გიორგი მიქაუტაძე
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 31 ოქტომბერი, 2000 | ||
დაბადების ადგილი | ლიონი, საფრანგეთი | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ლიონი | ||
ნომერი | 69 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2007–2008 | ჟერლანი | ||
2008–2015 | ლიონი | ||
2015–2016 | სენ-პრი | ||
2016–2018 | მეცი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2018–2020 | მეცი II | 24 | (9) |
2019–2023 | მეცი | 42 | (25) |
2020–2022 | → სერენი | 49 | (28) |
2023– | აიაქსი | 6 | (0) |
2024 | → მეცი | 20 | (13) |
2024– | ლიონი | 32 | (11) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2021– | საქართველო | 37 | (20) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 4 მაისი, 2025 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 23 მარტი, 2025 |
გიორგი მიქაუტაძე (დ. 31 ოქტომბერი, 2000, ლიონი, საფრანგეთი) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლიონის „ოლიმპიკის“ თავდამსხმელი.[1] 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეცი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიქაუტაძის დებიუტი „მეცში“ შედგა 2019 წლის 7 დეკემბერს ლიგა 1-ის მატჩში, „ნიცას“ წინააღმდეგ. „მეცმა“ შეხვედრა ანგარიშით 1-4 წააგო.[2] 2019 წლის 10 დეკემბერს „მეცმა“ მას ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მიქაუტაძისთვის ეს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი იყო.[3][4]
სერენი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წელს იჯარით ის ბელგიის პირველი B ლიგის (მეორე ლიგა) გუნდ „სერენში“ გადავიდა, სადაც 8 მატჩში 14 გოლი გაიტანა და მალევე გუნდის ლიდერად იქცა. ჩატარებული რვა შეხვედრიდან მიქაუტაძემ 6 მატჩში მოახერხა გატანა. მიქაუტაძემ „ლომელს“ 4 გოლი გაუტანა, 3-3 გაუტანა „ლიერსსა“ და „ბრიუგე II-ს“, 2 გაუტანა „მოლენბეკს“, ხოლო თითო გოლი „დეინცესა“ და „უნიონს“. მან გოლის გატანა ვერ მოახერხა „ვესტერლოსთან“ და „ლომელთან“ მატჩებში.[5]
ლიონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2024 წლის 18 ივლისს, მიუხედავად იმისა, რომ „მეცმა“ მანამდე მიაღწია შეთანხმებას „მონაკოსთან“, მიქაუტაძემ უარი თქვა მონაკოში გადასვლაზე და ხელი მოაწერა თავის ყოფილ კლუბ „ლიონთან“ ოთხწლიან კონტრაქტზე, 18.5 მილიონ ევროდ, 4.5 მილიონი ევრო პოტენციური ბონუსებით და 15%-იანი გაყიდვის პუნქტით.[6]
ფრანგულმა გამოცემამ Get French Football News-მა ზაფხულში საფრანგეთის ლიგა 1-ში განხორციელებული ხუთი ტრანსფერი, და მათ შორის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერიც გამოარჩია. „მიქაუტაძისთვის ბრძოლაში „ლიონმა“ გაიმარჯვა. ლიგა 1-ის სეზონის ბრწყინვალე დასასრულისა და ევრო 2024-ზე შესანიშნავი თამაშის შემდეგ ქართველი თავდამსხმელის შეძენით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. 23 წლის ფეხბურთელი „მონაკოს“ რჩეული იყო, მაგრამ საბოლოოდ მან ბავშვობის კლუბში დაბრუნება გადაწყვიტა. 18.5 მილიონი ევრო საერთაშორისო ტურნირზე მაღალ დონეზე გამოსვლის შემდეგ ამომავალი ვარსკვლავისთვის შედარებით დაბალი ფასია. გარდა ტრანსფერის მაცდური ფინანსური პირობებისა, „ლიონმა“ შეიძინა მტაცებლის ინსტინქტით დაჯილდოებული თავდამსხმელი, რომლის მსგავსიც თანამედროვე ფეხბურთში ძნელად მოსაძებნია. ლიგა 1-ის გასულ სეზონში „მეცის“ შემადგენლობაში 20 მატჩში მიქაუტაძემ 13 გოლი გაიტანა 58 დარტყმიდან. ის არაპროგნოზირებადი და მცველებისთვის მოუხელთებელია. შეუძლია ზურგს უკან გახსნა და საჯარიმოში უპირატესობის შექმნა. ფორვარდი „ლიონს“ შეტევაში დრიბლინგის შესანიშნავი უნარითაც დაეხმარება“, — აღნიშნა ფრანგულმა გამოცემამ.[7][8]

