ალექსანდრე კობახიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კობახიძე.
ალექსანდრე კობახიძე
Александр Кобахидзе.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალექსანდრე კობახიძე
დაბადების
თარიღი
11 თებერვალი, 1987 (1987-02-11) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 1.83 მ
სათამაშო
პოზიცია
განაპირა ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ვოლინი ლუცკი
ნომერი 19
ახალგაზრდული კარიერა
2000–2004 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004–2005 სპარტაკი თბილისი 13 (0)
2006–2008 დინამო თბილისი 43 (7)
2008– დნიპრო დნეპროპეტროვსკი 9 (1)
2009–2010კრივბასი (იჯარით) 24 (0)
2011–2013არსენალი კიევი (იჯარით) 41 (9)
2014–ვოლინი ლუცკი (იჯარით) 8 (1)
ეროვნული ნაკრები
2006–2007 საქართველო 19 წლ. 3 (0)
2007-2008 საქართველო 21 წლ. 9 (0)
2006- საქართველო 21 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 9 ნოემბერი, 2014
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 3 ივნისი, 2014

ალექსანდრე (სანდრო) კობახიძე (დ. 11 თებერვალი, 1987; თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, დნეპროპეტროვსკის „დნიპროსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.[1] 2014 წლის ივლისიდან იჯარის წესით განათხოვრებულია ლუცკის „ვოლინში“.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერა დაიწყო თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდულ გუნდში. შემდეგ იცავდა ასევე დედაქალაქის კლუბ „სპარტაკის“ ღირსებას. 2005 წელს დაბრუნდა „დინამოში“, სადაც 3 სეზონი გაატარა. 2008 წლის ზამთარში გადავიდა უკრაინულ დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“.[2] უკრაინის პემიერ-ლიგაში მისი დებიუტი შედგა 2008 წლის 22 მარტს „ზაკარპატიესთან“ 1-1 დასრულებულ მატჩში.[3]. შემდეგ ზამთრის სატრასნფერო ფანჯრამდე „დნიპროს“ რიგებში მეტი მატჩი არ ჩაუტარებია. 2009 წლის ივლისში იჯარის წესით გადავიდა კრივოი-როგის „კრივბასში“, სადაც ნახევარი სეზონი გაატარა. 2011 წლის მარტში „დნიპრომ“ ასევე იჯარის წესით გაანათხოვრა კიევის „არსენალში“. „დნიპროში“ დაბრუნების შემდეგ 2 სეზონის განმავლობაში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო. 2014 წლის ივნისიდან იჯარის წესით იმყოფება ლუცკის „ვოლინში“, იგი გუნდს ხორვატიულ შეკრებაზე შეუერთდა.[4]

სანაკრებო გოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# თარიღი ადგილი მეტოქე გოლი შედეგი გათამაშება
1. 11 ნოემბერი, 2011 მიხეილ მესხი, თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო მოლდოვის დროშა მოლდოვა 1–0 2–0 ამხანაგური
2. 29 თებერვალი, 2012 მიხეილ მესხი, თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო ალბანეთის დროშა ალბანეთი 1–1 2–1 ამხანაგური
3. 22 მარტი, 2013 სტად დე ფრანსი, სენ-დენი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 3–1 3–1 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 2014

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]