გიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი გველესიანი | ||
დაბადების თარიღი | 5 მაისი, 1991 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 193 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ცენტრალური მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | პერსეპოლისი | ||
ნომერი | 30 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2010–2017 | დინამო თბილისი | 81 | (7) |
2017–2018 | ზობ აჰანი | 20 | (0) |
2018–2019 | ნასაჯი მაზანდარანი | 22 | (5) |
2019–2022 | სეპაჰანი | 62 | (9) |
2022– | პერსეპოლისი | 64 | (13) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2023– | საქართველო | 8 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 25 ნოემბერი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 19 ნოემბერი, 2024 |
გიორგი გველესიანი (დ. 5 მაისი, 1991, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, თეირანის „პერსეპოლისის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თბილისის „დინამო“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილი. მისი დებიუტი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს თასის გათამაშების ფარგლებში „გაგრას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 2010 წლის პირველ დეკემბერს შედგა. გიორგი შეხვედრის 70-ე წუთიდან კამერუნელი ლეგიონერის დონალდ ჯუსეს ნაცვლად ჩაერთო თამაშში, რომელიც „დინამომ“ 2–0 მოიგო.[1]
რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, პირველად 2010 წლის 5 დეკემბერს, ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე, როდესაც ერთმანეთს „დინამო“ და „ვიტ ჯორჯია“ დაუპირისპირდნენ. გველესიანმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაშივე დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით 1–0 დასრულდა.[2]
ეროვნულ ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გიორგი გველესიანმა 2013 წლის 19 აპრილს, სტუმრად გამართულ მე-6 ტურის შეხვედრაში ზუგდიდის „დინამოს“ გაუტანა. მატჩის 22-ე წუთზე მან გიორგი შაშიაშვილი შეცვალა, ხოლო მე-60 წუთზე ზუგდიდელთა კარი აიღო. საბოლოოდ, თბილისელებმა შეხვედრა 2–0 მოიგეს.[3]
რაც შეეხება საქართველოს თასის გათამაშების ფარგლებში გატანილ პირველ გოლს, გიორგიმ იგი 2013 წლის 30 ოქტომბერს, ხობის „კოლხეთის“ კარში შეხვედრის მე-16 წუთზე შეაგდო. თამაში დინამოელებმა 6–0 მოიგეს.[4]
სულ „დინამოს“ შემადგენლობაში 81 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. „დინამოს“ რიგებში სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, 4-ჯერ საქართველოს თასის მფლობელი და ორჯერ საქართველოს სუპერთასის მფლობელი.
„ზობ აჰანი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ირანში პირველად 2017 წელს, თბილისის „დინამოდან“ გადავიდა, სადაც თავიდან „ზობ აჰანის“ რიგებში დაიწყო თამაში.[5][6] ირანული კლუბის მაისურით პირველად 2017 წლის 11 აგვისტოს, ირანის პრო-ლიგის მე-3 ტურის გასვლით შეხვედრაში „პაიკანის“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. გველესიანმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაშივე დაიწყო, თუმცა 69-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. შეხვედრა კი ფრედ 0–0 დასრულდა.[7]
ბოლოჯერ „ზობ აჰანის“ მაისურით 2018 წლის 27 აპრილს, ირანის პრო-ლიგის 30-ე ტურის მატჩში თეირანის „ნაფთის“ წინააღმდეგ ითამაშა. „ზობ აჰანში“ ჩატარებული ბოლო შეხვედრა, სადაც მან შეუცვლელად ითამაშა, მისმა გუნდმა მინიმალური სხვაობით — 1–0 მოიგო.[8]
საერთო ჯამში, „ზობ აჰანის“ შემადგენლობაში 2017–2018 წლების სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და ირანის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
„ნასაჯი მაზანდარანი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ნასაჯი მაზანდარანის“ შემადგენლობაში 2018–2019 წლების სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი შეაგდო.
„სეპაჰანი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„სეპაჰანის“ რიგებში 2019–2022 წლებში თამაშობდა, რომელთან ერთადაც 2020–21 წლების სეზონში ირანის ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა.