პირველად ფრანგული კლუბის მაისურით იმავე წლის 18 აგვისტოს, საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ლიონი“ და „რენი“ დაუპირისპირდნენ, რენის „როაზონ პარკის“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3–0 დამთავრდა.[9] „ლიონში“ დაბრუნებულ გიორგი მიქაუტაძეს სადებიუტო შეხვედრაში თავის გამოჩენა შეეძლო, ძალიან აქტიური იყო, კარში რამდენჯერმე დაარტყა, შეტევები გაამწვავა, მასთან უხეშობისთვის „რენის“ მცველმა ყვითელი ბარათიც მიიღო. 72-ე წუთზე კი ქართველს გატანის რეალური შანსი მიეცა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა — „რენის“ მეკარემ, სტივ მანდანდამ დარტყმის მიმართულება გამოიცნო და ბურთი მოიგერია. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი და ევრო 2024-ის თანაბომბარდირი თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.[10]
პირველი გოლი ლიონელთა რიგებში 27 ოქტომბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურის შეხვედრაში გაიტანა. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ლიონი“ და „ოსერი“ დაუპირისპირდნენ, ლიონის „გრუპამას“ სტადიონზე, იმავე „გრან სტად დე ლიონზე“ გაიმართა და ფრედ 2–2 დამთავრდა. მასპინძელთა შემადგენლობაში ორივე ბურთი მიქაუტაძემ შეაგდო.[11]
2024 წლის 26 სექტემბერს, გიორგი მიქაუტაძემ „ლიონში“ ევროპა ლიგის ახალი სეზონი პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ მატჩით დაიწყო და ბერძნული გუნდი 2–0 დაამარცხა.[12] საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ლიონის“ მწვრთნელმა მოედანზე 74-ე წუთზე შეიყვანა.[13]
2024 წლის 28 ნოემბერს, გიორგი მიქაუტაძემ უეფა-ს ევროპა ლიგაზე თავისი პირველი გოლები გაიტანა და „ლიონს“ აზერბაიჯანში „ყარაბაღთან“ გამარჯვებაში დაეხმარა. ევროპა ლიგის ძირითადი ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში ფრანგული კლუბი „ყარაბაღს“ ბაქოში, „ტოფიკ ბახრამოვ არენაზე“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით (4–1) დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და დუბლი შეასრულა.[14] გიორგიმ ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა, ხოლო მე-80 წუთზე აზერბაიჯანული კლუბის კარში მეოთხე გოლის ავტორი გახდა. 8.3 შეფასებით ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.[15]
2025 წლის 14 მარტს, გიორგი მიქაუტაძე ევროპა ლიგის პლეი-ოფში „ლიონისა“ და ბუქარესტის „სტიაუას“ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ფრანგებმა შეხვედრა 4–0 მოიგეს,[16] მიქაუტაძემ კი ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა — ქართველმა თავდამსხმელმა ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.[17][18]
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, 2021 წლის 25 მარტს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. მიქაუტაძე თამაშში შეცვლაზე შემოვიდა. საქართველოს ნაკრები ანგარიშით 0–1 დამარცხდა.[19]
