გიორგი ჭანტურია (ფეხბურთელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭანტურია.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი ჭანტურია.
გიორგი ჭანტურია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი ჭანტურია გობრონიძე
დაბადების
თარიღი
11 აპრილი, 1993 (1993-04-11) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
გარემარბი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
დუისბურგი
ნომერი 36
ახალგაზრდული კარიერა
2004–2010 სკ საბურთალო
2009–2010ბარსელონა (იჯარით)
2010–2011 ვიტესი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2011-2014 ვიტესი 37 (5)
2012-2013ალანია (იჯარით) 6 (0)
2014 ჩფრ კლუჟი 7 (1)
2014-2015 ელას ვერონა 0 (0)
2014-2015ჩფრ კლუჟი (იჯარით) 22 (4)
2015- დუისბურგი 22 (4)
ეროვნული ნაკრები
2008-2009 საქართველო 17 წლ. 15 (5)
2010-2012 საქართველო 19 წლ. 6 (4)
2011-2014 საქართველო 21 წლ. 15 (5)
2014- საქართველო 10 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 ოქტომბერი, 2015
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 სექტემბერი, 2015

გიორგი ჭანტურია (დ. 11 აპრილი, 1993, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარაზე კლუბ „დუისბურგისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგიმ კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“, 2009 წლის ივნისში იჯარის წესით გადავიდა ბარსელონაში.[1] ის გადაიყვანეს ბარსას ახალგაზრდულ B გუნდში, სადაც გაიტანა 11 გოლი და დაეხმარა კატალონიელებს ლიგის ტიტულის მოპოვებაში.[2]

მას შემდეგ, რაც 2010 წლის აგვისტოში ჭანტურიათი ლონდონური „ჩელსი“ დაინტერესდა,[3] გიორგიმ კონტრაქტი გააფორმა არნემის „ვიტესთან“. 2011 წლის აპრილში მან გააფორმა სამწლიანი ხელშეკრულება კლუბთან.[4]

ჭანტურიას დებიუტი „ვიტესში“ შედგა 2011-12 წლების სეზონის პირველ, „დენ ჰააგთან“ ფრედ (0-0) დასრულებულ გასვლით მატჩში, 7 აგვისტოს.[5] მან პირველი გოლი ვიტესის მაისურით გაიტანა მეორე ოფიციალურ მატჩში, როდესაც მისმა გუნდმა დაამარცხა „ვვვ-ვენლო“, ანგარიშით 4-0. ჭანტურიას ვიტესში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა 2011-12 წლების სეზონში ის გუნდის სათადარიგო ფეხბურთელი იყო, ხოლო შემდგომ სეზონში თითქმის არ ეძლეოდა სათამაშო პრაქტიკა.

2012 წლის დეკემბერში ჭანტურია იჯარის წესით გადავიდა ვლადიკავკაზის „ალანიაში“, სეზონის დასრულებამდე.[6] სეზონის ბოლოს დაბრუნდა არნემულ კლუბში და ადგილი დაიბრუნდა გუნდის მთავარ შემადგენლობაში 2013–14 წლების სეზონისთვის.

2014 წლის 19 თებერვალს გიორგიმ კონტრაქტი გააფორმა რუმინულ კლუბ „ჩფრ კლუჟთან“, ტრანსფერის საფასური არ ხმაურდება.[7]

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭანტურია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად 2008 წელს გამოიძახეს. მისი გამოსვლები 19 წლამდელთა ნაკრებში საკმაოდ წარმატებული იყო. 2012 წლის 25 მაისს მან გაიტანა გოლი ამხანაგურ მატჩში ბოსნიის წინააღმდეგ (მატჩი ქართველთა გამარჯვებით, 4:2 დასრულდა), ბოლო 30 მაისს მან თავისი დუბლით ნაკრებს გამარჯვება მოუტანა ავსტრიის წინააღმდეგ (საბოლოო ანგარიში იყო 2:1).[8]

2011 წლიდან გიორგი ჭანტურია 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრია. 2011 წლის სექტემბერში მან მონაწილეობა მიიღო უეფა-ს ევროპის 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის მატჩში ესპანელი თანატოლების წინააღმდეგ, რომელიც ქართულმა გუნდმა 2:7 დათმო, გიორგი 76-ე წუთზე შეცვალეს.[9]

საქართველოს მთავარ ნაკრებში პირველად ჭანტურიამ 2014 წლის 5 მარტს ითამაშა, ლიხტენშტეინის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში (2-0). სადებიუტო შეხვედრა მან გოლით აღნიშნა.[10]

კარიერის სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 19 იანვარი 2014
კლუბი სეზონი ლიგა თასი ევროტურნირებზე ჯამში
თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი
ვიტესი 2011-12 28 4 3 0 0 0 31 4
2012-13 1 0 0 0 3 0 4 0
2013-14 8 1 2 1 2 0 12 2
ჯამში 37 5 5 1 5 0 47 6
ალანია ვლადიკავკაზი (იჯარით) 2012-13 6 0 0 0 0 0 6 0
ჯამში 6 0 0 0 0 0 6 0
კარიერის ჯამში 43 5 5 1 5 0 53 5

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Giorgi Chanturia (15 años) ya es nuevo jugador del FC Barcelona ესპანური. joinFutbol (23 June 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი 2014.
  2. Introducing Giorgi Chanturia - 'The Georgian Lionel Messi' who left Barcelona for Vitesse. Goal.com (20 აგვისტო 2011).
  3. Chelsea To Seal Chanturia Deal?; The Chels, 8 აგვისტო 2010
  4. Giorgi ‘Gio’ Chanturia eindelijk Vitessenaar ნიდერლანდური. Vitesse (11 აპრილი 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-24. ციტირების თარიღი: 2014-02-21.
  5. „ADO Den Haag 0-0 Vitesse“. Voetbal International. Weekbladpers Groep. 7 აგვისტო 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-19. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2011. horizontal tab character არის |title=-ში №14 პოზიციაზე (დახმარება)
  6. Vitesse verhuurt Chanturia aan Alania Vladikavkaz ნიდერლანდური. de Gelderlander (22 დეკემბერი 2012).
  7. Giorgi Chanturia la CFR რუმინული. CFR Cluj Official Website (19 თებერვალი 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-19. ციტირების თარიღი: 2014-02-21.
  8. Austria U19 — Georgia U19
  9. Georgia U21 — Spain U21
  10. ქეცბაიამ გიორგი ჭანტურია ნაკრებში გამოიძახა. „მსოფლიო სპორტი“. 7.10.2014