შინაარსზე გადასვლა

ზურიკო დავითაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურიკო დავითაშვილი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
15 თებერვალი, 2001 (2001-02-15) (25 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სენტ-ეტიენი
ნომერი 22
ახალგაზრდული კარიერა
2013–2017 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2017–2018 დინამო თბ. 6 (0)
2018–2019 ლოკომოტივი თბ. 29 (3)
2019–2020 რუბინი 28 (2)
2020–2021   როტორი 20 (0)
2021–2022 არსენალი ტულა 20 (3)
2022–2023 დინამო ბათუმი 14 (6)
2022–2023   ბორდო 30 (5)
2023–2024 ბორდო 37 (8)
2024– სენტ-ეტიენი 55 (20)
ეროვნული ნაკრები
2016–2018 საქართველო 17-წლ. 12 (7)
2017–2018 საქართველო 19-წლ. 9 (4)
2019–2023 საქართველო 21-წლ. 5 (1)
2019– საქართველო 52 (7)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 7 მარტი, 2026
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 18 ნოემბერი, 2025

ზურიკო დავითაშვილი (დ. 15 თებერვალი, 2001, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ შემტევი ნახევარმცველი.[1] 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

მისი დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში 2017 წლის 29 სექტემბერს შედგა, როდესაც ერთმანეთს „დინამო“ და ფოთის „კოლხეთი-1913“ დაუპირისპირდნენ. დავითაშვილი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და 72-ე წუთზე იგი ბექა ქავთარაძემ შეცვალა. თბილისის „დინამოს“ რიგებში მან სულ 6 შეხვედრაში ითამაშა.

თბილისის „ლოკომოტივი“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის ზამთარში მან კონტრაქტი თბილისის „ლოკომოტივთან“ გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით 16 წლის შემტევი ნახევარმცველი თბილისის „დინამოდან“ თბილისის „ლოკომოტივში“ იმიტომ გადავიდა, რომ მას დინამოელებთან კონტრაქტი დაუმთავრდა და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ.[2]

იმავე წელს The Guardian-მა დავითაშვილი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს შორის დაასახელა.[3]

2019 წლის თებერვალში საწვრთნელი შეკრება ყაზანის „რუბინთან“ გაიარა. მოსალოდნელი იყო, რომ ტრანსფერი მას შემდეგ გაფორმდებოდა, როდესაც ფეხბურთელი თვრამეტი წლის ასაკს მიაღწევდა, თუმცა საბოლოოდ კონტრაქტი არ გაფორმებულა და დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივში“ დაბრუნდა, რომლის მაისურით საქართველოს პირველობის 29 მატჩი ჩაატარა და თავის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.

იმავე 2019 წელს ზურიკო დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივის“ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.[4]

2019 წლის 29 ივნისს დავითაშვილმა ყაზანის „რუბინთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში 15 ივლისს, მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გამართულ პირველი ტურის მატჩში შედგა. შეხვედრაში, რომელიც ფრედ (1–1) დამთავრდა, დავითაშვილი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და 66-ე წუთზე იგი ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა.

რუსეთის პირველობის ფარგლებში „რუბინის“ მაისურით მან სულ 28 შეხვედრაში ითამაშა და ორი გოლი შეაგდო.

„როტორი“ და „არსენალი“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 20 აგვისტოს დავითაშვილი ვოლგოგრადის „როტორში“ 2020–21 წლების სეზონში იჯარით გადავიდა. 2021 წლის 16 ივლისს, მისი კონტრაქტი „რუბინთან“ ურთიერთშეთანხმებით შეწყდა, ხოლო ოთხი დღის შემდეგ მან ხელი კონტრაქტს ტულის „არსენალთან“ მოაწერა.

2022 წლის 23 მარტს დავითაშვილმა ბათუმის „დინამოსთან“ გააფორმა კონტრაქტი, მას შემდეგ, რაც ფიფამ რუსეთში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებს მოქმედი კონტრაქტების დაუყოვნებლივ შეწყვეტის უფლება მისცა. ზღვისპირელთა რიგებში ზურიკოს დებიუტი ჰქონდა იმავე წლის აპრილში, „გაგრას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, როდესაც ირაკლი ბიძინაშვილი შეცვალა და მინდორზე 26 წუთს დაჰყო. დავითაშვილის სადებიუტო შეხვედრა ბათუმელთა რიგებში მათივე გამარჯვებით 5–2 დასრულდა.[5]

ბათუმელთა მაისურით დავითაშვილმა საქართველოს პირველობის 14 შეხვედრა გამართა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე ოთხ საერთაშორისო შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.

2022 წლის 2 სექტემბერს დავითაშვილი ბათუმის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით „ბორდოში“ გადავიდა.[6] ზურიკომ სადებიუტო შეხვედრაშივე შეძლო მეტოქის კარის აღება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა მის ახალ კლუბს 17 სექტემბერს „დიჟონთან“ გამარჯვების მოპოვებაში (2–1). ასევე, კლუბისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი გოლები შეაგდო „სოშოს“ (2–1) და „ლავალის“ (3–0) წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში.

2023 წლის იანვრის ბოლოს გამოცემა France Bleu-მ საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის კლუბის, „ბორდოს“ გამოსვლა შეაფასა და გუნდის გამორჩეულ მოთამაშეებში ზურიკო დავითაშვილიც დაასახელა.[7][8]

22 წლის ქართველმა შემტევმა 36-ე სათამაშო კვირაში „გენგამის“ წინააღმდეგ — 3–0 მოგებულ მატჩში სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული თამაში აჩვენა, გოლის გატანა მოახერხა, საგოლე პასიც გააკეთა და როგორც შემტევ, ისე დაცვით ფაზაში შესანიშნავად მოქმედებდა, საბოლოო ჯამში კი 8.1 კოეფიციენტით შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამასთან, Sofascore-ს ვერსიით საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.[9]

ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოს“ შემადგენლობაში სადებიუტო, 2022–23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.[10]

2022–23 წლების სეზონის შემდეგ, ფრანგულმა კლუბმა ქართველი გარემარბის შეძენის უპირველესი შეძენის უფლებით ისარგებლა და მასთან სრულფასოვანი ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით მას კონტრაქტი „ბორდოსთან“ 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.[11][12]

26 სექტემბერს, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-8 ტურში „ბორდო“ „გენგამს“ ესტუმრა და დაძაბული შეხვედრა 0–0 დაასრულა. საქართველოს ნაკრების შემეტევი ნახევარმცველი „ბორდოს“ მწვრთნელმა, დევიდ გიონმა სათადარიგოებში დასვა და მხოლოდ შეცვლაზე ათამაშა. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. „გენგამს“ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი 54-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ პოლონელმა მეკარემ, რაფალ სტრაჩეკმა მაროკოელი შემტევის, ამინ ელ უაზანის დარტყმული პენალტი მოიგერია. „ბორდოს“ მწვრთნელმა შეტევის გაძლიერების მიზნით ზურიკო დავითაშვილი მოედანზე 59-ე წუთზე ჟერემი ლივოლანის ნაცვლად შეუშვა. ქართველი შემტევი თამაშში აქტიურად ჩაერთო და შესვლიდან რამდენიმე წუთში ეფექტური დრიბლინგით თამაშის გამწვავება სცადა, თუმცა ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განახორციელა. დავითაშვილმა 84-ე წუთზე სახიფათოდ დაარტყა, რასაც მეტოქე მცველი გადაეღობა და თავისი გუნდი გადაარჩინა.[13][14]

28 ოქტომბერს, ლიგა 2-ის მე-12 ტურში „ბორდომ“ „როდეზს“ უმასპინძლა და მოგების შანსი ვერ გამოიყენა — 2–2. ქართველმა შემტევმა მასპინძლების ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 76 წუთი დაჰყო. „ბორდო“ 2–0-ს იგებდა, თუმცა ანგარიში ვერ შეინარჩუნა და საკუთარ კარში ორი გოლი მიიღო. მატჩის ბოლოს „როდეზს“ მოთამაშე გაუგდეს, მაგრამ დარჩენილ დროში „ბორდომ“ მესამე გოლის გატანა ვეღარ მოახერხა.[15][16]

4 ნოემბერს, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურში „ბასტიამ“ „ბორდოს“ უმასპინძლა და 3–1 დაამარცხა. ამ წაგების შემდეგ „ბორდო“ გასავარდნ ზონაში დაქვეითდა — 13 ტურის შემდეგ მხოლოდ 12 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზე აღმოჩნდა. ჟირონდელთა სასტარტო თერთმეტეულში ზურიკო დავითაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული იყო, შეტევა რამდენჯერმე გაამწვავა. ასევე, მეორე ტაიმში მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა, თუმცა მსაჯმა, რომელსაც პენალტის დანიშვნის საფუძველი ნამდვილად ჰქონდა, თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა.[17][18]

11 ნოემბერს, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-14 ტურში „ბორდომ“ შინ „ანესი“ 3–1 დაამარცხა. ჟირონდულმა კლუბმა წარუმატებელი, 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოს“ სასტარტოში ითამაშა, პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე მისი საგოლე პასით ვიპოტნიკმა „ბორდო“ დააწინაურა — 2–1. ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.[19]

25 ნოემბერს, „ბორდომ“ მე-15 ტურის მატჩში სტუმრად „პარიზი“ დაამარცხა — 2–1. ჟირონდელებმა ანგირიში მალევე გახსნეს, უკვე მე-7 წუთზე გაეტან ვაისბეკმა შეაგდო. თუმცა მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს, მე-12 წუთზე ილან კებალმა გამოიჩინა თავი. გამარჯვების გოლი კი სტუმრებმა 92-ე წუთზე გაიტანეს. მატჩის გმირი იოან ბარბე გახდა. ზურიკო დავითაშვლმა ბორდოელთა შემადგენლობაში მინდორზე 85 წუთს დაჰყო და საკმაოდ აქტიური იყო. ერთ ეპიზოდში ჩინებული პასი მისცა ალბერ ტელისს, მაგრამ ამ უკანასკნელმა გატანა ვერ შეძლო. ამ შეხვედრის შემდეგ „ბორდო“ სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-13 ადგილზე დამკვიდრდა.[20][21]

დავითაშვილმა 2023–24 წლების სეზონი 8 გოლით დაასრულა და მასზე მეტი ბურთი თანაგუნდელებს შორის მხოლოდ სლოვენიელმა ზან ვიპოტნიკმა (10) გაიტანა. საგოლე პასების რაოდენობით (8 ასისტი) ზურიკო საუკეთესო იყო, ამასთან საუკეთესო არა მხოლოდ ამ სეზონში, არამედ კლუბის ისტორიაში ბოლო ათი წლის განმავლობაში.[22]

2024 წლის ივლისში ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, ხელშეკრულების კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით. აღსანიშნავია, რომ „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშის უფლება გიორგი მიქაუტაძის „მეცთან“ პლეი-ოფის მატჩში გამარჯვებით მოიპოვა.

ზურიკო დავითაშვილმა ახალი კლუბის მაისურით პირველივე შეხვედრაში გაიმოიჩინა თავი და გუნდს ესპანეთის ლა ლიგის „ვილიარეალთან“ მოაგებინა (3–1). ზურიკო მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, როდესაც ესპანელები სერხი კარდონას გოლით იგებდნენ. 56-ე წუთზე დავითაშვილმა საჯარიმოს სიახლოვიდან ეფექტური დარტყმით ბურთი „ცხრიანში“ მოათავსა და ანგარიში გაათანაბრა. ხუთ წუთში ტუნისელ თავდამსხმელს, ჯიბრილ ოტმანს საგოლე გადაცემა მიაწოდა, ხოლო 90+1-ე წუთზე შორეული დარტყმით დუბლი შეასრულა.[23]

2024 წლის 13 სექტემბერს, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ „ლილი“ დაამარცხა. ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-6 წუთზე მეტიუ კაფარომ ზურიკო დავითაშვილის გადაცემიდან გაიტანა.[24]

2024 წლის 5 ოქტომბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ მოედანზე „ოსერი“ 3–1 დაამარცხა. სტუმართა კარში სამივე ბურთი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. ამდენად, დავითაშვილმა ახალი კლუბის მაისურით გატანილი გოლების ათვლა ჰეთ-თრიკით დაიწყო.[25][26][27][28]

2024 წლის 26 ოქტომბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურში ზურიკო დავითაშვილმა დუბლი შეასრულა, თუმცა „სენტ-ეტიენმა“ ტურნირის ერთ-ერთ აუტსაიდერთან, „ანჟერთან“ გასვლით მატჩში ამით მაინც ვერ ისარგებლა და დამარცხდა — 2–4.[29][30]

2024 წლის 3 ნოემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ „სტრასბურს“ დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა — 2–0.[31][32]

2024 წლის 23 ნოემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის აუტსაიდერს, „მონპელიეს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა — 1–0. შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ლიგა 1-ის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო.[33]

ეროვნული ნაკრების მაისურით.

2016 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. 2016–2018 წლებში საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების რიგებში გამართულ 12 შეხვედრაში ზურიკომ 7 გოლი შეაგდო.

მან ასევე, მონაწილეობა მიიღო 2023 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატში, რომელსაც საქართველო თანამასპინძლობდა. ნიდერლანდების 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კარში მის მიერ ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ გატანილი იშვიათი სილამაზის გოლი, გადამწყვეტი აღმოჩნდა ჯგუფური ეტაპის მოსაგებად. აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ დავითაშვილს მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადაეცა.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2019 წლის 5 სექტემბერს, სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. 2019–20 წლებში მან სულ ექვს შეხვედრაში დაიცვა ქვეყნის პირველი ნაკრების ღირსება.

თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, 2021 წლის 8 სექტემბერს გაიტანა. სულ 2021 წელს დავითაშვილმა ეროვნული ნაკრების მაისურით რვა შეხვედრაში ითამაშა და ორი გოლი შეაგდო.

მომდევნო 2022 წელს, წინა წლის მსგავსად, კვლავ რვა სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათგან მხოლოდ სამი იყო ამხანაგური — ბოსნია და ჰერცეგოვინის, ალბანეთის და მაროკოს ნაკრებთან, ხოლო დანარჩენ მატჩებში ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა მას უეფას ერთა ლიგაზე მოუწია.

2023 წელს ათჯერ ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და აქედან რვაჯერ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში.

2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0–0 დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4–2 დაამარცხა. მეორე პენალტი ქართველ ფეხბურთელთაგან ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.[34][35][კომ. 1]

საკლუბო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 26 აპრილი, 2025
მატჩები და გოლები კლუბის, სეზონისა და შეჯიბრის მიხედვით
კლუბი სეზონი ლიგა თასი სხვა ჯამში
დივიზიონიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლი
დინამო თბილისი 2017 საქართველოს
ეროვნული ლიგა
6060
ლოკომოტივი
თბილისი
2018 193193
2019 100100
სულ 29300293
რუბინი ყაზანი 2019–20 რუსეთის
პრემიერლიგა
262262
2020–21 2020
სულ 28200282
როტორი   2020–21 რუსეთის
პრემიერლიგა
200200
არსენალი ტულა 2021–22 20331234
დინამო ბათუმი 2022 ეროვნული ლიგა 1464[]1187
ბორდო 2022–23 საფრანგეთის
ლიგა 2
30521326
2023–24 37820398
სულ 6713417114
სენტ-ეტიენი 2024–25 ლიგა 1 30810318
სულ ჯამში 21435824122638
  1. ორი მატჩი და ერთი გოლი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, ორი მატჩი უეფა-ს კონფერენს ლიგაზე

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 18 ნოემბერი, 2025
ეროვნული ნაკრებიწელიმატჩიგოლი
საქართველოს დროშა
საქართველო
201920
202040
202182
202281
2023103
2024130
202571
ჯამში527

