე ერთხელ მაინც ქალაქის სხვა ადგილას გადატანა სცადეს.<ref>{{cite news |url=http://www.spectator.co.uk/essays/all/5592863/the-inconvenient-truth-about-malaria.thtml |title=The inconvenient truth about malaria |author=Paul Reiter |work=Spectator |date=5 დეკემბერი 2009}}</ref>
1899 წლამდე ეს არემარე ძირითადად დაუსახლებელი ჭაობი იყო. ამ წლიდან აქ [[უგანდის რკინიგზა|უგანდის რკინიგზის]] გამანაწილებელი დეპო აშენდა, რომელიც მალევე ამ რკინიგზის შტაბ-ბინა გახდა. ქალაქის სახელი მომდინარეობს ამ მიდამოებში მდებარე წყაროს სახელწოდებიდან, რომელსაც მაასაის ენაზე "ენკარე ნაირობი" (გრილი წყლების ადგილი) ერქვა. 1900-იან წლებში ტროპიკული ჭირის ეპიდემიის გავრცელებისა და თავდაპირველი დასახლების გადაწვის შემდეგ, ეს ადგილი ხელახლა გაშენდა. ნაირობის რკინიგზის სადგურისთვის ეს ადგილი შეირჩა მისი [[მომბასა]]სა და [[კამპალა]]ს შორის ცენტრალური მდებარეობის გამო. კიდევ ერთი განმპირობებელი გარემოება გახდა მდინარეების ქსელი, რომელიც სადგურს წყლით ამარაგებდა, და ზღვის დონიდან სიმაღლე, რაც მოსახლებისთვის შედარებით გრილს კლიმატს განაპირობებდა.<ref>{{cite web |last=გაერთიანებული ერების უნივერსიტეტი|title=Nairobi: National capital and regional hub |publisher=unu.edu |date= |url=http://www.unu.edu/unupress/unupbooks/uu26ue/uu26ue0o.htm |accessdate=2007-06-17}}</ref> მიუხედავად ამისა, [[მალარია]] სერიოზული პრობლემა იყო, რის გამოც სულ მცირე ერთხელ მაინც ქალაქის სხვა ადგილას გადატანა სცადეს.<ref>{{cite news |url=http://www.spectator.co.uk/essays/all/5592863/the-inconvenient-truth-about-malaria.thtml |title=The inconvenient truth about malaria |author=Paul Reiter |work=Spectator |date=5 დეკემბერი 2009}}</ref>


1905 წელს ბრიტანეთის [[პროტექტორატი]]ს დედაქალაქი [[მომბასა]]დან ნაირობიში გადმოიტანეს.<ref>{{cite web |last=RCBowen Kenya
1905 წელს ბრიტანეთის [[პროტექტორატი]]ს დედაქალაქი [[მომბასა]]დან ნაირობიში გადმოიტანეს.<ref>{{cite web |last=RCBowen Kenya

09:01, 11 აპრილი 2013-ის ვერსია

ქალაქი
ნაირობი
Nairobi
დროშა გერბი

ქვეყანა კენიის დროშა კენია
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 1°17′00″ ს. გ. 36°49′00″ ა. გ. / 1.28333° ს. გ. 36.81667° ა. გ. / -1.28333; 36.81667
დაარსდა 1899
ფართობი 696 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1,661
მოსახლეობა 3,138,295 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 4,509 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 020
ოფიციალური საიტი citycouncilofnairobi.go.ke
ნაირობი — კენია
ნაირობი

ნაირობი (Nairobi, გამოითქმის /naɪˈroʊbi/) — კენიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქი და მისი შემოგარენი ასევე ქმნის ნაირობის პროვინციას. სახელი „ნაირობი“ მომდინარეობს მაასაის ენაზე ფრაზიდან „ენკარე ნაიირობი“, რაც ითარგმნება, როგორც „გრილი წყლების ადგილი“. თუმცა ადგილობრივი ხალხი მას „მწვანე ქალაქს მზეში“ უწოდებს და ის რამდენიმე მწვანეში ჩაფლული ვილების გარეუბნებით არის გარშემორტყმული.

ქალაქი 1899 წელს დაარსდა, როგორც უბრალო რკინიგზის დეპო მომბასადან უგანდას გზაზე, თუმცა ქალაქი მალევე გაიზარდა და 1907 წლისთვის ბრიტანული აღმოსავლეთ აფრიკის დედაქალაქი გახდა. 1963 წელს იგი თავისუფალი კენიის რესპუბლიკის დედაქალაქად გამოცხადდა. კენიის კოლონიური პერიოდის განმავლობაში ქალაქი კოლონიის ყავის, ჩაისა და სისალის ინდუსტრიის ცენტრი გახდა. ქალაქი მდებარეობს ამავე სახელწოდების მდინარეზე, ქვეყნის სამხრეთში, ზღვის დონიდან 1795 მეტრზე.

ნაირობი ამჟამად აღმოსავლეთ აფრიკის ყველაზე დიდი ქალაქია მოსახლეობით (დაახ. 3 მილიონი). 1999 წლის აღწერის მიხედვით ნაირობის ადმინისტრაციულ რაიონში 2.143.254 მცხოვრებს დაახლ. 696 კვ. კმ ფართობი ეჭირა. ნაირობი ამჟამად აფრიკის სიდიდით მე-13 ქალაქია.

ნაირობი აფრიკის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია პოლიტიკურად და ფინანსურად. აქ მდებარეობს მრავალი საერთაშორისო კომპანიისა და ორგანიზაციის აფრიკის შტაბ-ბინა, მათ შორის გაეროს გარემოს პროგრამა და გაეროს აფრიკის ოფისი. ნაირობი ბიზნესისა და კულტურის ერთ-ერთი ცენტრია რეგიონში. ნაირობის საფონდო ბირჟა ერთ-ერთი უდიდესია აფრიკაში და რანგით მეოთხეა ვაჭრობის მოცულობით.

ისტორია

1899 წლამდე ეს არემარე ძირითადად დაუსახლებელი ჭაობი იყო. ამ წლიდან აქ უგანდის რკინიგზის გამანაწილებელი დეპო აშენდა, რომელიც მალევე ამ რკინიგზის შტაბ-ბინა გახდა. ქალაქის სახელი მომდინარეობს ამ მიდამოებში მდებარე წყაროს სახელწოდებიდან, რომელსაც მაასაის ენაზე "ენკარე ნაირობი" (გრილი წყლების ადგილი) ერქვა. 1900-იან წლებში ტროპიკული ჭირის ეპიდემიის გავრცელებისა და თავდაპირველი დასახლების გადაწვის შემდეგ, ეს ადგილი ხელახლა გაშენდა. ნაირობის რკინიგზის სადგურისთვის ეს ადგილი შეირჩა მისი მომბასასა და კამპალას შორის ცენტრალური მდებარეობის გამო. კიდევ ერთი განმპირობებელი გარემოება გახდა მდინარეების ქსელი, რომელიც სადგურს წყლით ამარაგებდა, და ზღვის დონიდან სიმაღლე, რაც მოსახლებისთვის შედარებით გრილს კლიმატს განაპირობებდა.[1] მიუხედავად ამისა, მალარია სერიოზული პრობლემა იყო, რის გამოც სულ მცირე ერთხელ მაინც ქალაქის სხვა ადგილას გადატანა სცადეს.[2]

1905 წელს ბრიტანეთის პროტექტორატის დედაქალაქი მომბასადან ნაირობიში გადმოიტანეს.[3] ქალაქმა სწრაფი ზრდა დაიწყო საზოგადოებრივი ადმინისტრაციის ცენტრისა და ტურიზმის წყალობით, გარშემო გარეული ცხოველების სიმრავლის გამო. მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა დამპყრობლებმა რეგიონის შესწავლა დაიწყეს, ნაირობი მათი მოგზაურობის საწყისი პორტი გახდა. შესაბამისად, კოლონიურმა მთავრობამ ქალაქში რამდენიმე გრანდიოზული სასტუმრო ააშენა, რომელთა ძირითადი სტუმრები ბრიტანელი ველურ ცხოველებზე მონადირეები იყვნენ.

ნაირობი ზრდას განაგრძობდა ბრიტანეთის ოკუპაციის ქვეშ. ამ პერიოდში მის გარეუბნებში მრავალი ბრიტანელი დასახლდა. 1919 წელს ნაირობი მუნიციპალიტეტად გამოცხადდა.[4]

ქალაქის მუდმივი ექსპანსია სამხრეთით ავიწროებდა მაასაის ტომის ხალხს. ამას ემატებოდა ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მცხოვრები კიკუიუს ტომების უკმაყოფილება მათი მიწების მიტაცების გამო. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ეს უკმაყოფილება მაუ მაუს აჯანყებაში გადაიზარდა. კენიის მომავალი პრეზიდენტი, ჯომო კენიატა, მისი ანჯანყებაში სავარაუდო მონაწილეობის გამო, დაპატიმრებულ იქნა. ბრიტანეთზე მუდმივი ზეწოლა ადგილობრივი მოსახლეობისგან 1963 წელს კენიის დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა, ხოლო ნაირობი ახალი რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა.

დამოუკიდებლობის შემდეგ ნაირობი სწრაფად იწყებს ზრდას. ქალაქის არსებული ინფრასტრუქტურა ვერ უძლებდა ზრდის ტემპებს, რის გამოც XX საუკუნის ბოლოსთვის ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტი საგრძნობი პრობლემები გახდა. ქალაქის დაგეგმარებაში ბოლო დროს განხორციელებული პროექტების წყალობით, ამ პრობლემების კონტროლი შესაძლებელი გახდა.

კენიატას საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი, ტაიმზ ტაუერი და ნაირობის მერია

1998 წელს ალ-ყაიდას მიერ ქალაქში აშშ-ის საელჩოზე ტერორისტული აქტი განხორციელდა, რის შედეგადაც ორასზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ამჟამად ამ ადგილას მემორიალური პარკია.[5]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. გაერთიანებული ერების უნივერსიტეტი. Nairobi: National capital and regional hub. unu.edu. ციტირების თარიღი: 2007-06-17.
  2. Paul Reiter (5 დეკემბერი 2009). „The inconvenient truth about malaria“. Spectator.
  3. RCBowen Kenya. Attractions of Nairobi. kenya.rcbowen.com. ციტირების თარიღი: 2007-06-18.
  4. Merriam-Webster, Inc (1997). მერიამ-ვებსტერის გეოგრაფიული ლექსიკონი. მერიამ-ვებსტერი, გვ. 786. ISBN 0-87779-546-0. 
  5. აშშ-ის საელჩო. საელჩოს დაბომბვის ოთხი წლის თავზე მოწყობილი მემორიალი. usembassy.gov. ციტირების თარიღი: 2007-06-17.