ხვიჩა კვარაცხელია
![]() კვარაცხელია 2019 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 12 თებერვალი, 2001 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | რუბინი | ||
ნომერი | 21 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2012–2017 | დინამო თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2017–2018 | დინამო თბილისი | 4 | (1) |
2018–2019 | რუსთავი | 18 | (3) |
2019 | → ლოკომოტივ მოსკოვი | 7 | (1) |
2019– | რუბინი | 43 | (5) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2016–2018 | საქართველო U17 | 21 | (15) |
2017– | საქართველო U19 | 6 | (2) |
2019– | საქართველო | 5 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 1 იანვარი, 2021 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 1 იანვარი, 2021 |
ხვიჩა კვარაცხელია (დ. 12 თებერვალი, 2001, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი.
საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლიდან თამაშობდა თბილისის „დინამოს“ აკადემიასა და ახალგაზრდულ გუნდებში. კვარაცხელიამ კარიერა 2017 წელს, თბილისის „დინამოში“ დაიწყო. ერთი წლის შემდეგ „რუსთავში“ გადავიდა.
2019 წლის 15 თებერვალს, კვარაცხელია იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა.[1] მისი დებიუტი რუსეთის პრემიერ ლიგაში 2019 წლის 10 მარტს, მაჰაჩყალის „ანჟის“ წინააღმდეგ შედგა. ის მოედანზე 86-ე წუთზე გამოვიდა, ჯეფერსონ ფაფრანის ნაცვლად.[2]
2019 წლის 1 ივლისს, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ კვარაცხელიამ დატოვა „ლოკომოტივი“.[3] მოსკოვის „ლოკომოტივის“ მწვრთნელმა იური სიომინმა კი განაცხადა, რომ იმედგაცრუებული იყო ხვიჩას გუნდიდან წასვლის და „რუსთავისგან“ არ გამოსყიდვის გამო.[4]
2019 წლის 6 ივლისს, კვარაცხელიამ ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს ყაზანის „რუბინთან“.[5] 2019 წლის 15 ივლისს, მან გაუტანა ყოფილ კლუბს, მოსკოვის „ლოკომოტივს“. კვარაცხელიამ მეორე გოლი „რუბინის“ მაისურით, 2019 წლის 30 ნოემბერს, გროზნოს „ახმატის“ წინააღმდეგ გაიტანა. 2020 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გალათასარაი“ მზად იყო მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. 2020 წელს კვარაცხელია ზედიზედ სამჯერ, გულშემატკივრებმა აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. [6] 2020 წელს დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შედგა 2019 წლის 7 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის წინააღმდეგ.[7]
2020 წლის 14 ოქტომბერს, მან გაიტანა თავისი პირველი გოლი ნაკრების მაისურით, ერთა ლიგაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა.
მატჩები ეროვნულ ნაკრებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
№ | თარიღი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | წყარო |
1 | 6.07.2019 | საქართველო ![]() |
3–1 | ![]() |
||
2 | 09.05.2020 | ესტონეთი ![]() |
0–1 | ![]() |
||
3 | 09.08.2020 | საქართველო ![]() |
1–1 | ![]() |
||
4 | 10.08.2020 | საქართველო ![]() |
1–0 | ![]() |
||
5 | 10.14.2020 | მაკედონია ![]() |
1–1 | ![]() |
საერთაშორისო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო | |||
2019 | 1 | 0 | |
2020 | 4 | 1 | |
ჯამი | 5 | 1 |
პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მისი მამა არის ყოფილი ფეხბურთელი ბადრი კვარაცხელია. 2000 წელს ბადრი კვარაცხელიამ ჩაატარა 3 მატჩი აზერბაიჯანის ნაკრებში. თამაშობდა ქართულ და აზერბაიჯანულ კლუბებში.[8][9]
ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რუსეთის თასი (1): 2018–19
ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რუსეთის პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2019–20
- საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2020
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Хвича Кварацхелия – в "Локомотиве" Russian. FC Lokomotiv Moscow (15 February 2019).
- ↑ Anzhi v Lokomotiv game report Russian. Russian Premier League (10 March 2019).
- ↑ Кварацхелия покинул "Локомотив" Russian. FC Lokomotiv Moscow (1 July 2019).
- ↑ Сёмин: из-за ухода Кварацхелии из "Локомотива" у меня потекли слёзы Russian. Championat (1 July 2019).
- ↑ ХВИЧА КВАРАЦХЕЛИЯ СТАЛ ИГРОКОМ "РУБИНА" Russian. FC Rubin Kazan (6 July 2019).
- ↑ კვარაცხელია ზედიზედ მესამედ აღიარეს "რუბინის" საუკეთესო ფეხბურთელად
- ↑ Georgia v Gibraltar game report. UEFA (7 ივნისი, 2019).
- ↑ ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა მიუნხენის „ბაიერნის“ წევრი გახდეს In: Imedinews.ge vom 13. April 2018 (abgerufen am 7. November 2019)
- ↑ Profil von Badri Kwarazchelia In: worldfootball.net (abgerufen am 7. November 2019)
|