სანაკრებო მატჩები და გოლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
105.09.2019სტამბოლისამხრეთი კორეა სამხრეთ კორეის დროშა2–2საქართველოს დროშა საქართველოამხანაგურიშეცვლაზე გამოყვანა 73 წუთის შემდეგ 73'[36]
215.11.2019სანქტ-გალენიშვეიცარია შვეიცარიის დროშა1–0საქართველოს დროშა საქართველოევრ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 85 წუთის შემდეგ 85'[37]
308.09.2020თბილისისაქართველო საქართველოს დროშა1–1ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდ. მაკედონიაერთა ლიგა[38]
412.11.2020თბილისისაქართველო საქართველოს დროშა0–1ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდ. მაკედონიაერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 90+2 წუთი 90+2'[39]
515.11.2020თბილისისაქართველო საქართველოს დროშა1–2სომხეთის დროშა სომხეთიერთა ლიგაშეცვლაზე გამოყვანა 56 წუთის შემდეგ 56'[40]
618.11.2020თბილისისაქართველო საქართველოს დროშა0–0ესტონეთის დროშა ესტონეთიერთა ლიგაშეცვლაზე გამოყვანა 66 წუთის შემდეგ 66'[41]
706.06.2021ენსხედენიდერლანდები ნიდერლანდების დროშა3–0საქართველოს დროშა საქართველოამხანაგურიშეცვლაზე შესვლა after 46 წუთი 46'[42]
802.09.2021თბილისისაქართველო საქართველოს დროშა0–1კოსოვოს დროშა კოსოვომსოფ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 77 წუთი 77'[43]
905.09.2021ბადახოსიესპანეთი ესპანეთის დროშა4–0საქართველოს დროშა საქართველომსოფ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 69 წუთის შემდეგ 69'[44]
1008.09.2021სოფიაბულგარეთი ბულგარეთის დროშა4–1საქართველოს დროშა საქართველოამხანაგურიგოლი 77'შეცვლაზე შესვლა after 59 წუთი 59'[45]
1109.10.2021ბათუმისაქართველო საქართველოს დროშა0–2საბერძნეთის დროშა საბერძნეთიმსოფ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 90 წუთი 90'[46]
1212.10.2021პრიშტინაკოსოვო კოსოვოს დროშა1–2საქართველოს დროშა საქართველომსოფ. შეს.გოლი 82'შეცვლაზე შესვლა after 72 წუთი 72'[47]
1311.11.2021ბათუმისაქართველო საქართველოს დროშა2–0შვედეთის დროშა შვედეთიმსოფ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 70 წუთი 70'[48]
1415.11.2021გორისაქართველო საქართველოს დროშა1–0უზბეკეთის დროშა უზბეკეთიამხანაგურიშეცვლაზე გამოყვანა 61 წუთის შემდეგ 61'[49]
1525.03.2022ზენიცაბოსნია და ჰერცეგოვინა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა0–1საქართველოს დროშა საქართველოამხანაგურიშეცვლაზე გამოყვანა 75 წუთის შემდეგ 75'[50]
1629.03.2022ტირანაალბანეთი ალბანეთის დროშა0–0საქართველოს დროშა საქართველოამხანაგურიშეცვლაზე გამოყვანა 75 წუთის შემდეგ 75'[51]
1705.06.2022რაზგრადიბულგარეთი ბულგარეთის დროშა2–5საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაგოლი 4'შეცვლაზე გამოყვანა 74 წუთის შემდეგ 74'[52][53]
1809.06.2022სკოპიეჩრდ. მაკედონია ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა0–3საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაშეცვლაზე გამოყვანა 71 წუთის შემდეგ 71'[54][55]
1912.06.2022თბილისისაქართველო საქართველოს დროშა0–0ბულგარეთის დროშა ბულგარეთიერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 63 წუთი 63'[56]
2023.09.2022თბილისისაქართველო საქართველოს დროშა2–0ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდ. მაკედონიაერთა ლიგაშეცვლაზე გამოყვანა 78 წუთის შემდეგ 78'[57]
2126.09.2022გიბრალტარიგიბრალტარი გიბრალტარის დროშა1–2საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 61 წუთი 61'[58]
2217.11.2022შარჯამაროკო მაროკოს დროშა3–0საქართველოს დროშა საქართველოამხანაგურიშეცვლაზე გამოყვანა 62 წუთის შემდეგ 62'[59]
2325.03.2023ბათუმისაქართველო საქართველოს დროშა6–1მონღოლეთის დროშა მონღოლეთიამხანაგურიშეცვლაზე შესვლა after 64 წუთი 64'[60]
2428.03.2023ბათუმისაქართველო საქართველოს დროშა1–1ნორვეგიის დროშა ნორვეგიაევრ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 59 წუთის შემდეგ 59'[61]
2517.06.2023ლარნაკაკვიპროსი კვიპროსის დროშა1–2საქართველოს დროშა საქართველოევრ. შეს.გოლი 84'შეცვლაზე შესვლა after 74 წუთი 74'[62]
2620.06.2023გლაზგოშოტლანდია შოტლანდიის დროშა2–0საქართველოს დროშა საქართველოევრ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 64 წუთი 64'[63]
2708.09.2023თბილისისაქართველო საქართველოს დროშა1–7ესპანეთის დროშა ესპანეთიევრ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 46 წუთი 46'[64]
2812.09.2023ოსლონორვეგია ნორვეგიის დროშა2–1საქართველოს დროშა საქართველოევრ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 67 წუთის შემდეგ 67'[65]
2912.10.2023თბილისისაქართველო საქართველოს დროშა8–0ტაილანდის დროშა ტაილანდიამხანაგურიგოლი 9', 43'შეცვლაზე გამოყვანა 46 წუთის შემდეგ 46'[66]
3015.10.2023თბილისისაქართველო საქართველოს დროშა4–0კვიპროსის დროშა კვიპროსიევრ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 71 წუთი 71'[67]
