ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016
Championnat d'Europe de football 2016
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016
ტურნირის დეტალები
ადგილი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
      ქალაქები 10
      სტადიონები 10
ტურნირის ვადები 10 ივნისი – 10 ივლისი, 2016
მონაწილე 24
საპრიზო ადგილები
Gold medal.svg ჩემპიონი პორტუგალიის დროშა პორტუგალია
Silver medal.svg მეორე ადგილი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტურნირის სტატისტიკა
დასწრება 2,427,303  (47,594 თამაშზე)
მატჩები 51
გოლები 108  (2.12 თამაშში)
ბომბარდირ(ებ)ი საფრანგეთის დროშა ანტუან გრიზმანი  (6 გოლი)
საუკეთესო მოთამაშე საფრანგეთის დროშა ანტუან გრიზმანი

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016 (ან უბრალოდ ევრო 2016) — უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მე-15 საფეხბურთო ჩემპიონატი. ჩატარდა საფრანგეთში.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი იყო პირველი იყო ევროპის ჩემპიონატებს შორის, რომლის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 24 იყო. 1996-2016 წლებში ჩატარებულ ჩემპიონატებზე 16 გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე შეიქმნა ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფი, ხოლო პლეი-ოფი მერვედფინალებიდან დაიწყო. საფრანგეთის ნაკრები, როგორც მასპინძელი, არ მონაწილეობდა საკვალიფიკაციო ეტაპზე. 19-მა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ პირდაპირ მიიღო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება, ხოლო ოთხმა გუნდმა კი ეს უფლება მიიღო 2015 წლის ნოემბერში გამართული პლეი-ოფის შემდეგ.

საფრანგეთი, როგორც მასპინძელი ქვეყანა, აირჩა 2010 წლის 28 მაისს. აჯობა თურქეთისა და იტალიის კანდიდატურებს. მატჩები გაიმართა შემდეგი 10 ქალაქის სტადიონებზე: ბორდო, ლილი, ლანსი, ლიონი, მარსელი, ნიცა, პარიზი, სენ-დენი, სენტ-ეტიენი და ტულუზა. საფრანგეთმა მესამედ უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს, 1960 და 1984 წლების შემდეგ.

საფრანგეთის ნაკრები ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი: 1984 და 2000 წლებში. ევრო 2016-ზე ტიტულს იცავდა ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც ბოლო ორი ჩემპიონატის (ევრო 2008 და ევრო 2012) გამარჯვებული იყო.

ევროპის ჩემპიონი გახდა პორტუგალიის ნაკრები, რომელმაც ფინალში მასპინძელი გუნდი დამატებით დროში 1–0 დაამარცხა. პორტუგალია მონაწილეობას მიიღებს 2017 წელს რუსეთში გასამართ ფიფა-ს კონფედერაციის თასზე.

სტატიაში ყველა საათი მოცემულია თბილისის დროით.

მასპინძელი ქვეყანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთხმა კანდიდატმა გამოთქვა ევრო 2016-ის მასპინძლობის სურვილი 2009 წლის 9 მარტისთვის. საფრანგეთი, იტალია და თურქეთი კონკურსში მონაწილეობდნენ დამოუკიდებლად, შვედეთსა და ნორვეგიას კი გაკეთებული ჰქონდათ ერთობლივი განაცხადი.[1] 2009 წლის დეკემბერში ნორვეგიამ და შვედეთმა უკან გაიტანეს განაცხადი.[2] 2010 წლის 28 მაისს, უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მასპინძელი ქვეყანა შეარჩია.[3]

განაცხადები ევრო 2016-ის მასპინძლობაზე
კენჭისყრის შედეგები
ქვეყანა რაუნდი[4]
1-ლი (ქულები) მე-2 (ხმები)
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 43 7
თურქეთის დროშა თურქეთი 38 6
იტალიის დროშა იტალია 23
სულ 104 13
  • პირველ რაუნდში უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის ცამეტი წევრი ახდენდა სამივე განაცხადის რანჟირებას ხუთი, ორი და ერთი ქულით
  • მეორე რაუნდში ცამეტივე წევრი ხმას აძლევდა ერთ-ერთ ფინალისტს.

სტადიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, საფრანგეთის განაცხადში 12 სტადიონი იყო წარდგენილი. 2011 წლის მაისისთვის მასპინძელი სტადიონების რაოდენობა 9-მდე შემცირდა. არჩევანის გაკეთების უფლება ჰქონდა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას. უალტერნატივო იყო 7 სტადიონი: სტად დე ფრანსი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ძირითადი საშინაო არენა, ოთხი ახალაშენებული სტადიონები ლილში, ლიონში, ნიცასა და ბორდოში და ორიც უდიდეს ქალაქებში — პარიზსა და მარსელში. ფინანსური პრობლემების გამო კონკურენციას გამოეთიშა სტრასბურგის სტადიონი. შერჩეულ იქნა სტადიონები ლენსსა და ნანსში, ხოლო სენტ-ეტიენი და ტულუზა მოხვდნენ თადარიგში. 2011 წლის ივნისში ცნობილი გახდა 24-გუნდიანი ფორმატის შესახებ. ამიტომ სარეზერვო ქალაქები დანარჩენ ცხრას შეუერთდნენ. 2011 წლის დეკემბერში ნანსი გამოაკლდა მასპინძელი ქალაქების სიას და საბოლოოდ დარჩა ათი ქალაქი, რომლებიც დაამტკიცა უეფა-ს აღმასკომმა 2013 წლის 25 იანვარს. მასპინძელთა შორის ვერ მოხვდნენ ნანტისა და მონპელიეს სტადიონები, რომლებიც გამოიყენეს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს.

