პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წარმოადგენს პორტუგალიას საერთაშორისო საფეხბურთო და ამხანაგურ ტურნირებში. პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა პირველად 1966 წელს მიიღო და ნახევარფინალში წააგო მომავალ ჩემპიონტან ინგლისთან. პორტუგალიელებმა დაიკავეს მესამე ადგილი.
2010-2014 წლებში ნაკრების მწვრთნელი პაოლო ბენტუ იყო. 2010 წლის მუნდიალზე მისი ნაკრები მომავალ მსოფლიო ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა მერვედფინალში. ევრო 2012-ზე პორტუგალია ნახევარფინალში გავიდა, სადაც კვლავ მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა. პორტუგალიამ ჩააგდო 2014 წლის მუნდიალი, სადაც პირველივე მატჩში განადგურდა მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან 0-4 და ვერ დაძლია ჯგუფური ეტაპი. პორტუგალიამ შინ ალბანეთთან 0-1, რის შემდეგაც ბენტუ გადადგა. მის შემვლელად დაინიშნა ფერნანდუ სანტუში, პორტუგალიელი მწვრთნელი, რომელიც ადრე საბერძნეთის ნაკრებს წვრთნიდა.