პირველი გოლი ნაკრების მაისურით 2021 წლის 2 ივნისს, რუმინეთთან ანგარიშით 2–1 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა. გიორგი მიქაუტაძეს ეკუთვნის საქართველოს ნაკრების პირველი გოლი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც მან თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა 2024 წლის 18 ივნისს. ჯგუფურ ეტაპზე სამ თამაშში სამი გოლი გაიტანა და ამ ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.[20]
გიორგი მიქაუტაძემ შემოდგომის სანაკრებო ციკლი ჩეხეთთან გოლით დაიწყო და საქართველოს ნაკრებს დამაჯერებელ გამარჯვებაში დაეხმარა — „დღეს მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა და 4–1 მოვიგეთ. ბევრი გოლი გავიტანეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ. გამიხარდა, თამაშამდე ევრო 2024-ის თანაბომბარდირის ჯილდო რომ მივიღე და მთელი ცხოვრება ჩემთან იქნება. ახლა წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და სხვა ეტაპზე გადავიდეთ“, — ასეთი კომენტარი გააკეთა ქართველმა თავდამსხმელმა შეხვედრაზე და ევრო 2024-ის თანაბომბარდირისთვის განკუთვნილ ჯილდოზე, რომელიც თამაშამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.[21]
საკლუბო სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განახლდა: 4 მაისი, 2025
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი | კონტინენტური | სხვა | ჯამში | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დივიზიონი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
მეცი B | 2018–19 | ნასიონალი 3 | 6 | 1 | — | — | — | 6 | 1 | |||
2018–19 | რეგიონალი 1 | — | — | — | ||||||||
2019–20 | ნასიონალი 3 | 17 | 8 | — | — | — | 17 | 8 | ||||
სულ | 23 | 9 | — | — | — | 23 | 9 | |||||
მეცი | 2019–20 | ლიგა 1 | 1 | 0 | — | — | 0 | 0 | 1 | 0 | ||
2020–21 | ლიგა 1 | 1 | 0 | — | — | — | 1 | 0 | ||||
2022–23 | ლიგა 2 | 37 | 23 | 3 | 1 | — | — | 40 | 24 | |||
სულ | 39 | 23 | 3 | 1 | — | 0 | 0 | 41 | 24 | |||
→ სერენი | 2020–21 | ბელგიის I დივ. B | 21 | 19 | 1 | 0 | — | 2[ა] | 3 | 24 | 22 | |
2021–22 | ბელგიის პრო ლიგა | 28 | 9 | 3 | 4 | — | 2[ბ] | 1 | 33 | 14 | ||
სულ | 49 | 28 | 4 | 4 | — | 4 | 4 | 57 | 36 | |||
აიაქსი | 2023–24 | ერედივიზია | 6 | 0 | 1 | 0 | 2[გ] | 0 | — | 9 | 0 | |
→ მეცი | 2023–24 | ლიგა 1 | 20 | 13 | 0 | 0 | — | 2[დ] | 1 | 22 | 14 | |
ლიონი | 2024–25 | ლიგა 1 | 32 | 11 | 2 | 2 | 11[ე] | 4 | — | 45 | 17 | |
სულ ჯამში | 169 | 84 | 10 | 7 | 13 | 4 | 6 | 5 | 198 | 100 |
- ↑ ბელგიის პირველი დივიზიონი B-ს პლეი-ოფის მატჩები
- ↑ ბელგიის პრო ლიგის პლეი-ოფის მატჩები
- ↑ უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩები
- ↑ ლიგა 1-ის პლეი-ოფის მატჩები
- ↑ უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩები
სანაკრებო სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განახლდა: 23 მარტი, 2025
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო![]() |
2021 | 7 | 1 |
2022 | 6 | 1 | |
2023 | 9 | 7 | |
2024 | 13 | 7 | |
2025 | 2 | 4 | |
ჯამში | 37 | 20 |
სანაკრებო მატჩები და გოლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 25.03.2021 | სოლნა | შვედეთი ![]() |
1–0 | ![]() |
მსოფ. შეს. | ![]() |
[22] | |
2 | 02.06.2021 | პლოიეშტი | რუმინეთი ![]() |
1–2 | ![]() |
ამხანაგური | ![]() |
![]() |
[23] |
3 | 06.06.2021 | ენსხედე | ნიდერლანდები ![]() |
3–0 | ![]() |
ამხანაგური | ![]() |
[24] | |
4 | 02.09.2021 | თბილისი | საქართველო ![]() |
0–1 | ![]() |
მსოფ. შეს. | ![]() |
[25] | |
5 | 05.09.2021 | ბადახოსი | ესპანეთი ![]() |
4–0 | ![]() |
მსოფ. შეს. | ![]() |
[26] | |
6 | 08.09.2021 | სოფია | ბულგარეთი ![]() |
4–1 | ![]() |
ამხანაგური | [27] | ||
7 | 09.10.2021 | ბათუმი | საქართველო ![]() |
0–2 | ![]() |
მსოფ. შეს. | ![]() |
[28] | |
8 | 02.06.2022 | თბილისი | საქართველო ![]() |
4–0 | ![]() |
ერთა ლიგა | ![]() |
[29][30] | |
9 | 05.06.2022 | რაზგრადი | ბულგარეთი ![]() |
2–5 | ![]() |
ერთა ლიგა | ![]() |
[31][32] | |
10 | 09.06.2022 | სკოპიე | ჩრდ. მაკედონია ![]() |
0–3 | ![]() |
ერთა ლიგა | ![]() |
[33][34] | |
11 | 12.06.2022 | თბილისი | საქართველო ![]() |
0–0 | ![]() |
ერთა ლიგა | ![]() |
[35] | |
12 | 23.09.2022 | თბილისი | საქართველო ![]() |
2–0 | ![]() |
ერთა ლიგა | ![]() |
[36] | |
13 | 26.09.2022 | გიბრალტარი | გიბრალტარი ![]() |
1–2 | ![]() |
ერთა ლიგა | ![]() |
[37] | |
14 | 28.03.2023 | ბათუმი | საქართველო ![]() |
1–1 | ![]() |
ევრ. შეს. | ![]() |
![]() |
[38] |
15 | 17.06.2023 | ლარნაკა | კვიპროსი ![]() |
1–2 | ![]() |
ევრ. შეს. | ![]() |
![]() |
[39] |
16 | 20.06.2023 | გლაზგო | შოტლანდია ![]() |
2–0 | ![]() |
ევრ. შეს. | [40] | ||
17 | 08.09.2023 | თბილისი | საქართველო ![]() |
1–7 | ![]() |
ევრ. შეს. | [41] | ||
18 | 12.09.2023 | ოსლო | ნორვეგია ![]() |
2–1 | ![]() |
ევრ. შეს. | ![]() |
[42] | |
19 | 12.10.2023 | თბილისი | საქართველო ![]() |
8–0 | ![]() |
ამხანაგური | ![]() |
![]() |
[43] |
20 | 15.10.2023 | თბილისი | საქართველო ![]() |
4–0 | ![]() |
ევრ. შეს. | ![]() |
![]() |
[44] |
21 | 16.11.2023 | თბილისი | საქართველო ![]() |
2–2 | ![]() |
ევრ. შეს. | ![]() |
[45] | |
22 | 19.11.2023 | ვალიადოლიდი | ესპანეთი ![]() |
3–1 | ![]() |
ევრ. შეს. | ![]() |
[46] | |
23 | 21.03.2024 | თბილისი | საქართველო ![]() |
2–0 | ![]() |
ევრ. შეს. | ![]() |
[47] | |
24 | 26.03.2024 | თბილისი | საქართველო ![]() |
0–0 | ![]() |
ევრ. შეს. | ![]() |
[48] | |
25 | 09.06.2024 | პოდგორიცა | მონტენეგრო ![]() |
1–3 | ![]() |
ამხანაგური | ![]() |
![]() |
[49] |
26 | 18.06.2024 | დორტმუნდი | თურქეთი ![]() |
3–1 | ![]() |
ევრო 2024 | ![]() |
[50][51] | |
27 | 22.06.2024 | ჰამბურგი | საქართველო ![]() |
1–1 | ![]() |
ევრო 2024 | ![]() |
![]() |
[52] |
28 | 26.06.2024 | გელზენკირხენი | საქართველო ![]() |
2–0 | ![]() |
ევრო 2024 | ![]() |
[53] | |
29 | 30.06.2024 | კელნი | ესპანეთი ![]() |
4–1 | ![]() |
ევრო 2024 | ![]() |
[54] | |
30 | 07.09.2024 | თბილისი | საქართველო ![]() |
4–1 | ![]() |
ერთა ლიგა | ![]() |
![]() |
[55] |
31 | 10.09.2024 | ტირანა | ალბანეთი ![]() |
0–1 | ![]() |
ერთა ლიგა | ![]() |
[56] | |
32 | 11.10.2024 | პოზნანი | უკრაინა ![]() |
1–0 | ![]() |
ერთა ლიგა | [57] | ||
33 | 14.10.2024 | თბილისი | საქართველო ![]() |
0–1 | ![]() |
ერთა ლიგა | [58] | ||