სენ-დენი მარსელი ლიონი ლილი
სტად დე ფრანსი სტად ველოდრომი სტად დე ლუმიერი სტად პიერ მაროუ
48°55′28″ ჩ. გ. 2°21′36″ ა. გ. / 48.92444° ჩ. გ. 2.36000° ა. გ. / 48.92444; 2.36000 (Stade de France) 43°16′11″ ჩ. გ. 5°23′45″ ა. გ. / 43.26972° ჩ. გ. 5.39583° ა. გ. / 43.26972; 5.39583 (Stade Vélodrome) 45°45′56″ ჩ. გ. 4°58′52″ ა. გ. / 45.76556° ჩ. გ. 4.98111° ა. გ. / 45.76556; 4.98111 (Stade des Lumières) 50°36′43″ ჩ. გ. 3°07′50″ ა. გ. / 50.61194° ჩ. გ. 3.13056° ა. გ. / 50.61194; 3.13056 (Stade Pierre-Mauroy)
ტევადობა: 81 338 ტევადობა: 67 394
(განახლებული)
ტევადობა: 59 286
(ახალი)
ტევადობა: 50 186
(ახალი)
Finale Coupe de France 2010-2011 (Lille LOSC vs Paris SG PSG).jpg Stade Vélodrome (20150405).jpg Grand Stade Lille Métropole LOSC first match.JPG
 
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016 (საფრანგეთი)
Red pog.png
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016, საფრანგეთი
 
პარიზი ბორდო
პარკ დე პრენსი სტად დე ბორდო
48°50′29″ ჩ. გ. 2°15′11″ ა. გ. / 48.84139° ჩ. გ. 2.25306° ა. გ. / 48.84139; 2.25306 (Parc des Princes) 44°53′50″ ჩ. გ. 0°33′43″ დ. გ. / 44.89722° ჩ. გ. 0.56194° დ. გ. / 44.89722; -0.56194 (Bordeaux)
ტევადობა: 47 000
(განახლებული)
ტევადობა: 42 115
(ახალი)
Parc des Princes - PSG vs Nice.jpg Bordeaux Larnaca Nouveau Stade 4.jpg
   
სენტ-ეტიენი ნიცა ლენსი ტულუზა
სტად ჟოფრი-გიშარი ალიანს რივიერა სტად ბოლერ-დელი მუნიციპალური სტადიონი
45°27′39″ ჩ. გ. 4°23′24″ ა. გ. / 45.46083° ჩ. გ. 4.39000° ა. გ. / 45.46083; 4.39000 (St Etienne) 43°42′25″ ჩ. გ. 7°11′40″ ა. გ. / 43.70694° ჩ. გ. 7.19444° ა. გ. / 43.70694; 7.19444 (Nice) 50°25′58″ ჩ. გ. 2°48′53″ ა. გ. / 50.4328500° ჩ. გ. 2.8148528° ა. გ. / 50.4328500; 2.8148528 (Lens) 43°34′59″ ჩ. გ. 1°26′03″ ა. გ. / 43.58306° ჩ. გ. 1.43417° ა. გ. / 43.58306; 1.43417 (Toulouse)
ტევადობა: 41 965
(განახლებული)
ტევადობა: 35 624
(ახალი)
ტევადობა: 38 223
(განახლებული)
ტევადობა: 33 300
(განახლებული)
Stade Geoffroy-Guichard - Saint-Etienne (10-11-2013).jpg Allianzcoupdenvoi.jpg Stade Bollaert Delelis.JPG Ticket Stade.Toulousain-Biarritz olympique 07092008.JPG

უსაფრთხოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარმა ტერორისტული აქტებმა გამოიწვია დისკუსია ჩემპიონატის უსაფრთხოების შესახებ. ტერაქტებისგან ერთ-ერთის სამიზნე სწორედ „სტად დე ფრანსზე“ მიმდინარე ამხანაგური მატჩი იყო გერმანიასა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის.

საკვალიფიკაციო ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკვალიფიკაციო ეტაპი 2014 წლის სექტემბერში დაიწყო და 2015 წლის ნოემბერში დასრულდა. საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 2014 წლის 23 თებერვალს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, გაიმართა.[5]

საკვალიფიკაციო ეტაპის რუკა (ლურჯად — ფინალურ ეტაპზე გასული გუნდები)

საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობდა 53 გუნდი, მათ შორის იყო გიბრალტარი, რომელიც პირველად ჩაერთო ტურნირზე. გუნდების განთესვა მოხდა უეფას ეროვნული ნაკრებების კოეფიციენტებით. გუნდები განაწილდნენ 8 ექვსგუნდიან და ერთ ხუთგუნდიან ჯგუფში. გამარჯვებულები, მეორეადგილოსნები და საუკეთესო მესამეადგილოსანი პირდაპირ დაიშვა ევროპის ჩემპიონატზე. რვა მესამეადგილოსანს შორის გაიმართა ორმატჩიანი პლეი-ოფი ოთხი გამარჯვებულის გამოსავლენად. მიშელ პლატინის ჰქონდა წინადადება, საკვალიფიკაციო ეტაპი გაყოფილიყო ორ ჯგუფურ რაუნდად, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

ევრო 2012-ის მონაწილე 16 გუნდიდან 13-მა (საფრანგეთის ჩათვლით) მიიღო ევრო 2016-ზე მონაწილეობის უფლება, მათ შორის იყო ინგლისის ნაკრები, რომელმაც მოიგო 10-დან 10 მატჩი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია, რომელმაც ზედიზედ მე-12-ედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება. ევროპის ჩემპიონატს, ევრო 2012-ის გამოტოვების შემდეგ, კვლავ დაუბრუნდნენ თურქეთი, შვეიცარია, რუმინეთი, უკრაინა და ავსტრია. ამ ორი უკანასკნელისთვის ევრო 2016 რიგით მეორე ჩემპიონატია. პირველად მათ როგორც მასპინძელმა, ისე მიიღეს მონაწილეობა — ავსტრიამ 2008, ხოლო უკრაინამ 2012 წელს. დიდი ხნის შესვენებების შემდეგ დაუბრუნდნენ ევროპის ჩემპიონატს ბელგია (ბოლო მონაწილეობა 2000 წელს) და უნგრეთი (ბოლო მონაწილეობა 1972 წელს). ხუთი გუნდი — ალბანეთი, ისლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, სლოვაკეთი და უელსი — პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ალბანეთსა და ისლანდიას აქამდე არც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე უთამაშიათ. საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარეს ყოფილმა ჩემპიონებმა: დანიამ (1992), ნიდერლანდმა (1988) და საბერძნეთმა (2004).

ფორმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფორმატი, რომელიც გამოიყენებოდა ევრო 1996-დან ევრო 2012-ის ჩათვლით შეიცვალა, რათა მორგებოდა 24 მონაწილეს. საჭირო გახდა ორი ჯგუფის და პლეი-ოფის ეტაპზე ერთი რაუნდის დამატება. ექვსი ჯგუფი (A-დან F-ის ჩათვლით) შედგება ოთხი გუნდისგან. ჯგუფის პირველი და მეორეადგილოსნები ავტომატურად გააგრძელებენ თამაშს პლეი-ოფში. მათ დაემატებათ ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი და საბოლოოდ ეს 16 გუნდი პლეი-ოფში მონაწილეობას მიიღებს მერვედფინალის ეტაპიდან. ეს ფორმატი გამოიყენებოდა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატებზე 1986-1994 წლებში. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ გათამაშდება მესამე ადგილი. ფორმატი ითვალისწინებს 51 მატჩის ჩატარებას, ნაცვლად ძველი ფორმატის 31 მატჩისა.

შემადგენლობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თითოეული ნაკრები გუნდი, ჩემპიონატის დაწყებამდე არანაკლებ ათი დღით ადრე, წარადგენს განაცხადს 23 ფეხბურთელის შემადგენლობით, მათგან სამი უნდა იყოს მეკარე. თუ ფეხბურთელი დაშავდება ან დაავადდება გუნდის პირველ მატჩამდე, მისი შეცვლა შესაძლებელია სხვა მოთამაშით.

თანაბარი ქულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა გუნდებს მიენიჭება შემდეგი წესების მიხედვით:

  1. ერთმანეთთან შეხვედრებში დაგროვილი ქულები
  2. ერთმანეთთან შეხვედრებში ბურთების სხვაობა
  3. ერთმანეთთან შეხვედრებში ყველაზე მეტი გოლი
  4. ბურთების სხვაობა ყველა მატჩში
  5. ყველაზე მეტი გატანილი გოლი ყველა მატჩში
  6. პენალტების სერია
  7. სამართლიანი თამაშის პრინციპების (Fair play) დაცვა (ნაკლები ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობა)
  8. რანგი უეფა-ს კოეფიციენტთა სისტემაში

საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდები გამოვლინდებიან შემდეგი წესებით:

  1. ყველაზე მეტი ქულა
  2. გოლების საუკეთესო დადებითი სხვაობა
  3. ყველაზე მეტი გატანილი გოლი
  4. სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვა
  5. რანგი უეფა-ს კოეფიციენტთა სისტემაში

ჯგუფური ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წილისყრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წილისყრა გაიმართა პარიზში, 2015 წლის 12 დეკემბერს.[6] მასპინძელი, საფრანგეთის ნაკრები, წინასწარაა განთესილი A ჯგუფში, პირველ პოზიციაზე. დანარჩენი 23 გუნდი განაწილდა სამ კალათში, აქედან ხუთი საუკეთესო მოხვდა პირველ კალათში, ხოლო დანარჩენ კალათებში ექვს-ექვსი გუნდი განაწილდა. ტიტულის მფლობელი ესპანეთის ნაკრები ავტომატურად მოხვდა პირველ კალათში, ხოლო ყველა დანარჩენი გუნდი კალათებში განაწილდა უეფა-ს ეროვნულ ნაკრებთა კოეფიციენტების (2015 წლის 14 ოქტომბრის მდგომარეობით) შესაბამისად.[7][8][9][10]

1-ლი კალათი5
გუნდი კოეფიციენტი რანგი
ესპანეთის დროშა ესპანეთი6 37,962 2
გერმანიის დროშა გერმანია 40,236 1
ინგლისის დროშა ინგლისი 35,963 3
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 35,138 4
ბელგიის დროშა ბელგია 34,442 5
მე-2 კალათი
გუნდი კოეფიციენტი რანგი
იტალიის დროშა იტალია 34,345 6
რუსეთის დროშა რუსეთი 31,345 9
შვეიცარიის დროშა შვეიცარია 31,254 10
ავსტრიის დროშა ავსტრია 30,932 11
ხორვატიის დროშა ხორვატია 30,642 12
უკრაინის დროშა უკრაინა 30,313 14
მე-3 კალათი
გუნდი კოეფიციენტი რანგი
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი 29,403 15
შვედეთის დროშა შვედეთი 29,028 16
პოლონეთის დროშა პოლონეთი 28,306 17
რუმინეთის დროშა რუმინეთი 28,038 18
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი 27,171 19
უნგრეთის დროშა უნგრეთი 27,142 20
მე-4 კალათი
გუნდი კოეფიციენტი რანგი
თურქეთის დროშა თურქეთი 27,033 22
ირლანდიის დროშა ირლანდია 26,902 23
ისლანდიის დროშა ისლანდია 25,388 27
უელსის დროშა უელსი 24,531 28
ალბანეთის დროშა ალბანეთი 23,216 31
ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ჩრდილოეთი ირლანდია 22,961 33

