დანი ოლმო
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 7 მაისი, 1998 | ||
დაბადების ადგილი |
ტერასა, ბარსელონის პროვინცია, კატალონია, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 179 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ბარსელონა | ||
ნომერი | 20 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2015–2017 | დინამო ზაგრები II | 25 | (3) |
2015–2020 | დინამო ზაგრები | 80 | (20) |
2020–2024 | ლაიფციგი | 107 | (17) |
2024– | ბარსელონა | 18 | (7) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2014 | ესპანეთი 16-წლ. | 3 | (0) |
2015 | ესპანეთი 17-წლ. | 9 | (1) |
2016 | ესპანეთი 18-წლ. | 3 | (1) |
2018–2019 | ესპანეთი 21-წლ. | 14 | (6) |
2021 | ესპანეთი 23-წლ. | 7 | (1) |
2019– | ესპანეთი | 43 | (11) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 მარტი, 2025 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 23 მარტი, 2025 |
დანიელ „დანი“ ოლმო კარვახალი (ესპ. და კატ. Daniel Olmo Carvajal; დ. 7 მაისი, 1998, ტერასა, კატალონია) — ესპანელი ფეხბურთელი. „ბარსელონასა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი. ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი ესპანეთის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, 2024 წლის ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის „ოქროს ბუცის“ მფლობელი.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფეხბურთის თამაში „ესპანიოლის“ საფეხბურთო სკოლაში დაიწყო და ცხრა წლის ასაკში „ბარსელონას“ საფეხბურთო აკადემიაში შევიდა. 16 წლის ასაკში გადავიდა ხორვატულ საფეხბურთო კლუბ ზაგრების „დინამოში“.[1] მისი დებიუტი ხორვატიის პირველ ლიგაში 2015 წლის 7 თებერვალს, ზაგრების „ლოკომოტივთან“ მატჩში შედგა, როდესაც მეორე ტაიმის 76-ე წუთზე პორტუგალიელი პაულუ მაშადუ შეცვალა.[2] ზაგრების „დინამოს“ მაისურით თავისი პირველი გოლი 2017 წლის 27 მაისს, „რიეკასთან“ მატჩში გაიტანა.[3] 2018–19 წლების სეზონში ოლმომ ლიგის 25 მატჩში რვა გოლი შეაგდო და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. შედეგად, სეზონის ბოლოს იგი ხორვატიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. საერთო ჯამში, ზაგრების „დინამოს“ შემადგენლობაში ოლმომ ხორვატიის ჩემპიონის წოდება ხუთჯერ, ხოლო ხორვატიის თასი სამჯერ მოიპოვა.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლიდან იცავდა ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. 2015 წელს დანი ოლმო ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების განაცხადში მოხვდა ბულგარეთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის. ტურნირზე მან ავსტრიის, ბულგარეთის, ხორვატიისა და გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებთა წინააღმდეგ ითამაშა.
2019 წელს ოლმომ ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში მოიგო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი იტალიაში. ტურნირზე მან მონაწილეობა მიიღო ბელგიის, პოლონეთის, საფრანგეთისა და გერმანიის გუნდებთან გამართულ შეხვედრებში. გერმანელებთან, ფრანგებთან და ბელგიელებთან მატჩებში დანიმ თითო გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2019 წლის 15 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, მალტის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა. იგი მოედანზე შეხვედრის 66-ე წუთზე ალვარო მორატას ნაცვლად შემოვიდა, ხოლო 69-ე წუთზე თავის პირველ სანაკრებო მატჩში პირველი გოლიც გაიტანა.[4]
2021 წელს ოლმო გახდა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი, ტურნირზე მან შვედეთის, პოლონეთის, იტალიის, ხორვატიისა და შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებთა წინააღმდეგ ითამაშა.
2022 წელს ოლმომ მონაწილეობა მიიღო კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში. ტურნირზე მან ითამაშა მაროკოს, კოსტა-რიკის, გერმანიისა და იაპონიის ეროვნულ ნაკრებთა წინააღმდეგ ითამაშა. მეტოქის კარის აღება მან მხოლოდ კოსტა-რიკელებთან გამართულ მატჩში შეძლო.