34 | 16.11.2024 | ბათუმი | საქართველო ![]() |
1–1 | ![]() |
ერთა ლიგა | ![]() |
![]() |
[59] |
35 | 19.11.2024 | ოლომოუცი | ჩეხეთი ![]() |
2–1 | ![]() |
ერთა ლიგა | ![]() |
![]() |
[60] |
36 | 20.03.2025 | ერევანი | სომხეთი ![]() |
0–3 | ![]() |
ერთა ლიგა | ![]() |
![]() |
[61] |
37 | 23.03.2025 | თბილისი | საქართველო ![]() |
6–1 | ![]() |
ერთა ლიგა | ![]() |
![]() |
[62] |
- ↑ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4–2 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბელგიის მეორე დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი: 2020–21 (19 გოლი)
- საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის საუკეთესო მოთამაშე: 2022–23[63]
- საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის გუნდის გუნდის წევრი: 2022–23
- საქართველოს 2022–23 წლების სეზონის მეორე საუკეთესო ფეხბურთელი: „სარბიელის“ ვერსიით[64]
- ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 2024
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ღირსების ორდენი: 2024[65]
ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი მიქაუტაძემ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა და ამ მაჩვენებლის მიხედვით გახდა მეცხრე ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში — მიშელ პლატინის (1984), ალან შირერის (1996), ხრისტო სტოიჩკოვის (1996), სავო მილოშევიჩის (2000), რუდ ვან ნისტელროის (2004), მილან ბაროშის (2004), გარეტ ბეილის (2016) და კრიშტიანუ რონალდუს (2021) შემდეგ, რომელთაც ასეთივე წარმატებას მიაღწიეს.
2024 წლის 28 ოქტომბერს, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის მეცხრე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს. რჩეული თერთმეტეული ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა შეარჩია.[66]
2024 წლის 28 ნოემბერს, გიორგი მიქაუტაძემ ბაქოში „ყარაბაღთან“ გამართულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო მე-80 წუთზე მეორე გოლი გაიტანა და „ლიონის“ გამარჯვებაში (4–1) ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. ცნობილმა საერთაშორისო პორტალმა whoscored-მა ქართველ ფეხბურთელის თამაში 9.2 ქულით შეაფასა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, ხოლო შემდეგ ევროპა ლიგის მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.[67]
2025 წლის 20 მარტს უეფა-ს ერთა ლიგის B ლიგის საპლეიოფო დაპირისპირებაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 3–0 დაამარცხა. გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, საქართველოს ნაკრების მაისურით თავისი მე-18 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ხვიჩა კვარაცხელიას და თემურ ქეცბაიას გადაასწრო.[68]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი მიქაუტაძე — საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე
- გიორგი მიქაუტაძე — Soccerway
- გიორგი მიქაუტაძე — FootballFakts.ru
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გიორგი მიქაუტაძე ლიონის ფეხბურთელია
- ↑ Nice vs. Metz. soccerway.com
- ↑ Metz : Georges Mikautadze passe professionnel. L'Équipe
- ↑ „მეცმა“ ქართველთან კონტრაქტი გააფორმა - მიქაუტაძე ლოთარინგიაში სამი წელი ითამაშებს.
