ჯანო ანანიძე
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ჯანო ანანიძე | ||
დაბადების თარიღი | 10 ოქტომბერი, 1992 | ||
დაბადების ადგილი |
ქობულეთი, საქართველო | ||
სიმაღლე | 171 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | დინამო თბილისი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2003 | შუქურა ქობულეთი | ||
2003-2005 | ნორჩი დინამოელი | ||
2005-2007 | დინამო კიევი | ||
2007-2009 | სპარტაკი მოსკოვი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2009 |
სპარტაკი მოსკოვი (დუბლები) | 18 | (9) |
2009-2019 | სპარტაკი მოსკოვი | 120 | (12) |
2013-2014 | → როსტოვი | 22 | (3) |
2019 | → კრილია | 8 | (1) |
2020 | ანორთოსისი | 6 | (0) |
2020 | როტორი | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2007 | საქართველო 16 წლ. | 4 | (3) |
2007-2009 | საქართველო 17 წლ. | 13 | (0) |
2009 | საქართველო 19 წლ. | 2 | (1) |
2009-2010 | საქართველო 21 წლ. | 8 | (2) |
2009- | საქართველო | 48 | (9) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 2 ნოემბერი, 2019 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 2 ნოემბერი, 2019 |
ჯანო ანანიძე (დ. 10 ოქტომბერი, 1992) — ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია. ფეხბურთელს რუსეთში „ჟანოს“ მეტსახელით იცნობენ. უკანასკნელად თამაშობდა ვოლგოგრადის „როტორში“.
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ახალგაზრდული გუნდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ანანიძემ ფეხბურთის თამაში მის მშობლიურ ქალაქის კლუბ, ქობულეთის „შუქურაში“ დაიწყო. 11 წლამდე ფეხბურთელს მისი პირველი მწვრთნელი მერაბ მჟავანაძე ავარჯიშებდა. ამის შემდეგ იყო ნორჩი დინამოელი, რომელშიც ჯანო გია ხიზანიშვილის რეკომენდაციით მიიღეს. 2 წლის შემდეგ, ფეხბურთელის აგენტმა, რევაზ ჩელებაძემ ანანიძე კიევის „დინამოში“ ჩარიცხა.
2007 წლის ზაფხულში ჯანო საქართველოში დაბრუნდა და 16-წლამდელთა ეროვნულ გუნდს შეუერთდა. ნომებრამდე ანანიძემ ეროვნული გუნდის რიგებში რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ 4 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.[1] მის დაბადების დღეს, 10 ოქტომბერს კი, ფეხბურთელმა მოსკოვის „სპარტაკთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი.[2]
მოსკოვის სპარტაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2009 წლიდან ჯანო „სპარტაკის“ ახალგაზრდული გუნდების ღირსებას იცავდა. მისი დებიუტი ამ ასაკობრივ ჯგუფში 2009 წლის 14 მარტს შედგა, „ზენიტის“ წინააღმდეგ. იმავე წლის 4 აპრილს, ნალჩიკის „სპარტაკთან“ შეხვედრაში ჯანომ პირველი გოლის გატანაც მოახერხა.[3][4]
ზაფხულამდე ანანიძემ თავი კიდევ 3-ჯერ გამოიაჩინა, შედეგად, მოსკოვის „სპარტაკის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალერი კარპინმა ფეხბურთელს სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე უხმო.[5] ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჩინებული შთაბეჭდილებაც დატოვა.[6] სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის გავლის შემდეგ, ანანიძე კლუბის სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად დუბლშემადგენლობას დაუბრუნდა, თუმცა მთავარ გუნდში გადმოყვანის პერსპექტივით.[7]
მთავარ გუნდში ჯანოს დებიუტი 2009 წლის 15 ივლისს შედგა, „კრასნოდარის“ წინააღმდეგ. მატჩი რუსეთის თასის ეგიდით გაიმართა. ქართველმა მოთამაშემ სადებიუტო შეხვედრაში შესანიშნავი გოლის გატანაც მოახერხა.[8][9]
3 დღის შემდეგ, ანანიძე „სპარტაკის“ დუბლებს შესანიშანვი გოლით დაუბრუნდა, გაიტანა რა გოლი „კრილია სოვეტოვის“ წინააღმდეგ.[10][11]
2009 წლის 1 აგვისტოს, ჯანოს დებიუტი ჰქონდა რუსულ პრემიერლიგაში, კრასნოდარის „ყუბანის“ წინააღმდეგ. ის მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა.[12] 30 აგვისტოს კი, ანანიძემ უკვე ტურის და საერთოდ, ჩემპიონატის ცენტრალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ყაზანის „რუბინის“ წინააღდმეგ, ის 46-ე წუთიდან გამოჩნდა მინდორზე და მიუხედავად მარცხისა, თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.[13]
13 სექტემბერს შედგა ანანიძის დებიუტი სპარტაკის მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში, - მოსკოვის „დინამოს“ წინააღმდეგ, მან შეხვედრა სრულად ჩაატარა და საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.[14]
ეროვნული ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2009 წლის 27 ივლისს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ექტორ რაულ კუპერმა ანანიძეს ეროვნულ გუნდში უხმო.[15] ფეხბურთელს მონაწილეობა უნდა მიეღო მალტის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში, თუმცა ეს ტრავმის გამო ვერ მოახერხა.[16]
გაჩნდა საშიშროება იმისა, რომ ფეხბურთელს მიეღო რუსეთის მოქალაქეობა, რაც მას ავტომატურად საქართველოს ნაკრებში თამაშს გამორიცხავდა, თუმცა ჯანომ არჩევანი მისი სამშობლოს სასარგებლოდ გააკეთა.[17][18]
სექტემბერში, იტალიის ნაკრებთან, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში სათამაშოდ ანანიძე ეროვნულ გუნდში კვლავ გამოიძახეს.[19] შეკრებაზე თბილისში ჩამოსულმა ჯანომ, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი სურვილი დაეცვა მშობლიური ნაკრების ღირსება.[20]
5 სექტემბერს, იტალიის ნაკრებთან შეხვედრაში შედგა ანანიძის დებიუტი ეროვნული გუნდის რიგებში. ჯანომ მე-60 წუთამდე იასპარეზა, რის შემდეგაც მის ნაცვლად მოედანზე მათე ვაწაძე გამოჩნდა.[21] 4 დღეში, ანანიძემ საკუთარი ქვეყნის 21 წლამდელთა ეროვნულ გუნდში იასპარეზა, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ.[22]
სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლებულია 2009 წლის 15 სექტემბერს.
კლუბი | სეზონი | ![]() |
რუსეთის თასი | რუსეთის სუპერთასი | ევროთასები | ჯამში | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თამ | გოლ | თამ | გოლ | თამ | გოლ | თამ | გოლ | თამ | გოლ | ||
![]() |
2009 | 8 | 2 | 1 | 1 | - | - | - | - | 9 | 3 |
ჯამში | 8 | 2 | 1 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 9 | 3 |
ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„როსტოვი“
- რუსეთის თასი (1): 2013-14
„სპარტაკი მოსკოვი“
- რუსეთის ჩემპიონი: 2016-2017
- რუსეთის საფეხბურთო სუპერთასი: 2017
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჯანო ანანიძე“ ვიკისაწყობში.
- პროფილი როსტოვის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2013-11-23 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები 2007 წელს; საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
- ↑ ჯანო ანანიძემ არჩევანი გააკეთა - რუსეთის ნაკრებში არ ითამაშებს; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
- ↑ სპარტაკი მოსკოვი 5-0 სპარტაკი ნალჩიკი[მკვდარი ბმული]; რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია
- ↑ ანანიძის გოლი ნალჩიკის წინააღმდეგ; YouTube
- ↑ კარპინმა ანანიძე "სპარტაკის" ძირითად გუნდში აიყვანა; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
- ↑ ანანიძემ კარპინი აღაფრთოვანა; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
- ↑ კარპინი ანანიძეს კვლავ დააკვირდება; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
- ↑ ანანიძემ "სპარტაკი" რუსეთის თასის მერვედფინალში გაიყვანა; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
- ↑ ანანიძის გოლი კრასნოდარის წინააღმდეგ; YouTube
- ↑ ანანიძის მორიგი შედევრი; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
- ↑ ანანიძის გოლი კრილიას წინააღმდეგ; YouTube
- ↑ ანანიძის დებიუტი რუსეთის ჩემპიონატში; YouTube
- ↑ ქართველმა ლეგიონერებმა იტალიურ ლეგიონთან შერკინებამდე ბოლო რეპეტიცია გაიარეს; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
- ↑ ყენიამ სასტარტო დააგემოვნა, კობიმ სამქულიანი "გაისროლა"; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
- ↑ კუპერმა ანანიძე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
- ↑ კუპერს ანანიძე დააკლდა; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
- ↑ ანანიძეს "სპარტაკში" ატყუებენ - რუსეთში ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
- ↑ ჯანო ანანიძე: "ქართველი ვარ და ჩემი ქვეყნის ნაკრებში ვითამაშებ; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
- ↑ კუპერი ანანიძეს კვლავ უხმობს; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
- ↑ ჯანო ანანიძე: "მე ქართველი ვარ..."; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
- ↑ ანტირეკორდი და ანტიფეხბურთი გრძელდება; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
- ↑ სწორება ახალგაზრდებზე - მათ ქართველებს სანაკრებო მომავალი გაუნათეს; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
|
|
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - იანვარი 2021
- დაბადებული 1992
- ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- ქართველი ფეხბურთელები
- ქობულეთის შუქურას ფეხბურთელები
- ნორჩი დინამოელის ფეხბურთელები
- კიევის დინამოს ფეხბურთელები
- მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელები
- როსტოვის ფეხბურთელები
- საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები
- დაბადებული 10 ოქტომბერი
- საქართველოს წლის ფეხბურთელები
- ანანიძეები
- ვოლგოგრადის როტორის ფეხბურთელები
- ანორთოსისის ფეხბურთელები