ავივას სტადიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავივას სტადიონი
[[ფაილი:Aviva Stadium(Dublin Arena).JPG|300პქ]]
ავივას სტადიონი
მდებარეობა ირლანდიის დროშა ირლანდია
აშენდა 2007-2010
გაიხსნა 14 მაისი 2010
არქიტექტორი Populous
ტევადობა 51 700

ავივას სტადიონი (ინგლ. Aviva Stadium ირლ. Staid Aviva) — სტადიონი ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში. ტევადობა 51 700 ადამიანი. შენობა მდებარეობს ყოფილი Lansdowne Road-ს სტადიონის ადგილას, რომელიც დაანგრიეს 2007 წელს და შემდეგ აღადგინეს. მას შემდეგ სტადიონი ირლანდიის რაგბის კავშირისა და ირლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარ არენად იქცა. რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „Stadium Ireland“-ისა და „Eircom Park“-ის მშენებლობის გეგმები ჩავარდა. 2009 წელს Aviva Group Ireland-მა 10 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მოიპოვა უფლება მოედნის სახელის დარქმევაზე.[1]

სტადიონი მდებარეობს „Lansdowne Road“-ის რკინიგზის სადგურის მახლობლად.ოფიციალურად გაიხსნა 2010 წლის 14 მაისს. ავივას სტადიონი არის ირლანდიის პირველი და უეფას ერთ-ერთი ელიტარული სტადიონი. 2011 წელს მან ევროპა ლიგის ფინალს უმასპინძლა. სტადიონმა ასევე უმასპინძლა პირველი ეროვნული თასის გათამაშებას. მოედანზე რეგულარულად იმართება რაგბისა და ფეხბურთის ეროვნული ნაკრებების საშინაო შეხვედრები. 2010 წლიდან ავივაზე მართავს მნიშვნელოვან საშინაო შეხვედრებს ლენსტერიც.

განსხვავებით წინამორბედისა, რომლის ერთპიროვნული მმართველი ირლანდიის რაგბისა და ფეხბურთის კავშირი (IRFU) იყო, დღევანდელი სტადიონი IRFU-სა და ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის (FAI) მიერ კონტროლდება 50/50-ზე. ერთობლივი მფლობელობა ცნობილია „Lansdowne Road“-ის სტადიონის განვითარების კომპანიის (LRSDC) სახელით. ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციას 50%-იანი წილი 60 წლის ვადით იჯარით აქვს აღებული. ვადის გასვლის შემდეგ კი სტადიონი თავის ძველ მფლობელობაში დაბრუნდება.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gallagher, Paul (2 February 2009). "Lansdowne to be renamed Aviva Stadium". The Irish Times. Retrieved 19 February 2010
  2. Vincent Hogan: Aviva — the most expensive second home in history“, Independent.ie. წაკითხვის თარიღი: 24 November 2014.