გიორგი ქოჩორაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ქოჩორაშვილი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
29 ივნისი, 1999 (1999-06-29) (24 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლევანტე
ნომერი 6
ახალგაზრდული კარიერა
საბურთალო
2017–2018   ჟირონა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2017–2019 საბურთალო 2 (0)
2017–2019   პერალადა 28 (0)
2019–2022 ლევანტე-2 44 (3)
2020– ლევანტე 22 (2)
2022–2023   კასტელიონი 36 (4)
ეროვნული ნაკრები
2016–2017 საქართველო 19-წლ. 7 (0)
2019– საქართველო 21-წლ. 4 (0)
2023– საქართველო 7 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 აპრილი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 მარტი, 2024

გიორგი ქოჩორაშვილი (დ. 29 ივნისი, 1999, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ლევანტეს“ ცენტრალური ნახევარმცველი.[1]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესიონალური კარიერა 2017 წელს თბილისის „საბურთალოში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე წლის 23 ივლისს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „საბურთალო“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ, დავით პეტრიაშვილის სტადიონზე გაიმართა და „ტორპედოს“ გამარჯვებით 2–1 დამთავრდა. გიორგი თამაშში შეხვედრის 74-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის ნაცვლად ჩაერთო.[2] „საბურთალოს“ რიგებში გიორგიმ მომდევნო და ბოლო შეხვედრა თავისი სადებიუტო შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ 29 ივლისს ფოთის „კოლხეთის“ წინააღმდეგ ჩაატარა. ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ეს შეხვედრა ეროსი მანჯგალაძის სტადიონზე გაიმართა და ფრედ 0–0 დამთავრდა. ამჯერად, ქოჩორაშვილმა შეხვედრის 62-ე წუთზე ლაშა შინდაგორიძე შეცვალა.[3]

„პერალადა“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლიდან ესპანეთის რანგით მესამე ჩემპიონატის (ესპ. Primera División RFEF) მონაწილე საფეხბურთო კლუბ „პერალადას“ რიგებში განაგრძო გამოსვლა, რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე წლის 26 აგვისტოს პირველივე ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „საბადელი“ და „პერალადა“ დაუპირისპირდნენ, საბადელის „ნოვა კრეუ ალტაზე“ (ესპ. Nova Creu Alta) გაიმართა და ფრედ 2–2 დამთავრდა. გიორგიმ მთელი მატჩი შეუცვლელად ითამაშა.[4]

თავისი ბოლო შეხვედრა „პერალადას“ რიგებში 2019 წლის 19 მაისს ეხეა-დე-ლოს-კაბალიეროსის საფეხბურთო კლუბ „ეხეას“ წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრა „ესტადიო ლუჩანზე“ გაიმართა და სადებიუტო შეხვედრის მსგავსად, იმავე ანგარიშით 2–2 დამთავრდა. ამჯერად, ქოჩორაშვილი შეხვედრის მე-60 წუთზე იაგო ლოპესმა შეცვალა.[5]

„ლევანტე“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი დებიუტი „ლევანტეს“ ძირითად გუნდსა და ლა ლიგაში 2020 წლის 12 ივლისს შედგა. ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრაში მოედანზე რუბენ როჩინას ნაცვლად შევიდა. შეხვედრა „ლევანტემ“ 1–2 დათმო.[6][7][8]

2020 წლის 16 დეკემბერს გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ესპანეთის თასის პირველ ეტაპზე „ლევანტემ“ გასვლაზე „მურსიას“ 5–0 მოუგო. ქოჩორაშვილი მოედანზე 69-ე წუთზე სერხიო ლეონის ნაცვლად შევიდა, რომელმაც ამ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.[9]

2023 წლის 25 აგვისტოს ლა ლიგა 2-ის მესამე ტურის გასვლითი შეხვედრაში გიორგი ქოჩორაშვილმა მატჩის 25-ე წუთზე გაიტანილი გოლით „ლევანტეს“ „კარტახენასთან“ გამარჯვება მოუპოვა — 1–0.[10][11]

2023 წლის 4 ნოემბერს ლა ლიგა 2-ის მე-14 ტურის მატჩში გიორგი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 26-ე წუთზე, როდესაც „ლევანტე“ აგებდა, ანგარიში გაათანაბრა — საჯარიმო ზუსტად შეასრულა და ეფექტური გოლი გაიტანა.[12][13]

2023 წლის 9 დეკემბერს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-19 ტურის შეხვედრაში, ხიხონის „სპორტინგთან“ შეხვედრისას „ლევანტეს“ ქართველმა ნახევარმცველმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა. იგი მატჩის მე-13 წუთზე ოსკარ კლემენტემ შეცვალა.[14][15]