„პერსეპოლისი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2022 წლიდან „პერსეპოლისის“ შემადგენლობაში განაგრძო თამაში. 2022 წლის დეკემბერში გველესიანმა თეირანული დერბის მე-16 წუთზე „ესტეგლალის“ წინააღმდეგ საჯარიმოში თავური დარტყმით „პერსეპოლისი“ დააწინაურა. მეორე ტაიმში, შეხვედრის 89-ე წუთზე მან კიდევ ერთხელ გაიტანა თავით და გახდა პირველი მცველი დედაქალაქური დერბის ისტორიაში, რომელმაც ერთ თამაშში ორი გოლის გატანა შეძლო. მატჩის მონაწილე გუნდებისთვის სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ეს პრინციპული შეხვედრა ფრედ 2–2 დასრულდა, რამაც „პერსეპოლისს“ გათამაშების ცხრილში ლიდერობა შეუნარჩუნა.[9][10]
2023 წლის 14 თებერვალს გიორგი გველესიანმა ჰაზფის თასზე შესანიშნავად ითამაშა და „პერსეპოლისს“ თავის ყოფილი კლუბთან „სეპაჰანთან“ გამარჯვებაში დაეხმარა. გიორგიმ თასის მერვედფინალურ დაპირისპირებაში მე-12 წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა. ძირითადი დრო 2–2 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ქართველ მცველს მე-100 წუთზე კიდევ ერთხელ მიანდეს თერთმეტმეტრიანის შესრულება და მანაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 4–2 „პერსეპოლისის“ სასარგებლოდ.[11][12] აღსანიშნავია, რომ გიორგიმ თასის წინა ეტაპის, 1/16-ფინალის შეხვედრაში ისპაანის „ვან პარსთანაც“ თავი გამოიჩინა. ეს მატჩიც 2–2 დასრულდა, მისი ბედიც დამატებით დროში გადაწყდა, როდესაც გიორგიმ პენალტით ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს მატჩისშემდგომი პენალტების სერიის წყალობით თასის გათამაშების შემდგომ ეტაპზე გასვლის საშუალება მისცა.[13]
2023 წლის 14 აპრილს გიორგი გველესიანმა ირანის ჩემპიონატში აღმავლობით ითამაშა და „პერსეპოლისს“ „მეს ქერმანთან“ შეხვედრის მოგებაში დაეხმარა. ირანის პრო-ლიგის 26-ე ტურის შეხვედრა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა „პერსეპოლისის“ ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ჩაატარა და მატჩის მთავარი გმირი გახდა. გველესიანის გუნდი მეტოქეს გასვლაზე ეთამაშა და 22-ე წუთზე საეიდ სადეღის გოლით დაწინაურდა. 26-ე წუთზე ქერმანელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ქართველმა მცველმა უნაკლოდ დაარტყა. მეორე ნახევრის დასაწყისში მასპინძლებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა მატჩის მიწურულს „პერსეპოლისმა“ პენალტის დარტყმის უფლება მეორედ მოიპოვა. გველესიანმა მეორე პენალტიც ზუსტად შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.[14][15][16]
ირანის პრო-ლიგის (Persian Gulf Pro League) 22-ე გათამაშება „პერსეპოლისის“ გამარჯვებით დასრულდა. ტურნირის ბოლო ტურში მათ სტუმრად 4–0 დაამარცხეს „ნასაჯი მაზანდარანი“ და ერთწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონის წოდება დაიბრუნეს. „პერსეპოლისთან“ ერთად ირანის ჩემპიონობა გიორგი გველესიანმაც მოიპოვა, რომელმაც საჩემპიონო მატჩი ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. 32 წლის წლის ცენტრალურმა მცველმა ირანის ჩემპიონატის 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი შეაგდო.[17]
გიორგი გველესიანი ირანის პრო-ლიგის 2022–23 წლების სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს.[18][19]
2023 წლის 24 დეკემბერს გიორგი გველესიანმა კიდევ ერთი მაღალი დონის თამაში ჩაატარა „პერსეპოლისში“, რომელმაც ირანის ჩემპიონატში ყაზვინის „შამს აზარი“ 2–1 დაამარცხა. მე-14 ტურის საშინაო შეხვედრა ქართველმა მცველმა შეუცვლელად ჩაატარა და დუბლი შეასრულა. გველესიანმა ანგარიში 45+3-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა და „პერსეპოლისს“ პირველი ნახევარი მოაგებინა. „შამს აზარმა“ 47-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. 62-ე წუთზე „პერსეპოლისი“ რთულ მდგომარეობაში მცველის, ალი ნემატის გაძევებამ ჩააგდო. 81-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გველესიანმა ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.[20][21]
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 2024 წლის 9 ივნისს მონტენეგროს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ პოდგორიცაში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. გველესიანმა შეხვედრა, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 3–1 დასრულდა.
