შინაარსზე გადასვლა

ლაშა დვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დვალი.
ლაშა დვალი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლაშა დვალი
დაბადების
თარიღი
14 მაისი, 1995 (1995-05-14) (30 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 191 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ცსკა 1948
ნომერი 21
ახალგაზრდული კარიერა
2001–2008 საბურთალო
2008–2012 მეტალურგი-2 რუსთავი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2013 სკონტო რიგა 3 (0)
2013–2015 რედინგი 0 (0)
2013–2015   სკონტო 32 (3)
2014–2015   ქასიმფაშა 10 (1)
2015 დუისბურგი 1 (0)
2016–2017 შლონსკი 34 (2)
2017 ირტიში 16 (0)
2017–2018 პოგონი 46 (3)
2019–2022 ფერენცვაროში 40 (2)
2022–2025 აპოელი 72 (7)
2025– ცსკა 1948 8 (0)
ეროვნული ნაკრები
2011–2012 საქართველო 17 8 (0)
2012–2013 საქართველო 19 9 (0)
2014– საქართველო 21 3 (0)
2015– საქართველო 46 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 8 თებერვალი, 2026
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 11 ოქტომბერი, 2025

ლაშა დვალი (დ. 14 მაისი, 1995, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, ბულგარეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილე საფეხბურთო კლუბ ცსკა 1948-ის და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

ლაშა დვალი 1995 წლის 14 მაისს, თბილისში დაიბადა. 6 წლის ასაკში „საბურთალოს“ საფეხბურთო სკოლაში შეიყვანეს. მისი პირველი მწვრთნელი მამუკა ღვიტიძე იყო. 13 წლის ასაკში გადავიდა მწვრთნელ გუბაზ დოლიძესთან იბერია 2010-ში, რომელიც იმ პერიოდში რუსთავის „მეტალურგის“ დუბლების სახელით გამოდიოდა. აქ მან სამნახევარი წელი დაჰყო.[1]

2013 წლის სექტემბრიდან დვალი ინგლისური „რედინგის“ ფეხბურთელი იყო და რიგის „სკონტოში“ განათხოვრების წესით თამაშობდა. დვალმა გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზა ვერ მიიღო და ახალ გუნდს ეძებდა. 2015 წლის 2 თებერვლიდან ის „ქასიმფაშას“ მთავარი მწვრთნელის, შოთა არველაძის ინიციატივით თურქულ კლუბში 4 თვით იჯარის წესით ჩაირიცხა.[2]

2015 წლის 31 აგვისტოს ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე „დუისბურგთან“.[3][4][5]

იცავდა საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ღირსებას.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დვალი პირველად 2014 წლის ოქტომბერში გამოიძახა თემურ ქეცბაიამ, შოტლანდიასთან და გიბრალტართან გასვლითი მატჩების წინ. მან დიდი ბრიტანეთის ვიზა დროულად ვერ აიღო და გლაზგოური დაპირისპირება გამოტოვა,[6] გიბრალტართან კი მწვრთნელმა არ ათამაშა. მისი სანაკრებო დებიუტი 2015 წლის 29 მარტს შედგა გერმანიის ნაკრებთან შეხვედრაში. ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მე-4 წუთზე ტრავმირებული ალექსანდრე ამისულაშვილის ნაცვლად შეიყვანა მინდორზე.[7].

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 11 ოქტომბერი, 2025
ეროვნული ნაკრებიწელიმატჩიგოლი
საქართველო
საქართველოს დროშა
201530
201620
201711
201860
201910
202030
202160
202230
202340
2024120
202550
ჯამში461
ეროვნული ნაკრების მაისურით.
ლატვიის დროშა სკონტო რიგა
  • ლატვიის ვიცე-ჩემპიონი: 2014, 2013
  • ლატვიის თასის ფინალისტი: 2013–14
  • ლატვიის სუპერთასის ფინალისტი: 2013
უნგრეთის დროშა ფერენცვაროში
  • უნგრეთის ჩემპიონი: 2018–19, 2019–20, 2020–21, 2021–22
  • უნგრეთის თასის მფლობელი: 2021–22
კვიპროსის დროშა აპოელი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
90minut · AFS · AS.com · ESPN · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · Kicker.de · National Football Teams.com · Soccerbase · Soccerway · Sofascore · Sports.ru · TFF · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA
მედია
lelo.ge · La Gazzetta dello Sport Georgia