ლიგა 3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლიგა 3
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
კონფედერაცია უეფა
დაარსდა 1990
კლუბ. რაოდენობა 10
ღზევდება ეროვნული ლიგა 2
ქვეითდება ლიგა 4
Soccerball current event.svg ლიგა 3 (2020)

ლიგა 3 (წარსულში — მეორე ლიგა) — საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის რანგით მესამე დივიზიონი ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის შემდეგ, რომელსაც ატარებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 1990 წლიდან.

ლიგის ფორმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამინდელი სახელწოდება ლიგას მიენიჭა 2017 წელს, როცა გათამაშებაში ოცი გუნდი მონაწილეობდა[1]. 2019 წლის სეზონიდან კლუბების რაოდენობა განახევრდა.

მოქმედი რეგლამენტის თანახმად, გათამაშება ტარდება ოთხ წრედ. სეზონის განმავლობაში ყოველი კლუბი ატარებს ოთხ მატჩს თითოეულ მეტოქესთან - ორს შინ და ორს სტუმრად. 36 თამაშის შემდეგ ლიგის გამარჯვებული პირდაპირ გადადის ზედა ლიგაში, II და III ადგილოსანი ლიგა 2-ის შესაბამისად IX და VIII ადგილზე გასული კლუბების წინააღმდეგ პლეი-ოფში იღებენ მონაწილეობას, ხოლო IX-X ადგილებზე გასული გუნდები დაქვეითდებიან ლიგა 4-ში[2].

2020 წლის სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორონავირუსის პანდემიის გამო სეზონი მხოლოდ ორ წრედ ჩატარდა. გათამაშებაში მონაწილეობდნენ შემდეგი გუნდები:

კლუბი ქალაქი სტადიონი
ბახმარო ჩოხატაური ბორის პაიჭაძის სახ.სტადიონი
გარეჯი საგარეჯო არსენ მეკოკიშვილის სახ.სტადიონი
გორი გორი ქართლი
გურია ლანჩხუთი ევგრაფი შევარდნაძის სტადიონი
კოლხეთი-1913 ფოთი ფაზისი
კოლხეთი ხობი პაატა თათარიშვილის სახ.სტადიონი
მეშახტე ტყიბული ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახ.სტადიონი
საბურთალო-2 თბილისი ბენდელა
სპაერი თბილისი სპაერი
თბილისი სითი თბილისი ოლიმპიური კომპლექსი

ჩატარებული 18 თამაშის შედეგად ლიგის გამარჯვებული "გარეჯი" გახდა, რომელმაც მომდევნო სეზონში ლიგა 2-ში მონაწილეობის უფლება მოიპოვა[3].

საბოლოო სატურნირო ცხრილი
კლუბი მოგ ფრე წაგ ბურთ. შეფ. ქულა
გარეჯი 14 1 3 33-17 43
კოლხეთი-1913 12 2 4 47-18 38
გორი 9 5 4 22-18 32
სპაერი 9 3 6 31-20 30
გურია 8 2 8 26-30 26
კოლხეთი 5 7 6 27-24 22
თბილისი სითი 6 3 9 21-23 21
საბურთალო-2 6 1 11 22-31 19
ბახმარო 5 3 10 20-33 18
მეშახტე 1 3 14 10-45 6

„ბახმარო“ და „მეშახტე“ ლიგა 4-ში დაქვეითდნენ, კოლხეთი-1913 და სკ გორმა კი ლიგა 2-ში გადასასვლელ პლეი-ოფში ითამაშეს, თუმცა ორი მატჩის ჯამში მარცხი განიცადეს:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]