ლუკა გუგეშაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლუკა გეგუშაშვილი (დ. თარიღი უცნობია, ონი) — ქართველი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). ჭაბუკებს შორის საქართველოს ჩემპიონი (2019, 48 კგ). ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი (2019, ფაენცა. იტალია).

მონაწილეობა აქვს მიღებული 2023 წელს რუსეთში გამართულ ვლადიმერ სემენოვის თასის XVIII საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში (თორნიკე გელაშვილთან და გიორგი რევაზიშვილთან ერთად), სადაც საქართველოს დროშასთან ერთად რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დროშაც იყო წარმოდგენილი. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, სპორტსმენები საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციის სახელით არ გამოდიოდნენ.[1]

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
თავისუფალი ჭიდაობა
გალაბოვო, ბულგარეთი
ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2018 41 კგ 1st
თავისუფალი ჭიდაობა
ბაქო, აზერბაიჯანი
ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2019 48 კგ 2nd
თავისუფალი ჭიდაობა
ფაენცა. იტალია
ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2019 48 კგ 3rd

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის დროშები ერთად - ჭიდაობის ტურნირი რუსეთში“. bm.ge. 1 ნოემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 2 ნოემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)