ჯგუფი A[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდი გატ გაშ სხვ
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 3 2 1 0 4 1 +3 7
შვეიცარიის დროშა შვეიცარია 3 1 2 0 2 1 +1 5
ალბანეთის დროშა ალბანეთი 3 1 0 2 1 3 −2 3
რუმინეთის დროშა რუმინეთი 3 0 1 2 2 4 −2 1
ივნისი 10, 2016 (2016-06-10)
23:00
საფრანგეთი საფრანგეთის დროშა 2 – 1 რუმინეთის დროშა რუმინეთი სტად დე ფრანსი, სენ-დენი
მაყურებელი: 75,113
მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)
ჟირუ გოლი 57'
პაიე გოლი 89'
ბმული გოლი 65' (პენ.) სტანკუ
ივნისი 11, 2016 (2016-06-11)
17:00
ალბანეთი ალბანეთის დროშა 0 – 1 შვეიცარიის დროშა შვეიცარია სტად ბოლერ დელელი, ლენსი
მაყურებელი: 33,805
მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)
ბმული გოლი 5' შერი

ივნისი 15, 2016 (2016-06-15)
20:00
რუმინეთი რუმინეთის დროშა 1 – 1 შვეიცარიის დროშა შვეიცარია პარკ დე პრენსი, პარიზი
მაყურებელი: 43,576
მსაჯი: სერგეი კარასიოვი (რუსეთი)
სტანკუ გოლი 18' (პენ.) ბმული გოლი 57' მეჰმედი
ივნისი 15, 2016 (2016-06-15)
23:00
საფრანგეთი საფრანგეთის დროშა 2 – 0 ალბანეთის დროშა ალბანეთი სტად ველოდრომი, მარსელი
მაყურებელი: 63,670
მსაჯი: ვილი კოლამი (შოტლანდია)
გრიზმანი გოლი 90'
პაიე გოლი 90+6'
ბმული

ივნისი 19, 2016 (2016-06-19)
23:00
რუმინეთი რუმინეთის დროშა 0 – 1 ალბანეთის დროშა ალბანეთი სტად დე ლუმიერი, ლიონი
მაყურებელი: 49,752
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)
ბმული გოლი 43' სადიკუ
ივნისი 19, 2016 (2016-06-19)
23:00
შვეიცარია შვეიცარიის დროშა 0 – 0 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი სტად პიერ მაურუ, ლილი
მაყურებელი: 45,616
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია
ბმული

ჯგუფი B[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდი გატ გაშ სხვ
უელსის დროშა უელსი 3 2 0 1 6 3 +3 6
ინგლისის დროშა ინგლისი 3 1 2 0 3 2 +1 5
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი 3 1 1 1 3 3 0 4
რუსეთის დროშა რუსეთი 3 0 1 2 2 6 −4 1
ივნისი 11, 2016 (2016-06-11)
20:00
უელსი უელსის დროშა 2 – 1 სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი მატმუტ ატლანტიკი, ბორდო
მაყურებელი: 37,831
მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)
ბეილი გოლი 10'
რობსონ-კანუ გოლი 81'
ბმული გოლი 61' დუდა
ივნისი 11, 2016 (2016-06-11)
23:00
ინგლისი ინგლისის დროშა 1 – 1 რუსეთის დროშა რუსეთი სტად ველოდრომი, მარსელი
მაყურებელი: 62,343
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
დაიერი გოლი 73' ბმული გოლი 90+2' ბერეზუცკი

ივნისი 15, 2016 (2016-06-15)
17:00
რუსეთი რუსეთის დროშა 1 – 2 სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი სტად პიერ მაურუ, ლილი
მაყურებელი: 38,989
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)
გლუშაკოვი გოლი 80' ბმული გოლი 32' ვაისი
გოლი 45' ჰამშიკი
ივნისი 16, 2016 (2016-06-16)
17:00
ინგლისი ინგლისის დროშა 2 – 0 უელსის დროშა უელსი სტად ბოლერ დელელი, ლენსი
მაყურებელი: 34,033
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
ვარდი გოლი 56'
სტარიჯი გოლი 90+2'
ბმული გოლი 42' ბეილი

ივნისი 20, 2016 (2016-06-20)
23:00
რუსეთი რუსეთის დროშა 0 – 3 უელსის დროშა უელსი მუნიციპალური სტადიონი, ტულუზა
მაყურებელი: 28,840
მსაჯი: იუნას ერიქსონი (შვედეთი)
ბმული გოლი 11' რემსი
გოლი 20' ტეილორი
გოლი 67' ბეილი
ივნისი 20, 2016 (2016-06-20)
23:00
სლოვაკეთი სლოვაკეთის დროშა 0 – 0 ინგლისის დროშა ინგლისი სტად ჟოფრი ჟიშარი, სენტ-ეტიენი
მაყურებელი: 39,051
მსაჯი: კარლოს ველასკო კარვალიო (ესპანეთი)
ბმული

ჯგუფი C[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდი გატ გაშ სხვ
გერმანიის დროშა გერმანია 3 2 1 0 3 0 +3 7
პოლონეთის დროშა პოლონეთი 3 2 1 0 2 0 +2 7
ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ჩრდილოეთი ირლანდია 3 1 0 2 2 2 0 3
უკრაინის დროშა უკრაინა 3 0 0 3 0 5 -5 0
ივნისი 12, 2016 (2016-06-12)
20:00
პოლონეთი პოლონეთის დროშა 1 – 0 ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ჩრდილოეთი ირლანდია ალიანს რივიერა, ნიცა
მაყურებელი: 33,742
მსაჯი: ივიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)
მილიკი გოლი 51' ბმული
ივნისი 12, 2016 (2016-06-12)
23:00
გერმანია გერმანიის დროშა 2 – 0 უკრაინის დროშა უკრაინა სტად პიერ-მაროუ, ლილი
მაყურებელი: 43,035
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)
მუსტაფი გოლი 19'
შვაინშტაიგერი გოლი 90+2'
ბმული