3116.11.2023თბილისისაქართველო საქართველოს დროშა2–2შოტლანდიის დროშა შოტლანდიაევრ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 79 წუთი 79'[68]
3219.11.2023ვალიადოლიდიესპანეთი ესპანეთის დროშა3–1საქართველოს დროშა საქართველოევრ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 60 წუთი 60'[69]
3321.03.2024თბილისისაქართველო საქართველოს დროშა2–0ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგიევრ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 77 წუთი 77'[70]
3426.03.2024თბილისისაქართველო საქართველოს დროშა0–0საბერძნეთის დროშა საბერძნეთიევრ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 104 წუთი 104'[][71]
3509.06.2024პოდგორიცამონტენეგრო მონტენეგროს დროშა1–3საქართველოს დროშა საქართველოამხანაგურიშეცვლაზე შესვლა after 80 წუთი 80'[72]
3618.06.2024დორტმუნდითურქეთი თურქეთის დროშა3–1საქართველოს დროშა საქართველოევრო 2024შეცვლაზე შესვლა after 74 წუთი 74'[73][74]
3722.06.2024ჰამბურგისაქართველო საქართველოს დროშა1–1ჩეხეთის დროშა ჩეხეთიევრო 2024შეცვლაზე გამოყვანა 62 წუთის შემდეგ 62'[75]
3826.06.2024გელზენკირხენისაქართველო საქართველოს დროშა2–0პორტუგალიის დროშა პორტუგალიაევრო 2024შეცვლაზე შესვლა after 82 წუთი 82'[76]
3930.06.2024კელნიესპანეთი ესპანეთის დროშა4–1საქართველოს დროშა საქართველოევრო 2024შეცვლაზე შესვლა after 63 წუთი 63'[77]
4007.09.2024თბილისისაქართველო საქართველოს დროშა4–1ჩეხეთის დროშა ჩეხეთიერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 75 წუთი 75'[78]
4110.09.2024ტირანაალბანეთი ალბანეთის დროშა0–1საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 75 წუთი 75'[79]
4211.10.2024პოზნანიუკრაინა უკრაინის დროშა1–0საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 71 წუთი 71'[80]
4314.10.2024თბილისისაქართველო საქართველოს დროშა0–1ალბანეთის დროშა ალბანეთიერთა ლიგაშეცვლაზე გამოყვანა 90+5 წუთის შემდეგ 90+5'[81]
4416.11.2024ბათუმისაქართველო საქართველოს დროშა1–1უკრაინის დროშა უკრაინაერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 46 წუთი 46'[82]
4519.11.2024ოლომოუციჩეხეთი ჩეხეთის დროშა2–1საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 36 წუთი 36'[83]
4620.03.2025ერევანისომხეთი სომხეთის დროშა0–3საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგა[84]
4704.09.2025თბილისისაქართველო საქართველოს დროშა2–3თურქეთის დროშა თურქეთიმსოფ. შეს.გოლი 63'[85]
4807.09.2025თბილისისაქართველო საქართველოს დროშა3–0ბულგარეთის დროშა ბულგარეთიმსოფ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 83 წუთის შემდეგ 83'[86]
4911.10.2025ელჩეესპანეთი ესპანეთის დროშა2–0საქართველოს დროშა საქართველომსოფ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 69 წუთი 69'[87]
5014.10.2025იზმითითურქეთი თურქეთის დროშა4–1საქართველოს დროშა საქართველომსოფ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 71 წუთის შემდეგ 71'[88]
5115.11.2025თბილისისაქართველო საქართველოს დროშა0–4ესპანეთის დროშა ესპანეთიმსოფ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 85 წუთის შემდეგ 85'[89]
5218.11.2025სოფიაბულგარეთი ბულგარეთის დროშა2–1საქართველოს დროშა საქართველომსოფ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 76 წუთის შემდეგ 76'[90]
  1. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4–2 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ზურიკო დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილი თავდამსხმელის, სულიკო დავითაშვილის ვაჟია. თბილისის „ლოკომოტივის“ გარდა სულიკო დავითაშვილი ასევე თამაშობდა თბილისის „მერანში“, ბოლნისის „სიონში“, ქუთაისის „ტორპედოში“ და თბილისის „ამერში“. მის მიღწევებს შორის აღსანიშნავია 2002 წელს თბილისის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში მოპოვებული საქართველოს თასი, ამას გარდა კიდევ ორჯერ დაეუფლა საქართველოს თასს, ამჯერად უკვე თბილისის „ამერის“ შემადგენლობაში — 2006 და 2007 წლებში. 2002 და 2004 წლებში სულიკო დავითაშვილმა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოიპოვა. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთის მწვრთნელად განაგრძო მუშაობა, რა დროსაც სათავეში ედგა სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებს, მათ შორის თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა გუნდს და გუნდის აკადემიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების ავტორი გახდა. მისი ხელმძღვანელობით „ლოკომოტივის“ აკადემიის გუნდმა წაუგებლად ჩაატარა 19-წლამდელთა ლიგის B ჯგუფი, შემდეგ კი ოქროს ლიგა და ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა. 2018 წელს მისმა გუნდმა 28 შეხვედრაში 139 გოლი გაიტანა, რაც სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.[4]

2023 წლის ნოემბერში ზურიკო დავითაშვილს და მის მეუღლეს მია გზირიშვილს ვაჟი შეეძინათ. მშობლებმა პირველ შვილს დათი დაარქვეს.[91]

საქართველოს დროშა საქართველო 17-წლ.
  • ყაზახეთის პრეზიდენტის თასის ფინალისტი: 2017[92]
  • ყაზახეთის პრეზიდენტის თასის საუკეთესო ბომბარდირი: 2017[93]
  • საქართველოს წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე: 2018[94]
  • საუკეთესო ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2019[95]
  • თბილისის „ლოკომოტივის“ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2019[4]
  • საფრანგეთის ლიგა 1-ის თვის საუკეთესო მოთამაშე: ოქტომბერი 2024[96]
  • საფრანგეთის ლიგა 1-ის თვის საუკეთესო გოლის ავტორი: ოქტომბერი 2024[97]

2020 წლის თებერვალში უეფამ თავისივე საიტის რეპორტიორთა მიერ შედგენილი 50 ტალანტის სია გამოაქვეყნა, რომელშიც ზურიკო დავითაშვილთან ერთად მოხვდნენ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეისონ გრინვუდი, „არსენალის“ გაბრიელ მარტინელი, „ბარსელონას“ ანსუ ფატი და სხვები.[99]

2024 წლის 5 ოქტომბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში, ზურიკო დავითაშვილმა „ოსერთან“ გასვლით შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და „სენტ-ეტიენს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. ამავე დროს, ალექსანდრე იაშვილის შემდეგ ზურიკო ისტორიაში მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტოპ-5 ლიგაში ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო.[100]

2024 წლის 28 ოქტომბერს, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის მეცხრე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს. რჩეული თერთმეტეული ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა შეარჩია.[101]