2024 წლის 10 მარტს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 30-ე ტურის შეხვედრაში „ლევანტემ“ ხიხონის „სპორტინგს“ „ესტადიო სიუდად დე ვალენსიაზე“ (ესპ. Estadio Ciudad de Valencia) უმასპინძლა და ალექს მუნიოსის გოლის წყალობით 1–0 მოიგო. ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კლუბში დაბრუნებული გიორგი ქოჩორაშვილი 72-ე წუთზე სერხიო ლოსანოს ნაცვლად შევიდა მოედანზე, თუმცა 86-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და მინდორი დატოვა.[16]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოდიოდა საქართველოს 19-წლამდე და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში. 2023 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია.

2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0–0 დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4–2 დაამარცხა. პირველი პენალტი ქართველ ფეხბურთელთაგან გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.[17]

სანაკრებო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 26 მარტი, 2024
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
საქართველოს დროშა
საქართველო
2023 5 0
2024 2 0
ჯამში 7 0

სანაკრებო მატჩები და გოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 12.09.2023 ოსლო ნორვეგია ნორვეგიის დროშა 2–1 საქართველოს დროშა საქართველო ევრ. შეს. შეცვლაზე გამოყვანა 76 წუთის შემდეგ 76' [18]
2 12.10.2023 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 8–0 ტაილანდის დროშა ტაილანდი ამხანაგური შეცვლაზე გამოყვანა 46 წუთის შემდეგ 46' [19]
3 15.10.2023 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 4–0 კვიპროსის დროშა კვიპროსი ევრ. შეს. [20]
4 16.11.2023 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 2–2 შოტლანდიის დროშა შოტლანდია ევრ. შეს. [21]
5 19.11.2023 ვალიადოლიდი ესპანეთი ესპანეთის დროშა 3–1 საქართველოს დროშა საქართველო ევრ. შეს. [22]
6 21.03.2024 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 2–0 ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი ევრ. შეს. შეცვლაზე გამოყვანა 86 წუთის შემდეგ 86' [23]
7 26.03.2024 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 0–0 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი ევრ. შეს. 4–2[ა] [24]
  1. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4–2 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემატური საიტები
AFS · BDFutbol · EU-Football.info · FBref.com · FlashScore.com · FootballDatabase.eu · National Football Teams.com · Soccerway · Sportbox.ru · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA
მედია
1tv.ge · Leadersport · MyVideo · Sportall.ge

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Giorgi Kochorashvili se doctora y hace historia con Georgia
  2. Iberia 1999 1–2 Torpedo Kutaisi / E-Liga 23.07.2017 // soccerway
  3. Kolkheti Poti 0–0 Iberia 1999 / E-Liga 29.07.2017 // soccerway
  4. Sabadell 2–2 Peralada / Primera División RFEF // soccerway
  5. Ejea 2–2 Peralada / Primera División RFEF // soccerway
  6. Raúl García marca la diferencia // Marca
  7. „ლა ლიგაში დებიუტზე გაჩერებას არ ვაპირებ“
  8. Levante 1–2 Athletic Bilbao / La Liga // soccerway
  9. ქოჩორაშვილმა „ლევანტეში“ სადებიუტო გოლი გაიტანა
  10. ქოჩორაშვილმა გაიტანა და „ლევანტე“ გაალიდერა
  11. FC Cartagena 0–1 Levante / Segunda División // soccerway
  12. ქოჩორაშვილმა „მირანდესს“ გაუტანა // 1tv.ge
  13. Levante 2–2 Mirandes / Segunda División // soccerway
  14. Sporting Gijon 0–0 Levante / Segunda División // soccerway
  15. ქართველი ნახევარმცველის ტრავმა // 1tv.ge
  16. Levante 1–0 Sporting Gijon / Segunda División // soccerway
  17. მადლობა, რომ საქართველო ვართ - როგორ დავწერეთ ისტორია
  18. Norway 2–1 Georgia / Qual. Euro 2024 // soccerway
  19. Georgia 8–0 Thailand / Friendlies // soccerway
  20. Georgia 4–0 Cyprus / Qual. Euro 2024 // soccerway
  21. Georgia 2–2 Scotland / Qual. Euro 2024 // soccerway
  22. Spain 3–1 Georgia / Qual. Euro 2024 // soccerway
  23. Georgia 2–0 Luxembourg / Qual. Euro 2024 // soccerway
  24. Georgia 0–0 Greece / UEFA Euro 2024 Qualifiers // soccerway