- ↑ გიორგი მიქაუტაძის ფენომენალური სტატისტიკა!... lelo.ge
- ↑ French club Lyon signs Georgia forward Georges Mikautadze on a four-year deal
- ↑ ფრანგული გამოცემა გიორგი მიქაუტაძეზე — „ლიონმა“ შეიძინა თავდამსხმელი, რომლის მსგავსიც თანამედროვე ფეხბურთში ძნელად მოსაძებნია
- ↑ AS Monaco no longer outright favourites to land Georges Mikautadze
- ↑ Rennes 3–0 Lyon / 18/08/2024 | Ligue 1 | Game week 1
- ↑ გიორგი მიქაუტაძემ სადებიუტო შეხვედრაში პენალტი ვერ გამოიყენა — „ლიონი“ „რენთან“ დამარცხდა
- ↑ Lyon 2–2 Auxerre / 27/10/2024 | Ligue 1 | Game week 9
- ↑ Lyon 2–0 Olympiakos / 26/09/2024 | UEFA Europa League
- ↑ გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ ევროპის ლიგაზე „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხა
- ↑ Qarabag 1–4 Lyon / 28/11/2024 | UEFA Europa League
- ↑ გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ლიგაზე დუბლი შეასრულა
- ↑ Lyon 4–0 FC Steaua București / 14/03/2025 | UEFA Europa League
- ↑ გიორგი მიქაუტაძე „ლიონი“-„სტიუას“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
- ↑ მიქაუტაძის შოუ: დუბლი, 2 საგოლე პასი და საუცხოო შეფასებები
- ↑ Sweden vs Georgia. WC Qualification
- ↑ მამარდაშვილი და მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში
- ↑ გიორგი მიქაუტაძე — ევრო 2024-ის თანაბომბარდირისთვის განკუთვნილი ჯილდოს მიღება გამიხარდა
- ↑ Sweden 1–0 Georgia / UEFA World Cup Qualifiers. soccerway
- ↑ Romania 1–2 Georgia / Friendlies. soccerway
- ↑ Netherlands 3–0 Georgia / Friendlies. soccerway
- ↑ Georgia 0–1 Kosovo / UEFA World Cup Qualifiers. soccerway
- ↑ Spain 4–0 Georgia / UEFA World Cup Qualifiers. soccerway
- ↑ Bulgaria 4–1 Georgia / Friendlies. soccerway
- ↑ Georgia 0–2 Greece / UEFA World Cup Qualifiers. soccerway
- ↑ Georgia 4–0 Gibraltar / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Georgia 4–0 Gibraltar / UEFA Nations League. uefa.com
- ↑ Bulgaria 2–5 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Bulgaria 2–5 Georgia / UEFA Nations League. uefa.com
- ↑ North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League. uefa.com
- ↑ Georgia 0–0 Bulgaria / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Georgia 2–0 North Macedonia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Gibraltar 1–2 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Georgia 1–1 Norway / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Cyprus 1–2 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Scotland 2–0 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 1–7 Spain / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Norway 2–1 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 8–0 Thailand / Friendlies. soccerway
- ↑ Georgia 4–0 Cyprus / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 2–2 Scotland / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Spain 3–1 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 2–0 Luxembourg / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 0–0 Greece / UEFA Euro 2024 Qualifiers. soccerway
- ↑ Montenegro 1–3 Georgia / Friendlies. soccerway
- ↑ Türkiye 3–1 Georgia / UEFA Euro 2024. soccerway
- ↑ Türkiye 3–1 Georgia / BVB Stadion Dortmund. UEFA
- ↑ Georgia 1–1 Czechia / UEFA Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 2–0 Portugal / UEFA Euro 2024. soccerway
- ↑ Spain 4–1 Georgia / UEFA Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 4–1 Czechia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Albania 0–1 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Ukraine 1–0 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Georgia 0–1 Albania / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Georgia 1–1 Ukraine / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Czechia 2–1 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Armenia 0–3 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Georgia 6–1 Armenia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Trophées UNFP. Le Messin Georges Mikautadze élu meilleur joueur de Ligue 2
- ↑ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
- ↑ ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ
- ↑ იშვიათი ფაქტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში
- ↑ გიორგი მიქაუტაძე ევროპა ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
- ↑ ერთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში დაამარცხა
|
- დაბადებული 31 ოქტომბერი
- დაბადებული 2000
- ქართველი ფეხბურთელები
- ფრანგი ფეხბურთელები
- საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- ბელგიის პირველი დივიზიონი A-ს ფეხბურთელები
- ლიგა 2-ის ფეხბურთელები
- ლიგა 1-ის ფეხბურთელები
- ლიონის ოლიმპიკის ფეხბურთელები
- ერედივიზიის ფეხბურთელები
- ამსტერდამის აიაქსის ფეხბურთელები
- 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები