შინაარსზე გადასვლა

ბუდუ ზივზივაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბუდუ ზივზივაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ბუდუ ზივზივაძე
დაბადების
თარიღი
10 მარტი, 1994 (1994-03-10) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი, საქართველო[1]
სიმაღლე 189 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ჰაიდენჰაიმი
ნომერი 12
ახალგაზრდული კარიერა
2009–2011 35-ე სკოლა
2011–2012 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2012–2014 დინამო თბილისი 1 (0)
2012–2014   დინამო-2 50 (47)
2015 ტორპედო ქუთაისი 8 (0)
2015-2017 სამტრედია 44 (29)
2017–2019 ესბიერგი 13 (1)
2018   დინამო თბილისი 35 (22)
2019 ტორპედო ქუთაისი 20 (13)
2019–2020 მეზოკოვეშდი 32 (8)
2020–2023 ფეჰერვარი 53 (12)
2022   უიპეშტი 12 (11)
2023–2024 კარლსრუე 57 (25)
2025– ჰაიდენჰაიმი 35 (8)
ეროვნული ნაკრები
2010–2011 საქართველო 17-წლ. 3 (0)
2012–2013 საქართველო 19-წლ. 9 (2)
2014–2016 საქართველო 21-წლ. 4 (0)
2017– საქართველო 41 (8)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 16 მაისი, 2026
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 29 მარტი, 2026

ბუდუ ზივზივაძე (დ. 10 მარტი, 1994, ქუთაისი) — ქართველი ფეხბურთელი, გერმანიის ბუნდესლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ჰაიდენჰაიმის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.[2][3] 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

თბილისის „დინამოში“ 2014 წელს.

ბუდუ ზივზივაძემ ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში, ქუთაისის „იმედის“ საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, სადაც ის თავდაპირველად ნახევარმცველად თამაშობდა. თავის ადრეულ წლებს[1] ბუდუ ზივზივაძე ასე იხსენებს:

ვიკიციტატა
„...„ქუთაისელი ვარ. 8 წლიდან „იმედის“ საფეხბურთო სკოლაში „ტორპედოს“ ყოფილი ფეხბურთელი მამუკა ხუნდაძე მავარჯიშებდა. მან შემაყვარა ფეხბურთი და მისი ანი-ბანი მასწავლა. 15 წლისა ნაკრების შერჩევებზე მომიწვიეს, სადაც გოჩა ავსაჯანიშვილმა შემნიშნა და 35-ე სკოლაში თემურ ლორთქიფანიძესთან მიმიყვანა. მისგან ასევე ბევრი ვისწავლე. 17 წლისა თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის სელექციონერმა თემურ უგრეხელიძემ დუბლებში მიმიწვია. პირველად გიორგი დევდარიანმა მათამაშა, დასრულებულ სეზონში კი რამაზ მუმლაძე მენდობოდა, პირველ ლიგაში მათამაშებდა და კარგი პრაქტიკაც მივიღე.“

2011 წელს თბილისის „დინამოში“ გადავიდა. ამ კლუბში გატარებული ოთხი სეზონის განმავლობაში ძირითადად პირველი ლიგის მონაწილე „დინამოს“ სარეზერვო გუნდში თამაშობდა.

2013–14 წლების სეზონში დინამო-2-ის 21 მატჩში 23 გატანილი გოლით ზივზივაძე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მისი პროფესიონალური დებიუტი „დინამოს“ პირველ გუნდში 2014 წლის 11 სექტემბერს რუსთავის „მეტალურგთან“ გასვლით მატჩში შედგა, როდესაც მეორე ტაიმში თანაგუნდელის ნაცვლად შემოვიდა მინდორზე.

2015 წელს ზივზივაძე უმაღლესი ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ გადავიდა, სადაც საუკეთესოდ გამოავლინა თავისი შესანიშნავი საფეხბურთო თვისებები და საბოლოოდ ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა მათ ისტორიაში პირველი საჩემპიონო ტიტულის მოპოვებაში.

2017 წლის იანვარში კონტრაქტი დანიის სუპერლიგის კლუბ „ესბიერგთან“ გააფორმა, მაგრამ მის რიგებში მხოლოდ 13 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი შეაგდო, ხოლო 2018 წლის სეზონში იჯარით კვლავ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა.

2018 წელს „თბილისის დინამოში“ თამაშის დროს გიორგი გაბედავასთან ერთად გახდა ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. ასევე, სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

„ესბიერგში“ დაბრუნების შემდეგ, კლუბმა 2019 წლის 29 იანვარს გამოაცხადა, რომ მან კლუბი დატოვა, მას შემდეგ, რაც მისი კონტრაქტი ორმხრივი თანხმობით შეწყდა.

ორი დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის კვლავ ქუთაისის „ტორპედოს“ შეუერთდა. ზივზივაძე ეროვნული ლიგის ოთხფაზიანი ჩემპიონატის მე-2 ნაწილის საუკეთესო მოთამაშედ 9 მატჩში რვა გოლის გატანის შემდეგ დასახელდა. ამჯერად ტორპედოელთა რიგებში მან სულ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 13-ჯერ აიღო მეტოქეთა კარები.

2019 წლის ივლისში მან ხელი უნგრულ საფეხბურთო კლუბ „მეზოკოვეშდთან“ მოაწერა. ამ კლუბში მან 32 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი შეაგდო.

2020–2023 წლებში ასევე, უნგრულ საფეხბურთო კლუბ „ფეჰერვარის“ რიგებში განაგრძო თამაში, სადაც 53 მატჩში 12-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება.

2022 წელს იჯარით კვლავ უნგრული კლუბის — „უიპეშტის“ შემადგენლობაში ითამაშა, სადაც 12 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.

2023 წლის 31 იანვარს, 2022–23 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ზივზივაძემ კონტრაქტი გააფორმა მეორე ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბ „კარლსრუესთან“.[4][5]

ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 2023–24 წლების სეზონში 13 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, „კარლსრუემ“ კი გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილი დაიკავა.

მომდევნო 2024–25 წლების საკლუბო სეზონი ზივზივაძემ „ნიურნბერგის“ კარში გატანილი ჰეტ-ტრიკით დაიწყო და „კარლსრუეს“ პირველი სამი ქულა მოუტანა. 31-ე წუთისთვის ქართველი თავდამსხმელის გუნდი 0–2 მარცხდებოდა. ზივზივაძემ პირველი გოლი 45+2-ე წუთზე გაიტანა, მეორედ „ნიურნბერგის“ კარი 73-ე წუთზე აიღო, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლი 79-ე წუთზე გაიტანა (3–2), რითაც თავის გერმანულ კარიერაში პირველი ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.[6][7]

2024 წლის 13 სექტემბერს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეხუთე ტურში „კარლსრუემ“ გელზენკირხენის „შალკე“ ბუდუ ზივზივაძის დუბლით 2–0 დაამარცხა.

2025 წლის 3 იანვარს ზივზივაძემ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა ბუნდესლიგის კლუბ „ჰაიდენჰაიმთან“.[8]

2025 წლის 11 იანვარს ბუდუ ზივზივაძემ ახალი გუნდის, „ჰაინდეჰაიმის“ მაისურით გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. მისმა გუნდმა „უნიონ ბერლინი“ შინ მიიღო და 2–0 დაამარცხა.[9]

2025 წლის 16 იანვარს ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში ბრემენის „ვერდერის“ წინააღმდეგ ითამაშა და „ჰაიდენჰაიმის“ შემადგენლობაში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა. მატჩი ფრედ, 3–3 დასრულდა.[10]

2010 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2017 წლის 23 იანვარს უზბეკეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დუბაიში, „სევენს სტეიდიუმზე“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. ზივზივაძემ შეხვედრა, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მატჩი ფრედ 2–2 დასრულდა.[11]

თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან ქალაქ ზენიცაში, „ბილინო პოლეზე“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში 2022 წლის 25 მარტს გაიტანა. შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა. სულ 2022 წელს ზივზივაძემ ეროვნული ნაკრების მაისურით შვიდ შეხვედრაში ითამაშა და სამი გოლი შეაგდო.

2023 წელს ზივზივაძემ ნაკრებში 8 შეხვედრა ჩაატარა, აქედან ორი ამხანაგური მონღოლეთის და ტაილანდის ნაკრებ გუნდებთან, ხოლო 6 მატჩი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ციკლიდან, რომლის ფარგლებშიც ერთი გოლი გაიტანა 2023 წლის 12 სექტემბერს ნორვეგიის ეროვნულ ნაკრების კარში.

2024 წლის 21 მარტს თბილისში უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალური შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ ნაკრები ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. დინამო არენაზე ჩატარებულ მატჩში ანგარიში მე-40 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, ხოლო 63-ე წუთზე, ლევან შენგელიას პასით ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.[12]

საკლუბო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 15 იანვარი, 2025
კლუბი სეზონი ლიგა თასი კონტინენტური სხვა ჯამში
მატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლი
დინამო თბილისი-2 2012–13 19141914
2013–14 21232123
2014–15 10101010
სულ 50475047
დინამო თბილისი 2014–15 1010
ტორპედო ქუთაისი 2014–15 8020100
სამტრედია 2015–16 2916523418
2016 141321211815
სულ 432973215233
ესბიერგი 2016–17 702191
2017–18 4040
სულ 11021131
  დინამო თბილისი 2018 352234224028
სულ 352234224028
ტორპედო ქუთაისი 2019 2013101[]02213
სულ 281330103213
მეზოკოვეშდი 2019–20 328623810
ფეჰერვარი 2020–21 31943303811
2021–22 12220142
  უიპეშტი 2021–22 1211201411
ფეჰერვარი 2022–23 10166167
სულ 5312431166821
კარლსრუე 2022–23 101101
2023–24 3012103112
2024–25 1812222014
სულ 5825326127
ჰაიდენჰაიმი 2024–25 2020
სულ ჯამში 325167301515910371191

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 18 ნოემბერი, 2025
ეროვნული ნაკრებიწელიმატჩიგოლი
საქართველოს დროშა
საქართველო
201720
201820
202140
202273
202382
2024113
202560
ჯამში408

სანაკრებო მატჩები და გოლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
123.01.2017დუბაიუზბეკეთი უზბეკეთის დროშა2–2საქართველოს დროშა საქართველოამხანაგური[13]
225.01.2017დუბაიიორდანია იორდანიის დროშა1–0საქართველოს დროშა საქართველოამხანაგურიშეცვლაზე გამოყვანა 46 წუთის შემდეგ 46'[14]
301.06.2018შვაცისაქართველო საქართველოს დროშა1–0მალტის დროშა მალტაამხანაგურიშეცვლაზე გამოყვანა 71 წუთის შემდეგ 71'[15]
405.06.2018ლუქსემბურგილუქსემბურგი ლუქსემბურგის დროშა1–0საქართველოს დროშა საქართველოამხანაგურიშეცვლაზე შესვლა after 62 წუთი 62'[16]
528.03.2021თბილისისაქართველო საქართველოს დროშა1–2ესპანეთის დროშა ესპანეთიმსოფ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 62 წუთის შემდეგ 62'[17]
631.03.2021სალონიკისაბერძნეთი საბერძნეთის დროშა1–1საქართველოს დროშა საქართველომსოფ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 63 წუთის შემდეგ 63'[18]
702.06.2021პლოიეშტირუმინეთი რუმინეთის დროშა1–2საქართველოს დროშა საქართველოამხანაგურიშეცვლაზე შესვლა after 81 წუთი 81'[19]
806.06.2021ენსხედენიდერლანდები ნიდერლანდების დროშა3–0საქართველოს დროშა საქართველოამხანაგურიშეცვლაზე გამოყვანა 65 წუთის შემდეგ 65'[20]
925.03.2022ზენიცაბოსნია და ჰერცეგოვინა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა0–1საქართველოს დროშა საქართველოამხანაგურიგოლი 49'[21]
1029.03.2022ტირანაალბანეთი ალბანეთის დროშა0–0საქართველოს დროშა საქართველოამხანაგურიშეცვლაზე შესვლა after 83 წუთი 83'[22]
1105.06.2022რაზგრადიბულგარეთი ბულგარეთის დროშა2–5საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაგოლი 52'შეცვლაზე გამოყვანა 67 წუთის შემდეგ 67'[23][24]
1209.06.2022სკოპიეჩრდ. მაკედონია ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა0–3საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაგოლი 52'შეცვლაზე გამოყვანა 71 წუთის შემდეგ 71'[25][26]
1312.06.2022თბილისისაქართველო საქართველოს დროშა0–0ბულგარეთის დროშა ბულგარეთიერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 80 წუთი 80'[27]
1423.09.2022თბილისისაქართველო საქართველოს დროშა2–0ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდ. მაკედონიაერთა ლიგაშეცვლაზე გამოყვანა 78 წუთის შემდეგ 78'[28]
1526.09.2022გიბრალტარიგიბრალტარი გიბრალტარის დროშა1–2საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაშეცვლაზე გამოყვანა 61 წუთის შემდეგ 61'[29]
1625.03.2023ბათუმისაქართველო საქართველოს დროშა6–1მონღოლეთის დროშა მონღოლეთიამხანაგურიგოლი 90'+1'შეცვლაზე გამოყვანა 64 წუთის შემდეგ 64'[30]
1728.03.2023ბათუმისაქართველო საქართველოს დროშა1–1ნორვეგიის დროშა ნორვეგიაევრ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 59 წუთი 59'[31]
1817.06.2023ლარნაკაკვიპროსი კვიპროსის დროშა1–2საქართველოს დროშა საქართველოევრ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 88 წუთი 88'[32]
1920.06.2023გლაზგოშოტლანდია შოტლანდიის დროშა2–0საქართველოს დროშა საქართველოევრ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 56 წუთი 56'[33]
2012.09.2023ოსლონორვეგია ნორვეგიის დროშა2–1საქართველოს დროშა საქართველოევრ. შეს.გოლი 90+1'შეცვლაზე შესვლა after 67 წუთი 67'[34]
2112.10.2023თბილისისაქართველო საქართველოს დროშა8–0ტაილანდის დროშა ტაილანდიამხანაგურიშეცვლაზე შესვლა after 46 წუთი 46'[35]
2215.10.2023თბილისისაქართველო საქართველოს დროშა4–0კვიპროსის დროშა კვიპროსიევრ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 58 წუთის შემდეგ 58'[36]
2316.11.2023თბილისისაქართველო საქართველოს დროშა2–2შოტლანდიის დროშა შოტლანდიაევრ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 69 წუთი 69'[37]
2421.03.2024თბილისისაქართველო საქართველოს დროშა2–0ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგიევრ. შეს.გოლი 40', 63'შეცვლაზე გამოყვანა 86 წუთის შემდეგ 86'[38]
2526.03.2024თბილისისაქართველო საქართველოს დროშა0–0საბერძნეთის დროშა საბერძნეთიევრ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 75 წუთის შემდეგ 75'[][39]
2609.06.2024პოდგორიცამონტენეგრო მონტენეგროს დროშა1–3საქართველოს დროშა საქართველოამხანაგურიგოლი 83'შეცვლაზე შესვლა after 80 წუთი 80'[40]
2718.06.2024დორტმუნდითურქეთი თურქეთის დროშა3–1საქართველოს დროშა საქართველოევრო 2024შეცვლაზე შესვლა after 85 წუთი 85'[41][42]
2830.06.2024კელნიესპანეთი ესპანეთის დროშა4–1საქართველოს დროშა საქართველოევრო 2024შეცვლაზე შესვლა after 79 წუთი 79'[43]
2907.09.2024თბილისისაქართველო საქართველოს დროშა4–1ჩეხეთის დროშა ჩეხეთიერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 75 წუთი 75'[44]
3010.09.2024ტირანაალბანეთი ალბანეთის დროშა0–1საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 86 წუთი 86'[45]
3111.10.2024პოზნანიუკრაინა უკრაინის დროშა1–0საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 82 წუთი 82'[46]
3214.10.2024თბილისისაქართველო საქართველოს დროშა0–1ალბანეთის დროშა ალბანეთიერთა ლიგა[47]
3316.11.2024ბათუმისაქართველო საქართველოს დროშა1–1უკრაინის დროშა უკრაინაერთა ლიგაშეცვლაზე გამოყვანა 67 წუთის შემდეგ 67'[48]
3419.11.2024ოლომოუციჩეხეთი ჩეხეთის დროშა2–1საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 61 წუთი 61'[49]
3520.03.2025ერევანისომხეთი სომხეთის დროშა0–3საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 66 წუთი 66'[50]
3623.03.2025თბილისისაქართველო საქართველოს დროშა6–1სომხეთის დროშა სომხეთიერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 77 წუთი 77'[51]
3707.09.2025თბილისისაქართველო საქართველოს დროშა3–0ბულგარეთის დროშა ბულგარეთიმსოფ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 77 წუთი 77'[52]
3814.10.2025იზმითითურქეთი თურქეთის დროშა4–1საქართველოს დროშა საქართველომსოფ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 45 წუთი 45'[53]
3915.11.2025თბილისისაქართველო საქართველოს დროშა0–4ესპანეთის დროშა ესპანეთიმსოფ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 72 წუთის შემდეგ 72'[54]
4018.11.2025სოფიაბულგარეთი ბულგარეთის დროშა2–1საქართველოს დროშა საქართველომსოფ. შეს.[55]
  1. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4–2 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
  • ეროვნული ლიგის საუკეთესო ბობარდირი: 2018

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თემატური საიტები
AFS · ESPN · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams.com · Soccerbase · Soccerway · Sofascore · Sports.ru · Sportline.ge · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA
მედია
lelo.ge დაარქივებული 2023-06-05 საიტზე Wayback Machine. · La Gazzetta dello Sport Georgia
ვიდეო
Croco․ge · News Makers
  1. 1 2 ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
  2. „კარლსრუემ“ ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერი დაადასტურა! დაარქივებული 2023-06-05 საიტზე Wayback Machine. . lelo.ge
  3. ბუდუ ზივზივაძე დღეიდან მეორე ბუნდესლიგაში... დაარქივებული 2023-06-05 საიტზე Wayback Machine. . lelo.ge
  4. Nationalspieler Zivzivadze stürmt im Wildpark. kicker.de
  5. KSC Mannschaftsfoto 2023/24 // Karlsruher SC
  6. Hattrick-Hero Turns Game Around! | Karlsruhe 3-2 FC Nürnberg
  7. ბუდუმ „ნიურნბერგს“ ჰეთ-თრიკი შეუსრულა
  8. Budu Zivzivadze wechselt zum FC Heidenheim
  9. ზივზივაძემ გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარა
  10. ზივზივაძის პირველი საგოლე გადაცემა ბუნდესლიგაში
  11. უზბეკეთი 2–2 საქართველო // Nakrebi.ge
  12. საქართველო 2–0 ლუქსემბურგი // Nakrebi.ge
  13. Uzbekistan 2–2 Georgia / Friendlies. soccerway
  14. Jordan 1–0 Georgia / Friendlies. soccerway
  15. Georgia 1–0 Malta / Friendlies. soccerway
  16. Luxembourg 1–0 Georgia / Friendlies. soccerway
  17. Georgia 1–2 Spain / WC Qualification Europe. soccerway
  18. Greece 1–1 Georgia / WC Qualification Europe. soccerway
  19. Romania 1–2 Georgia / Friendlies. soccerway
  20. Netherlands 3–0 Georgia / Friendlies. soccerway
  21. Bosnia-Herzegovina 0–1 Georgia / Friendlies. soccerway
  22. Albania 0–0 Georgia / Friendlies. soccerway
  23. Bulgaria 2–5 Georgia / UEFA Nations League // soccerway
  24. Bulgaria 2–5 Georgia / UEFA Nations League. uefa.com
  25. North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League // soccerway
  26. North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League. uefa.com
  27. Georgia 0–0 Bulgaria / UEFA Nations League. soccerway
  28. Georgia 2–0 North Macedonia / UEFA Nations League. soccerway
  29. Gibraltar 1–2 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  30. Mongolia 6–1 Malta / Friendlies. soccerway
  31. Georgia 1–1 Norway / UEFA European Championship Qualifiers. soccerway
  32. Cyprus 1–2 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
  33. Scotland 2–0 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
  34. Norway 2–1 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
  35. Georgia 8–0 Thailand / Friendlies. soccerway
  36. Georgia 4–0 Cyprus / Qual. Euro 2024. soccerway
  37. Georgia 2–2 Scotland / Qual. Euro 2024. soccerway
  38. Georgia 2–0 Luxembourg / Qual. Euro 2024. soccerway
  39. Georgia 0–0 Greece / UEFA Euro 2024 Qualifiers. soccerway
  40. Montenegro 1–3 Georgia / Friendlies. soccerway
  41. Türkiye 3–1 Georgia / UEFA Euro 2024. soccerway
  42. Türkiye 3–1 Georgia / BVB Stadion Dortmund. UEFA
  43. Spain 4–1 Georgia / UEFA Euro 2024. soccerway
  44. Georgia 4–1 Czechia / UEFA Nations League. soccerway
  45. Albania 0–1 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  46. Ukraine 1–0 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  47. Georgia 0–1 Albania / UEFA Nations League. soccerway
  48. Georgia 1–1 Ukraine / UEFA Nations League. soccerway
  49. Czechia 2–1 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  50. Armenia 0–3 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  51. Georgia 6–1 Armenia / UEFA Nations League. soccerway
  52. Georgia 3–0 Bulgaria / World Cup Qualifiers. uefa.com
  53. Türkiye 4–1 Georgia / World Cup Qualifiers. fifa.com
  54. Georgia 0–4 Spain / World Cup Qualifiers. 11v11
  55. Bulgaria 2–1 Georgia / World Cup Qualifiers. 11v11
  56. ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