საკლუბო სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განახლდა: 28 თებერვალი, 2024
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი | კონტინენტური | სხვა | ჯამში | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დივიზიონი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
დინამო თბილისი |
2010–11 | უმაღლესი ლიგა | 2 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 2 | 0 |
2011–12 | 6 | 0 | 2 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 10 | 0 | ||
2012–13 | 5 | 0 | 2 | 0 | — | — | 7 | 0 | ||||
2013–14 | 16 | 3 | 4 | 1 | 2 | 0 | 1 | 0 | 23 | 4 | ||
2014–15 | 15 | 1 | 3 | 0 | 2 | 0 | 1 | 0 | 21 | 1 | ||
2016 | 21 | 2 | 3 | 0 | 1 | 0 | 1 | 0 | 26 | 2 | ||
2017 | 16 | 1 | 1 | 0 | — | — | 16 | 1 | ||||
სულ | 81 | 7 | 15 | 1 | 7 | 0 | 3 | 0 | 106 | 8 | ||
ზობ აჰანი | 2017–18 | ირანის პრო-ლიგა | 20 | 0 | 1 | 0 | 9 | 1 | — | 30 | 1 | |
სულ | 20 | 0 | 1 | 0 | 9 | 1 | 0 | 0 | 30 | 1 | ||
ნასაჯი მაზანდარანი |
2018–19 | ირანის პრო-ლიგა | 22 | 5 | 2 | 0 | — | — | 24 | 5 | ||
სულ | 22 | 5 | 2 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 24 | 5 | ||
სეპაჰანი | 2019–20 | ირანის პრო-ლიგა | 16 | 4 | 2 | 0 | 3 | 0 | — | 21 | 4 | |
2020–21 | 22 | 1 | 3 | 1 | — | — | 25 | 2 | ||||
2021–22 | 24 | 4 | 1 | 0 | 6 | 0 | — | 31 | 4 | |||
სულ | 62 | 9 | 6 | 1 | 9 | 0 | 0 | 0 | 77 | 10 | ||
პერსეპოლისი | 2022–23 | ირანის პრო-ლიგა | 28 | 6 | 2 | 3 | — | — | 30 | 9 | ||
2023–24 | 17 | 5 | 0 | 0 | 5 | 0 | — | 22 | 5 | |||
სულ | 46 | 11 | 4 | 4 | 5 | 0 | 0 | 0 | 55 | 15 | ||
სულ ჯამში | 231 | 32 | 28 | 6 | 30 | 1 | 3 | 0 | 292 | 39 |
სანაკრებო სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განახლდა: 19 ნოემბერი, 2024
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო | 2023 | 0 | 0 |
2024 | 8 | 0 | |
ჯამში | 8 | 0 |
სანაკრებო მატჩები და გოლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 09.06.2024 | პოდგორიცა | მონტენეგრო | 1–3 | საქართველო | ამხანაგური | [22] | ||
2 | 22.06.2024 | ჰამბურგი | საქართველო | 1–1 | ჩეხეთი | ევრო 2024 | 82' 82' | [23] | |
3 | 26.06.2024 | გელზენკირხენი | საქართველო | 2–0 | პორტუგალია | ევრო 2024 | 76' | [24] | |
4 | 30.06.2024 | კელნი | ესპანეთი | 4–1 | საქართველო | ევრო 2024 | 79' | [25] | |
5 | 07.09.2024 | თბილისი | საქართველო | 4–1 | ჩეხეთი | ერთა ლიგა | 88' | [26] | |
6 | 10.09.2024 | ტირანა | ალბანეთი | 0–1 | საქართველო | ერთა ლიგა | [27] | ||
7 | 11.10.2024 | პოზნანი | უკრაინა | 1–0 | საქართველო | ერთა ლიგა | 82' | [28] | |
8 | 19.11.2024 | ოლომოუცი | ჩეხეთი | 2–1 | საქართველო | ერთა ლიგა | 36' | [29] |
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ჩემპიონი: 2012–2013, 2013–2014, 2015–16
- საქართველოს ვიცე-ჩემპიონი: 2010–2011
- საქართველოს თასის მფლობელი: 2012–2013, 2013–2014, 2014–15, 2015–16
- საქართველოს სუპერთასის მფლობელი: 2014, 2015
- ირანის ვიცე-ჩემპიონი: 2017–18
- ირანის ვიცე-ჩემპიონი: 2020–21
