უოტფორდი (საფეხბურთო კლუბი)
|
| ||||
| სრული სახელი | Watford Football Club | |||
|---|---|---|---|---|
| მეტსახელი | ონავრები (ინგლ. The Hornets, ყვითელი არმია (ინგლ. Yellow Army), ოქროს ბიჭები (ინგლ. The Golden Boys) | |||
| დაარსდა | 1881 | |||
| სტადიონი |
„ვიკარიჯ როუდი“ უოტფორდი, ინგლისი (ტევადობა: 22 200 მაყურებელი) | |||
| პრეზიდენტი | სკოტ დაქსბერი | |||
| მწვრთნელი |
| |||
| კაპიტანი |
| |||
| ლიგა | ჩემპიონშიპი | |||
| 2024-25 | მე-14 ადგილი | |||
| საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
| ||||
საფეხბურთო კლუბი „უოტფორდი“ (ინგლ. Watford Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ უოტფორდიდან, ჰერტფორდშირი. ასპარეზობს ჩემპიონშიპში. არსებობის დიდი ნაწილი გაატარა ქვედა ლიგებში, მრავალჯერ შეიცვალა კლუბის ფერები და ფორმა, შეიცვალა მრავალი სტადიონი, 1992 წლიდან საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ „ვიკარიჯ როუდზე“.[1] 2023 წლიდან „უოტფორდში“ თამაშობს საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ჩაკვეტაძე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაარსდა 1881 წელს, როგორც „უოტფორდ როვერსი“. ასოციაციის თასის გათამაშებაში პირველად მონაწილეობა მიიღო 1886 წელს, მოგვიანებით შეუერთდა სამხრეთის ლიგას. 1914-1915 წლების სეზონში სამხრეთის ლიგის ჩემპიონობის შემდეგ, 1920 წელს ჰარი კენტის ხელმძღვანელობით შეუერთდა საფეხბურთო ლიგას.
გრეჰემ ტეილორის მწვრთნელობის დროს, რომელიც მომავალში წვრთიდა არაერთ ინგლისურ კლუბს და ასევე ინგლისის ეროვნულ ნაკრებს, კლუბმა დაიპყრო ახალი მწვერვალები. 1977-1987 წლებში „უოტფორდი“ დონით მეოთხე დივიზიონიდან უმაღლეს ლიგაში აღზევდა. 1982-1983 წლების სეზონი „უოტფორდმა“ მე-2 ადგილზე დაასრულა და მოიპოვა უეფა-ს თასის 1983-1984 წლების გათამაშებაში ასპარეზობის უფლება. ამავე სეზონში ითამაშა ასოციაციის თასის ფინალში.[2] ტეილორის წასვლის შემდეგ მომავალი 10 წლის განავლობაში კლუბი ისევ დაქვეითდა. ტეილორი 1996 წელს დაბრუნდა კლუბში და დონით მესამე ჩემპიონატიდან 1999-00 წლების სეზონში „უოტფორდი“ პრემიერლიგაში დააბრუნა. იმავე სეზონში ბოლო ადგილის დაკავების შემდეგ კლუბი ისევ დაქვეითდა. 2006-2007 წლების სეზონში ეიდი ბუტროიდის თავკაცობით „უოტფორდი“ კიდევ ერთხელ აღზევდა უმაღლეს დივიზიონში,[3] მაგრამ ისევ ბოლო ადგილი დაიკავა და ჩემპიონშიფში დაქვეითდა.
8 წლის შემდეგ, 2015-2016 წლების სეზონში „უოტფორდი“ დაბრუნდა პერმიერლიგაში.[4]
კლუბი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბი ეკუთვნის პოცოების ოჯახს, რომელიც ასევე ფლობს იტალიურ „უდინეზეს“.[5] ასევე წარსულში ფლობდა ესპანურ „გრანადას“.[6] 2008 წლამდე, კლუბის საპატიო პრეზიდენტი იყო ელტონ ჯონი.[7] მოგვიანებით ისევ დაიკავა იგივე პოსტი, ამჯერად გრეჰემ ტეილორთან ერთად, ტეილორის სიკვდილამდე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ History of Watford FC – Grounds. Watford Football Club. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-05. ციტირების თარიღი: 2017-05-02.
- ↑ Classic Cup Finals: 1984. The Football Association.
- ↑ "Boothroyd takes over at Cobblers". Watford Observer.
- ↑ Watford promoted to Premier League. BBC Sport.
- ↑ „Udinese's Pozzo family complete Watford takeover“. BBC Sport.
- ↑ „Watford owner Gino Pozzo to sell Granada to Chinese firm Link International Sports“. Watford Observer.
- ↑ „Elton John quits Watford FC role“. Watford Observer.