2024 წელს ოლმომ ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონის წოდება მოიპოვა. ტურნირზე მან ითამაშა ხორვატიის, ალბანეთის, საქართველოს, გერმანიი, საფრანგეთისა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებთა წინააღმდეგ ითამაშა. ქართველებთან, გერმანელებთან და ფრანგებთან მატჩებში დანიმ სამი გოლი გაიტანა და ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
სანაკრებო სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განახლდა: 15 ნოემბერი, 2019
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
ესპანეთი![]() | |||
2019 | 1 | 1 | |
2020 | 7 | 0 | |
2021 | 10 | 2 | |
2022 | 11 | 2 | |
2023 | 3 | 2 | |
2024 | 9 | 4 | |
ჯამში | 41 | 11 |
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხორვატიის ჩემპიონი: 2014–15, 2015–16, 2017–18, 2018–19, 2019–20
- ხორვატიის თასი: 2014–15, 2015–16, 2017–18
- ხორვატიის სუპერთასი: 2019
- გერმანიის თასი: 2021–22,[5] 2022–23[6]
- გერმანიის სუპერთასი: 2023[7]
- ესპანეთის სუპერთასი: 2025[8]
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უეფა-ს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი: 2019
- ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი: 2020
- ევროპის ჩემპიონი: 2024
- უეფა-ს ერთა ლიგა: 2022–23[9]
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უეფა-ს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი: 2019[10]
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გარღვევა XI: 2019[11]
- ხორვატიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო მოთამაშე: 2018[12]
- ხორვატიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო მოთამაშე: 2019 (Nogometni Oscar)[13]
- ხორვატიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე: 2019 (Nogometni Oscar)[13]
- ხორვატიის ჩემპიონატის წლის სიმბოლური ნაკრების წევრი: 2019 (Nogometni Oscar)[13]
- ზაგრების „დინამოს“ წლის საუკეთესო მოთამაშე: 2019
- SIMPOSAR საერთაშორისო სპორტული სიმპოზიუმი — წლის აღმოჩენა: 2019[14][15]
- უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 2024[16]
- უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი: 2024[17]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დანი ოლმო — „ბარსელონას“ ოფიციალურ საიტზე
- დანი ოლმო — ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე
- დანი ოლმო — UEFA-ს ოფიციალურ საიტზე
- დანი ოლმო — Soccerway
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Lowdown on Manchester United target Dani Olmo: Scout Report
- ↑ Dinamo Zagreb 2–1 Lokomotiva Zagreb / HNL. soccerway
- ↑ Dinamo Zagreb 5–2 Rijeka / HNL. soccerway
- ↑ Spain 7–0 Malta / European Championship Qualifying.
- ↑ A thriller in Berlin: how relentless RB Leipzig won their first major title
- ↑ Christopher Nkunku-inspired RB Leipzig beat Eintracht Frankfurt to win DFB Cup
- ↑ Olmo s hat-trickom pokvaril veliki debi Kana pri Bayernu
- ↑ FC Barcelona win the Super Cup in a final for the history books (2-5)
- ↑ Spain win Nations League: Croatia edged out on penalties
- ↑ Official Under-21 Team of the Tournament
- ↑ Champions League breakthrough team of 2019
- ↑ Dani Olmo najbolji je nogometaš godine prema izboru kapetana hrvatskih prvoligaša
- ↑ 13.0 13.1 13.2 Luka Modrić najbolji, Dinamo pokupio brojne nagrade
- ↑ Dani Olmo named best player in the Balkans
- ↑ Dani Olmo, best player of the Balkans of 2019
- ↑ UEFA EURO 2024 Top Goalscorer. UEFA.
- ↑ UEFA EURO 2024 Team of the Tournament. UEFA.
|
- დაბადებული 7 მაისი
- დაბადებული 1998
- ესპანელი ფეხბურთელები
- ზაგრების დინამოს ფეხბურთელები
- გერმანიის ბუნდესლიგის ფეხბურთელები
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- ბარსელონის ფეხბურთელები
- ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები
- 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მედალოსნები
- ევროპის ჩემპიონები ფეხბურთში