- ირანის ჩემპიონი: 2022–23, 2023-24
- ირანის თასის მფლობელი: 2022–23[30]
- ირანის სუპერთასის მფლობელი: 2023
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ირანის პრო-ლიგის სეზონის საუკეთესო მცველი: 2022–23
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ღირსების ორდენი: 2024[31]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი გველესიანი — უეფა-ს ოფიციალურ საიტზე
- გიორგი გველესიანი — ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზე
- გიორგი გველესიანი — საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე
თემატური საიტები |
---|
ESPNFC.com · FBref.com · FootballDatabase.eu · Kooora · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA.com |
ვიდეო |
---|
Leadersport |
მედია |
---|
1tv.ge · Crystalsport.ge · Lelo.ge · Sportall.ge |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Gagra 0–2 Dinamo Tbilisi / David Kipiani Cup. soccerway
- ↑ WIT Georgia 0–1 Dinamo Tbilisi / Erovnuli Liga. soccerway
- ↑ Dinamo Zugdidi 0–2 Dinamo Tbilisi / Erovnuli Liga. soccerway
- ↑ Dinamo Tbilisi 6–0 Kolkheti Khobi / David Kipiani Cup. soccerway
- ↑ გიორგი გველესიანი კარიერას ირანულ „ზობ აჰანში“ გააგრძელებს
- ↑ გიორგი გველესიანი: ფეხბურთი ირანში უფრო უყვართ, ვიდრე საქართველოში
- ↑ Paykan 0–0 Zob Ahan / Persian Gulf Pro League. soccerway
- ↑ Naft Tehran 0–1 Zob Ahan / Persian Gulf Pro League. soccerway
- ↑ Esteghlal 2–2 Persepolis / Persian Gulf Pro League. soccerway
- ↑ Esteghlal, Persepolis share spoils in 2-2 draw
- ↑ Sepahan 2–4 Persepolis / Hazfi Cup. soccerway
- ↑ გველესიანმა ირანის თასზე დუბლი შეასრულა
- ↑ Persepolis 2–2 Van Pars Isfahan / Hazfi Cup. soccerway
- ↑ Mes Kerman 1–3 Persepolis / Persian Gulf Pro League. soccerway
- ↑ გველესიანი შეუჩერებელია — ქართველმა მცველმა დუბლი შეასრულა
- ↑ გველესიანის დუბლი — „პერსეპოლისი“ გალიდერდა
- ↑ გიორგი გველესიანი „პერსეპოლისის“ შემადგენლობაში ირანის ჩემპიონი გახდა!
- ↑ „თითქოს, არ ვარსებობ, თითქოს, ეროვნების გარეშე ვარ“... ირანის ჩემპიონატის საუკეთესო მცველის, გიორგი გველესიანის წერილი...
- ↑ „არაფრის ფასად არ მიღირს ჩემი ქვეყნის მოქალაქეობის და პასპორტის დათმობა“
- ↑ Persepolis 2–1 Shams Azar Qazvin / Persian Gulf Pro League. soccerway
- ↑ „პერსეპოლისმა“ ქართველი მცველის დუბლით მოიგო
- ↑ Montenegro 1–3 Georgia / Friendlies. soccerway
- ↑ Georgia 1–1 Czechia / UEFA Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 2–0 Portugal / UEFA Euro 2024. soccerway
- ↑ Spain 4–1 Georgia / UEFA Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 4–1 Czechia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Albania 0–1 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Ukraine 1–0 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Czechia 2–1 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Perspolis vs Esteghlal | Final | Hazfi Cup 2023
- ↑ ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ
|