ივნისი 16, 2016 (2016-06-16)
20:00
უკრაინა უკრაინის დროშა 0 – 2 ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ჩრდილოეთი ირლანდია სტად დე ლუმიერი, ლიონი
მაყურებელი: 51,043
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)
ბმული გოლი 49' მაკოლი
გოლი 90+6' მაკგინი
ივნისი 16, 2016 (2016-06-16)
23:00
გერმანია გერმანიის დროშა 0 – 0 პოლონეთის დროშა პოლონეთი სტად დე ფრანსი, სენ-დენი
მაყურებელი: 73,648
მსაჯი: ბიორნ კეიპერსი (ნიდერლანდები)
ბმული

ივნისი 21, 2016 (2016-06-21)
20:00
უკრაინა უკრაინის დროშა 0 – 1 პოლონეთის დროშა პოლონეთი სტად ველოდრომი, მარსელი
მაყურებელი: 58,874
მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)
ბმული გოლი 54' ბლაშჩიკოვსკი
ივნისი 21, 2016 (2016-06-21)
20:00
ჩრდილოეთი ირლანდია ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა 0 – 1 გერმანიის დროშა გერმანია პარკ დე პრენსი, პარიზი
მაყურებელი: 44,125
მსაჯი: კლემან ტიურპენი (საფრანგეთი)
ბმული გოლი 30' გომესი

ჯგუფი D[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდი გატ გაშ სხვ
ხორვატიის დროშა ხორვატია 3 2 1 0 5 3 +2 7
ესპანეთის დროშა ესპანეთი 3 2 0 1 5 2 +3 6
თურქეთის დროშა თურქეთი 3 1 0 2 2 4 −2 3
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი 3 0 1 2 2 5 −3 1
ივნისი 12, 2016 (2016-06-12)
17:00
თურქეთი თურქეთის დროშა 0 – 1 ხორვატიის დროშა ხორვატია პარკ დე პრენსი, პარიზი
მაყურებელი: 43,842
მსაჯი: იუნას ერიკსონი (შვედეთი)
ბმული გოლი 41' მოდრიჩი
ივნისი 13, 2016 (2016-06-13)
17:00
ესპანეთი ესპანეთის დროშა 1 – 0 ჩეხეთის დროშა ჩეხეთი მუნიციპალური სტადიონი, ტულუზა
მაყურებელი: 29,400
მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)
პიკე გოლი 87' ბმული

ივნისი 17, 2016 (2016-06-17)
20:00
ჩეხეთი ჩეხეთის დროშა 2 – 2 ხორვატიის დროშა ხორვატია სტად ჟოფრი ჟიშარი, სენტ-ეტიენი
მაყურებელი: 38,376
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
შკოდა გოლი 76'
ნეციდი გოლი 89' (პენ.)
ბმული გოლი 37' პერიშიჩი
გოლი 59' რაკიტიჩი
ივნისი 17, 2016 (2016-06-17)
23:00
ესპანეთი ესპანეთის დროშა 3 – 0 თურქეთის დროშა თურქეთი ალიანს რივიერა, ნიცა
მაყურებელი: 33,409
მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)
მორატა გოლი 34'48'
ნოლიტო გოლი 37'
ბმული

ივნისი 21, 2016 (2016-06-21)
23:00
ჩეხეთი ჩეხეთის დროშა 0 – 2 თურქეთის დროშა თურქეთი სტად ბოლერ დელელი, ლენსი
მაყურებელი: 32,836
მსაჯი: ვილი კოლამი (შოტლანდია)
ბმული გოლი 10' ილმაზი
გოლი 65' ტუფანი
ივნისი 21, 2016 (2016-06-21)
23:00
ხორვატია ხორვატიის დროშა 2 – 1 ესპანეთის დროშა ესპანეთი მატმუტ ატლანტიკი, ბორდო
მაყურებელი: 37,245
მსაჯი: ბიორნ კეიპერსი (ნიდერლანდები)
კალინიჩი გოლი 45'
პერიშიჩი გოლი 87'
ბმული გოლი 7' მორატა

ჯგუფი E[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდი გატ გაშ სხვ
იტალიის დროშა იტალია 3 2 0 1 3 1 +2 6
ბელგიის დროშა ბელგია 3 2 0 1 4 2 +2 6
ირლანდიის დროშა ირლანდია 3 1 1 1 2 4 −2 4
შვედეთის დროშა შვედეთი 3 0 1 2 1 3 −2 1
ივნისი 13, 2016 (2016-06-13)
20:00
ირლანდია ირლანდიის დროშა 1 – 1 შვედეთის დროშა შვედეთი სტად დე ფრანსი, სენ-დენი
მაყურებელი: 73,419
მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)
ჰულაჰანი გოლი 48' ბმული გოლი 71' (ს.კ.) კლარკი
ივნისი 13, 2016 (2016-06-13)
23:00
ბელგია ბელგიის დროშა 0 – 2 იტალიის დროშა იტალია სტად დე ლუმიერი, ლიონი
მაყურებელი: 55,408
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
ბმული გოლი 32' ჯაკერინი
გოლი 90+3' პელე

ივნისი 17, 2016 (2016-06-17)
17:00
იტალია იტალიის დროშა 1 – 0 შვედეთის დროშა შვედეთი მუნიციპალური სტადიონი, ტულუზა
მაყურებელი: 29,600
მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)
ედერი გოლი 88' ბმული
ივნისი 18, 2016 (2016-06-18)
17:00
ბელგია ბელგიის დროშა 3 – 0 ირლანდიის დროშა ირლანდია მატმუტ ატლანტიკი, ბორდო
მაყურებელი: 39,493
მსაჯი: ჯუნეით ჩაკირი (თურქეთი)
ლუკაკუ გოლი 48'70'
ვიტსელი გოლი 61'
ბმული

ივნისი 22, 2016 (2016-06-22)
23:00
იტალია იტალიის დროშა 0 – 1 ირლანდიის დროშა ირლანდია სტად პიერ-მარუ, ლილი
მაყურებელი: 44,268
მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)
ბმული გოლი 85' ბრეიდი
ივნისი 22, 2016 (2016-06-22)
23:00
შვედეთი შვედეთის დროშა 0 – 1 ბელგიის დროშა ბელგია ალიანს რივიერა, ნიცა
მაყურებელი: 34,011
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
ბმული გოლი 84' ნაინგოლანი

ჯგუფი F[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდი გატ გაშ სხვ
უნგრეთის დროშა უნგრეთი 3 1 2 0 6 4 +2 5
ისლანდიის დროშა ისლანდია 3 1 2 0 4 3 +1 5
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 3 0 3 0 4 4 0 3
ავსტრიის დროშა ავსტრია 3 0 1 2 1 4 −3 1
ივნისი 14, 2016 (2016-06-14)
20:00
ავსტრია ავსტრიის დროშა 0 – 2 უნგრეთის დროშა უნგრეთი მატმუტ ატლანტიკი, ბორდო
მაყურებელი: 34,424
მსაჯი: კლემან ტიურპენი (საფრანგეთი)
ბმული გოლი 62' სალაი
გოლი 87' შტიბერი
ივნისი 14, 2016 (2016-06-14)
23:00
პორტუგალია პორტუგალიის დროშა 1 – 1 ისლანდიის დროშა ისლანდია სტად ჟოფრი ჟიშარი, სენტ-ეტიენი
მაყურებელი: 38,742
მსაჯი: ჯუნეით ჩაკირი (თურქეთი)
ნანი გოლი 31' ბმული გოლი 50' ბიადნასონი

ივნისი 18, 2016 (2016-06-18)
20:00
ისლანდია ისლანდიის დროშა 1 – 1 უნგრეთის დროშა უნგრეთი სტად ველოდრომი, მარსელი
მაყურებელი: 60,842
მსაჯი: სერგეი კარასიოვი (რუსეთი)
სიგურდსონი გოლი 40' (პენ.) ბმული გოლი 88' (ს.კ.) სევარსონი
ივნისი 18, 2016 (2016-06-18)
23:00
პორტუგალია პორტუგალიის დროშა 0 – 0 ავსტრიის დროშა ავსტრია პარკ დე პრენსი, პარიზი
მაყურებელი: 44,291
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
ბმული

ივნისი 22, 2016 (2016-06-22)
20:00
ისლანდია ისლანდიის დროშა 2 – 1 ავსტრიის დროშა ავსტრია სტად დე ფრანსი, სენ-დენი
მაყურებელი: 68,714
მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)
ბიოდვარსონი გოლი 18'
ტრაუსტასონი გოლი 90+4'
ბმული გოლი 60' შიოპჰი
ივნისი 22, 2016 (2016-06-22)
20:00
უნგრეთი უნგრეთის დროშა 3 – 3 პორტუგალიის დროშა პორტუგალია სტად დე ლუმიერი, ლიონი
მაყურებელი: 55,514
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)
გერა გოლი 19'
ჯუჯაკი გოლი 47'55'
ბმული გოლი 42' ნანი
გოლი 50'62' რონალდუ

პლეი-ოფის ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბადე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 
მერვედფინალი მეოთხედფინალი ნახევარფინალი ფინალი
 
                           
 
25 ივნისი – სენტ-ეტიენი
 
 
შვეიცარიის დროშა შვეიცარია 1 (4)
 
30 ივნისი – მარსელი
 
პოლონეთის დროშა პოლონეთი (პენ.) 1 (5)
 
პოლონეთის დროშა პოლონეთი 1 (3)
 
25 ივნისი – ლენსი
 
პორტუგალიის დროშა პორტუგალია (პენ.) 1 (5)
 
ხორვატიის დროშა ხორვატია 0
 
6 ივლისი – ლიონი
 
პორტუგალიის დროშა პორტუგალია (დ.დ.) 1
 
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 2
 
25 ივნისი – პარიზი
 
უელსის დროშა უელსი 0
 
უელსის დროშა უელსი 1
 
1 ივლისი – ლილი
 
ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ჩრდილოეთი ირლანდია 0
 
უელსის დროშა უელსი 3
 
26 ივნისი – ტულუზა
 
ბელგიის დროშა ბელგია 1
 
უნგრეთის დროშა უნგრეთი 0
 
10 ივლისი – სენ-დენი
 
ბელგიის დროშა ბელგია 4
 
პორტუგალიის დროშა პორტუგალია (დ.დ.) 1
 
26 ივნისი – ლილი
 
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 0
 
გერმანიის დროშა გერმანია 3
 
2 ივლისი – ბორდო
 
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი 0
 
გერმანიის დროშა გერმანია (პენ.) 1 (6)
 
27 ივნისი – სენ-დენი
 
იტალიის დროშა იტალია 1 (5)
 
იტალიის დროშა იტალია 2
 
7 ივლისი – მარსელი
 
ესპანეთის დროშა ესპანეთი 0
 
გერმანიის დროშა გერმანია 0
 
26 ივნისი – ლიონი
 
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 2
 
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 2
 
3 ივლისი – სენ-დენი
 
ირლანდიის დროშა ირლანდია 1
 
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 5
 
27 ივნისი – ნიცა
 
ისლანდიის დროშა ისლანდია 2
 
ინგლისის დროშა ინგლისი 1
 
 
ისლანდიის დროშა ისლანდია 2
 

მერვედფინალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივნისი 25, 2016 (2016-06-25)
17:00
შვეიცარია შვეიცარიის დროშა 1 – 1
(დ.დ.)
პოლონეთის დროშა პოლონეთი სტად ჟოფრი ჟიშარი, სენტ-ეტიენი
მაყურებელი: 38,842
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
შაჩირი გოლი 82' ბმული გოლი 39' ბლაშჩიკოვსკი
  პენალტები  
ლიხტშტაინერი გატანილი

ჯაკა აცილებული
შაჩირი გატანილი
შერი გატანილი
როდრიგესი გატანილი

4 – 5 გატანილი ლევანდოვსკი

გატანილი მილიკი
გატანილი გლიკი
გატანილი ბლაშჩიკოვსკი
გატანილი კრიხოვიაკი


ივნისი 25, 2016 (2016-06-25)
20:00
უელსი უელსის დროშა 1 – 0 ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ჩრდილოეთი ირლანდია პარკ დე პრენსი, პარიზი
მაყურებელი: 44,342
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)
მაკალი გოლი 75' (ს.კ.) ბმული

ივნისი 25, 2016 (2016-06-25)
23:00
ხორვატია ხორვატიის დროშა 0 – 1
(დ.დ.)
პორტუგალიის დროშა პორტუგალია სტად ბოლერ დელელი, ლენსი
მაყურებელი: 33,523
მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)
ბმული გოლი 117' კვარეშმა

ივნისი 26, 2016 (2016-06-26)
17:00
საფრანგეთი საფრანგეთის დროშა 2 – 1 ირლანდიის დროშა ირლანდია ლუმიერების სტადიონი, ლიონი
მაყურებელი: 56,279
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
გრიზმანი გოლი 58'61' ბმული გოლი 2' (პენ.) ბრეიდი

ივნისი 26, 2016 (2016-06-26)
20:00
გერმანია გერმანიის დროშა 3 – 0 სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი სტად პიერ მაროუ, ლილი
მაყურებელი: 44,312
მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)
ბოატენგი გოლი 8'
გომესი გოლი 43'
დრაქსლერი გოლი 63'
ბმული

ივნისი 26, 2016 (2016-06-26)
23:00
უნგრეთი უნგრეთის დროშა 0 – 4 ბელგიის დროშა ბელგია მუნიციპალური სტადიონი, ტულუზა
მაყურებელი: 28,921
მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)
გოლი 10' ალდერვეირელდი
გოლი 78' ბატშუაი
გოლი 80' აზარი
გოლი 90+1' კარასკო

ივნისი 27, 2016 (2016-06-27)
20:00
იტალია იტალიის დროშა 2 – 0 ესპანეთის დროშა ესპანეთი სტად დე ფრანსი, სენ-დენი
მაყურებელი: 76,165
მსაჯი: ჯუნეით ჩაკირი (თურქეთი)
კიელინი გოლი 33'
პელე გოლი 90+1'
ბმული

ივნისი 27, 2016 (2016-06-27)
23:00
ინგლისი ინგლისის დროშა 1 – 2 ისლანდიის დროშა ისლანდია ალიანს რივიერა, ნიცა
მაყურებელი: 33,901
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია
რუნი გოლი 4' (პენ.) ბმული გოლი 6' სიგურდსონი
გოლი 18' სიგტორსონი

მეოთხედფინალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივნისი 30, 2016 (2016-06-30)
23:00
პოლონეთი პოლონეთის დროშა 1 – 1
(დ.დ.)
პორტუგალიის დროშა პორტუგალია სტად ველოდრომი, მარსელი
მაყურებელი: 62,940
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
ლევანდოვსკი გოლი 2' ბმული გოლი 33' სანჩესი
  პენალტები  
ლევანდოვსკი გატანილი

მილიკი გატანილი
გლიკი გატანილი
ბლაშჩიკოვსკი აცილებული

3 – 5 გატანილი რონალდუ

გატანილი სანჩესი
გატანილი მუტინიო
გატანილი ნანი
გატანილი კვარეშმა


ივლისი 1, 2016 (2016-07-01)
23:00
უელსი უელსის დროშა 3 – 1 ბელგიის დროშა ბელგია Stade Pierre-Mauroy, ლილი
მაყურებელი: 45,936
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)
უილიამსი გოლი 31'
რობსონ-კანუ გოლი 55'
ვოუკსი გოლი 86'
ბმული გოლი 13' ნაინგოლანი

ივლისი 2, 2016 (2016-07-02)
23:00
გერმანია გერმანიის დროშა 1 – 1
(დ.დ.)
იტალიის დროშა იტალია Matmut Atlantique, ბორდო
მაყურებელი: 38,764
მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)
ოზილი გოლი 65' ბმული გოლი 78' (პენ.) ბონუჩი
  პენალტები  
კროოსი გატანილი

მიულერი აცილებული
ოზილი აცილებული
დრაქსლერი გატანილი
შვაიშტაიგერი აცილებული
ჰუმელსი გატანილი
კიმიჰი გატანილი
ბოატენგი გატანილი
ჰექტორი გატანილი

6 – 5 გატანილი ინსინიე

აცილებული ძაძა
გატანილი ბარძალი
აცილებული პელე
აცილებული ბონუჩი
გატანილი ჯაკერინი
გატანილი პაროლო
გატანილი დე შილიო
აცილებული დარმიანი


ივლისი 3, 2016 (2016-07-03)
23:00
საფრანგეთი საფრანგეთის დროშა 5 – 2 ისლანდიის დროშა ისლანდია სტად დე ფრანსი, სენ-დენი
მაყურებელი: 76,833
მსაჯი: ბიორნ კეიპერსი (ნიდერლანდები)
ჟირუ გოლი 12'59'
პოგბა გოლი 20'
პაიეტი გოლი 43'
გრიზმანი გოლი 45'
ბმული გოლი 56' სიგტორსონი
გოლი 84' ბიადნასონი

ნახევარფინალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივლისი 6, 2016 (2016-07-06)
23:00
პორტუგალია პორტუგალიის დროშა 2 – 0 უელსის დროშა უელსი ლუმიერების სტადიონი, ლიონი
მაყურებელი: 55,679
მსაჯი: იუნას ერიკსონი (შვედეთი)
რონალდუ გოლი 50'
ნანი გოლი 53'
ბმული

ივლისი 7, 2016 (2016-07-07)
23:00
გერმანია გერმანიის დროშა 0 – 2 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი სტად ველოდრომი, მარსელი
მაყურებელი: 64,078
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
ბმული გოლი 45+2' (პენ.)72' გრიზმანი

ფინალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივლისი 10, 2016 (2016-07-10)
23:00
პორტუგალია პორტუგალიის დროშა 1 – 0
(დ.დ.)
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი სტად დე ფრანსი, სენ-დენი
მაყურებელი: 75,868
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
ედერი გოლი 109' ბმული

მარკეტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 26 ივნისს გამოვიდა ჩემპიონატის ოფიციალური ლოგო. ლოგო ასახავს ანრი დელონეს თასს საფრანგეთის ეროვნულ ფერებში (ლურჯი, თეთრი, წითელი). 2013 წლის 17 ოქტომბერს უეფა-მ გამოაცხადა ტურნირის ოფიციალური სლოგანი „Le Rendez-Vous“. „Konami“ გამოუშვებს ტურნირის ოფიციალურ ვიდეო თამაშს Pro Evolution Soccer 2016-ში.

ტურნირის ოფიციალური თილისმა, სუპერ ვიქტორი პირველად ნაჩვენები იქნა იქნა 2014 წლის 18 ნოემბერს, საფრანგეთისა და შვედეთის ეროვნული გუნდების მატჩის დროს. ესაა საფრანგეთის ეროვნულ ფორმაში გამოწყობილი სუპერგმირი ბავშვი, ზურგზე წითელი მოსასხამით. მოსასხამი, ბურთი და სპორტული ფეხსაცმელი არის ბავშვის სუპერძალის წყარო. თილისმამ უეფა-ს ოფიციალურ საიტზე 50 ათას ხმაზე მეტი მიიღო.

ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი, ადიდასის „Beau Jeu“ 2015 წლის 12 ნოემბერს წარადგინა ფრანგმა ყოფილმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა.

სპონსორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლობალური სპონსორები ეროვნული სპონსორები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Four candidates signal UEFA Euro 2016 interest“, UEFA.com, Union of European Football Associations, 11 March 2009. წაკითხვის თარიღი: 11 January 2011. 
  2. Regeringen säger nej till EM 2016-ansökan“, Swedish Football Association, 9 December 2009. წაკითხვის თარიღი: 11 January 2011. (Swedish) 
  3. France chosen to host Euro 2016“, UEFA.com, Union of European Football Associations, 28 May 2010. წაკითხვის თარიღი: 2 July 2012. 
  4. AFP: France win race to host Euro 2016
  5. გულისყური “აკროპოლისისკენ”. „მსოფლიო სპორტი“. 22.02.2014.
  6. Finals draw. UEFA.com.
  7. EURO 2016 play-off, final tournament draw info. UEFA (30 June 2015). წაკითხვის თარიღი: 30 June 2015.
  8. UEFA EURO 2016 draw pots take shape. UEFA (14 October 2015). წაკითხვის თარიღი: 14 October 2015.
  9. EURO 2016 draw pots confirmed for 12 December. UEFA.com (17 November 2015).
  10. National team coefficients overview (pdf). UEFA (14 October 2015). წაკითხვის თარიღი: 14 October 2015.
  11. adidas on board for UEFA EURO 2012. UEFA.com. ციტატა: „The long-term partnership between UEFA and adidas is to continue with rights granted to UEFA EURO 2012™ and 2016™ plus all other national-team competitions until 2017.“ წაკითხვის თარიღი: 10 April 2015.
  12. UEFA. Carlsberg signs as Official Sponsor for UEFA national team competitions. UEFA.com. წაკითხვის თარიღი: 15 May 2013.
  13. Coca-Cola signs for Euro 2012, 2016“, UEFA.com, Union of European Football Associations, 22 February 2010. წაკითხვის თარიღი: 4 July 2012. 
  14. Continental to sponsor Euro 2012 and 2016“, UEFA.com, Union of European Football Associations, 20 October 2011. წაკითხვის თარიღი: 4 July 2012. 
  15. Hyundai-Kia joins as official sponsor for UEFA Euro 2012™ and UEFA Euro 2016™“, UEFA.com, Union of European Football Associations, 2 March 2010. წაკითხვის თარიღი: 4 July 2012. 
  16. McDonald's signed up as official Euro sponsor“, UEFA.com, Union of European Football Associations, 26 May 2010. წაკითხვის თარიღი: 4 July 2012. 
  17. Orange joins Uefa Euro 2016 as global partner“, SportsPro, 28 October 2015. წაკითხვის თარიღი: 28 October 2015. 
  18. SOCAR signs as Official Sponsor for UEFA national team competitions. UEFA.com. წაკითხვის თარიღი: 31 July 2013.
  19. Turkish Airlines joins UEFA EURO 2016 as Official Airline Partner. UEFA.org. წაკითხვის თარიღი: 10 December 2015.
  20. Crédit Agricole joins EURO national sponsors. UEFA.com. წაკითხვის თარიღი: 10 April 2015.
  21. FDJ is first UEFA EURO 2016 national sponsor. UEFA.com. წაკითხვის თარიღი: 10 April 2015.
  22. Recruiter PROMAN signed up as EURO sponsor. UEFA.com. წაკითხვის თარიღი: 10 April 2015.
  23. SNCF arrives as fourth national EURO sponsor. UEFA.com. წაკითხვის თარიღი: 10 April 2015.