ზურიკო დავითაშვილის მიერ „ოსერთან“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში, გატანილი გოლი ოქტომბრის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა.[102]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თემატური საიტები
AFS · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · L’Équipe · National Football Teams.com · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net დაარქივებული 2022-09-24 საიტზე Wayback Machine. · UEFA
მედია
„პრაიმ თაიმი“ · „სარბიელი“ · 1tv.ge · Crystalsport.ge · Lelo.ge · Sportall.ge · WorldSport.ge
  1. საქართველოს ნაკრებმა ეს ისტორიული მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, შენგელია (წიტაიშვილი 86), ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (კვეკვესკირი 104), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 104), კვარაცხელია (ქვილითაია 109), ზივზივაძე (მიქაუტაძე 75).
  1. ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ დაემშვიდობა
  2. ზურიკო დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივში“
  3. Next Generation 2018: 60 of the best young talents in world football
  4. 1 2 3 საუკეთესონი რკინიგზაში // „ლელო“, 03.01.2019, № 001, გვ. 3.
  5. ხვიჩას პირველი გოლები, ზურიკოს დებიუტი და ჯოვინოს მე-100
  6. ოფიციალურად - ზურიკო დავითაშვილი ბორდოში გადავიდა
  7. დავითაშვილს ძალიან მაღალ დონეზე თამაში შეუძლია
  8. ფრანგული გამოცემა: „დავითაშვილმა პირველი ექვსი თვე კარგად ჩაატარა“
  9. ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
  10. „დავითაშვილი მარჯვენა ფლანგს ჩაიბარებს და თავისუფლებასაც მიიღებს“
  11. Zuriko, bordelais jusqu’en 2027!. girondins.com
  12. ზურიკო ბორდოში კიდევ 4 წლით // „სარბიელი“
  13. Guingamp 0–0 Bordeaux / Stade du Roudourou. soccerway
  14. დავითაშვილმა „ბორდოში“ შეცვლაზე ითამაშა
  15. Bordeaux 2–2 Rodez / Stade Matmut-Atlantique. soccerway
  16. დავითაშვილის „ბორდომ“ მოგების შანსი ხელიდან გაუშვა
  17. Bastia 3–1 Bordeaux / Stade Armand-Césari. soccerway
  18. ზურიკოს პენალტი არ დაუნიშნეს — „ბორდო“ გასავარდნ ზონაში დაქვეითდა
  19. ზურიკოს მესამე საგოლე პასი — „ბორდომ“ ცუდი სერია დაასრულა
  20. Paris 1–2 Bordeaux / Stade Charléty. soccerway
  21. „ბორდომ“ მოიგო, დავითაშვილმა 85 წუთი ითამაშა
  22. ზურიკო ბორდოს ისტორიაში შევიდა
  23. დუბლი და საგოლე გადაცემა სადებიუტო შეხვედრაში
  24. დავითაშვილის ასისტით „სენტ-ეტიენმა“ სეზონში პირველად გაიმარჯვა
  25. Saint-Etienne 3–1 Auxerre / 05/10/2024 | Ligue 1. soccerway
  26. Ligue 1 : grâce à un triplé de Davitashvili, Saint-Etienne... Le Figaro
  27. Revivez la belle victoire des Verts face aux Bourguignons. Le Figaro
  28. Un triple de Zuriko Davitashvili. eurosport.fr
  29. Angers 4–2 Saint-Etienne / 26/10/2024 | Ligue 1. soccerway
  30. ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთში დუბლი შეასრულა
  31. Saint-Etienne 2–0 Strasbourg / 03/11/2024 | Ligue 1. soccerway
  32. ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „სტრასბური“ დაამარცხა
  33. დავითაშვილს ლიგა 1-ის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცეს
  34. მადლობა, რომ საქართველო ვართ - როგორ დავწერეთ ისტორია
  35. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა. ციტირების თარიღი: 2025-06-06
  36. Korea Republic 2–2 Georgia / Friendlies. soccerway
  37. Switzerland 1–0 Georgia / UEFA European Championship Qualifiers
  38. Georgia 1–1 North Macedonia / UEFA Nations League. soccerway
  39. Georgia 0–1 North Macedonia / UEFA Nations League. soccerway
  40. Georgia 1–2 Armenia / UEFA Nations League. soccerway
  41. Georgia 0–0 Estonia / UEFA Nations League. soccerway
  42. Netherlands 3–0 Georgia / Friendlies. soccerway
  43. Georgia 0–1 Kosovo / UEFA World Cup Qualifiers. soccerway
  44. Spain 4–0 Georgia / UEFA World Cup Qualifiers. soccerway
  45. Bulgaria 4–1 Georgia / Friendlies. soccerway
  46. Georgia 0–2 Greece / UEFA World Cup Qualifiers. soccerway
  47. Kosovo 1–2 Georgia / UEFA World Cup Qualifiers. soccerway
  48. Georgia 2–0 Sweden / UEFA World Cup Qualifiers. soccerway
  49. Georgia 1–0 Uzbekistan / Friendlies. soccerway
  50. Bosnia-Herzegovina 0–1 Georgia / Friendlies. soccerway
  51. Albania 0–0 Georgia / Friendlies. soccerway
  52. Bulgaria 2–5 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  53. Bulgaria 2–5 Georgia / UEFA Nations League. uefa.com
  54. North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  55. North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League. uefa.com
  56. Georgia 0–0 Bulgaria / UEFA Nations League. soccerway
  57. Georgia 2–0 North Macedonia / UEFA Nations League. soccerway
  58. Gibraltar 1–2 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  59. Morocco 3–0 Georgia / Friendlies. soccerway
  60. Georgia 6–1 Mongolia / Friendlies. soccerway
  61. Georgia 1–1 Norway / Qual. Euro 2024. soccerway
  62. Cyprus 1–2 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
  63. Scotland 2–0 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
  64. Georgia 1–7 Spain / Qual. Euro 2024. soccerway
  65. Norway 2–1 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
  66. Georgia 8–0 Thailand / Friendlies. soccerway
  67. Georgia 4–0 Cyprus / Qual. Euro 2024. soccerway
  68. Georgia 2–2 Scotland / Qual. Euro 2024. soccerway
  69. Spain 3–1 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
  70. Georgia 2–0 Luxembourg / Qual. Euro 2024. soccerway
  71. Georgia 0–0 Greece / UEFA Euro 2024 Qualifiers. soccerway
  72. Montenegro 1–3 Georgia / Friendlies. soccerway
  73. Türkiye 3–1 Georgia / UEFA Euro 2024. soccerway
  74. Türkiye 3–1 Georgia / BVB Stadion Dortmund. UEFA
  75. Georgia 1–1 Czechia / UEFA Euro 2024. soccerway
  76. Georgia 2–0 Portugal / UEFA Euro 2024. soccerway
  77. Spain 4–1 Georgia / UEFA Euro 2024. soccerway
  78. Georgia 4–1 Czechia / UEFA Nations League. soccerway
  79. Albania 0–1 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  80. Ukraine 1–0 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  81. Georgia 0–1 Albania / UEFA Nations League. soccerway
  82. Georgia 1–1 Ukraine / UEFA Nations League. soccerway
  83. Czechia 2–1 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  84. Armenia 0–3 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  85. Georgia 2–3 Turkey / World Cup Qualifiers. uefa.com
  86. Georgia 3–0 Bulgaria / World Cup Qualifiers. uefa.com
  87. Spain 2–0 Georgia / World Cup Qualifiers. fifa.com
  88. Türkiye 4–1 Georgia / World Cup Qualifiers. fifa.com
  89. Georgia 0–4 Spain / World Cup Qualifiers. 11v11
  90. Bulgaria 2–1 Georgia / World Cup Qualifiers. 11v11
  91. ზუკა დავითაშვილი მამა გახდა. primetime.ge
  92. President Cup 2017. atozwiki.com
  93. Определены лучшие игроки Кубка Президента Р. kff.kz
  94. GFF AWARDS 2018 - გამარჯვებულები
  95. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.სფფ-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. ციტირების თარიღი: 2025-10-11
  96. Zuriko Davitashvili, joueur du mois d'octobre de la Ligue 1 McDonald's !
  97. დავითაშვილის გოლი თვის საუკეთესო გოლად დასახელდა
  98. ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ
  99. დავითაშვილი უეფამ დააფასა // „სარბიელი“
  100. დავითაშვილის გოლი ლიგა 1-ის თვის საუკეთესო გოლებს შორის
  101. იშვიათი ფაქტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში
  102. დავითაშვილის გოლი ოქტომბრის საუკეთესო გოლად აღიარეს