ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020 (ან უბრალოდ ევრო 2020) — უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მე-16 საფეხბურთო ჩემპიონატი ევროპის ქვეყნის ნაკრებ გუნდებს შორის. ტურნირზე ჩატარდება 51 შეხვედრა, ფინალი ჩატარდება 2020 წლის 12 ივლისს, ხოლო გახსნითი შეხვედრა 12 ივნისს. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 10 მილიონი ევრო, ფინალისტს — 7 მილიონი ევრო, ნახევარ-ფინალისტს — 5 მილიონი ევრო, მეოთხედ ფინალისტს — 3 250 000 ევრო, ჯამში სატურნირო პრიზებისათვის გამოყოფილია 34 მილიონიევრო.
ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა 2014 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი. მასპინძლობაზე განაცხადები შეტანილი ჰქონდათ თურქეთს, ირლანდია-შოტლანდია-უელსს და საქართველო-აზერბაიჯანს.[1] მაგრამ უეფას გადაწყვეტილებით ჩემპიონატი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 13 ქალაქში გაიმართება[2]: