ადანგე
ადანგე | |
---|---|
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სათავე | 43°16′54″ ჩ. გ. 41°14′16″ ა. გ. / 43.281889° ჩ. გ. 41.237972° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | ჩხალთის ქედი |
შესართავი |
ჩხალთა 43°17′41″ ჩ. გ. 41°22′11″ ა. გ. / 43.294833° ჩ. გ. 41.369861° ა. გ. |
სიგრძე | 12 კმ |
აუზის ფართობი | 47 კმ² |
![]() ![]() |
ადანგე[1] — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს ადანგეს უღელტეხილის სამხრეთით პატარა კარული ტბიდან. მიედინება ტროგულ ხეობაში. მდინარეს სამხრეთ მარუხის შესართავიდან ადანგეს ჩხალთას ეძახიან. სიგრძე 12 კმ, აუზის ფართობი 47 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, წყალმცირობა — ზამთარში.[2]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 15.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 49.