ფარავანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
წაიშალა კატეგორია საქართველოს ტბები (HotCat-ის გამოყენებით)
ხაზი 48: ხაზი 48:
</center>
</center>



==რესურსები ინტერნეტში==
*[http://water.worldcitydb.com/paravani_lake_9079910.html ტბის მდებარეობა გუგლის რუკაზე.]


== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==

15:41, 21 სექტემბერი 2011-ის ვერსია

ფარავნის ტბა
კოორდინატები: 41°27′ ჩ. გ. 43°48′ ა. გ. / 41.450° ჩ. გ. 43.800° ა. გ. / 41.450; 43.800
მდებარეობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 2073 
ფართობი 37,5 კმ²
მოცულობა 91 კმ³
საშუალო სიღრმე 2,2 
მაქსიმალური სიღრმე 3,3 
აუზის ფართობი 234 კმ²
გამომდინარე მდინარე ფარავანი
ფარავანი — საქართველო
ფარავანი

ფარავანი — ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა სამხრეთ საქართველოში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). გაწოლილია აბულ-სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულში, ზ. დ. 2073 მ სიმაღლეზე. ფარავნის ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², ჩამდინარე წყლების არეთი 234 კმ². ტბის მაქსიმალური სიღრმეა 3,3 მ, საშუალო 2,2, მ. წყლის მოცულობა 91 მილიონი კუბური მეტრი. წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია ზამთარში, ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით.

ერთვის მცირე მდინარეები : შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი და რამდენიმე პერიოდული ნაკადი. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე ფარავანი, რომელიც მტკვარს უერთდება მარჯვენა მხრიდან. ტბა პოპულარულია მეთევზეთათვის. წყალი მტკნარია (80 მგ/ლ). მდიდარია თევზით (ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი, ჭაფალა და სხვ.).

ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ფოკა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა, როდიონოვკა (ფარავანი) და ასფარა.


ლიტერატურა

  • აფხაზავა ი., ქსე, ტ. 10, გვ. 221, თბ., 1986.