ნიკა კაჭარავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკა კაჭარავა
ნიკა კაჭარავა.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი ნიკოლოზ კაჭარავა
დაბადების
თარიღი
13 იანვარი, 1994 (1994-01-13) (23 წლის)
დაბადების
ადგილი
ნიქოზია, კვიპროსის დროშა კვიპროსი
სიმაღლე 1,98 მ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
როსტოვი
ახალგაზრდული კარიერა
2011-2012 დინამო თბილისი
2013-2014 რუბინი ყაზანი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2013-2014 რუბინი ყაზანი 0 (0)
2014-2016 სპარტაკი ცხინვალი 41 (25)
2016- როსტოვი 0 (0)
ეროვნული ნაკრები
2012-2013 საქართველო 19 წლ. 8 (2)
2013- საქართველო 21 წლ. 9 (5)
2016- საქართველო 4 (1)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: 14 იანვარი, 2016.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობისა და გოლების მაჩვენებელი ბოლოს განახლდა:
3.04.2017.

ნიკოლოზ 'ნიკა' კაჭარავა (დ. 13 იანვარი, 1994, ნიქოზია) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „როსტოვისა“ და საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების თავდამსხმელი.

ნიკა არის ცნობილი ქართველი მწვრთნელის, კახაბერ კაჭარავას შვილი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშობდა თბილისის „დინამოს“ მეორე გუნდში. 2012 წლის გაზაფხულზე თბილისური კლუბი დატოვა და რამდენიმე თვე შვეიცარიაში იმყოფებოდა, თავიდან ჩელენჯლიგის „კიასოში“ ვარჯიშობდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სამოყვარულო „ვანდიშში“ გაანათხოვრეს. სამოყვარულო გუნდის უცხოელ მოთამაშეს 3 თვეზე მეტხანს გაჩერების უფლება არ აქვს, რის გამოც ზაფხულში იძულებული გახდა, საქართველოში ჩამოსულიყო. შვეიცარიაში დაბრუნდების იმედი რომ გადაეწურა, პირველ ლიგაში მოასპარეზე „გაგრაში“ ჩაირიცხა. 2013 წლის თებერვლიდან ყაზანის „რუბინის“ დუბმშემადგენლობის წევრი გახდა, მან ნახევარწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[1] „რუბინის“ დუბლებში 16 ჩატარებულ მატჩში 4 გოლის გატანა შეძლო,[2] პირველი გოლი გაიტანა სარანსკის „მორდოვიას“ ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ, იმ მატჩში ნიკა კაჭარავამ დუბლი გაიფორმა.[3] ძირითადი გუნდის შემადგენლობაში მოხვდა ერთხელ, 2013 წლის 2 დეკემბერს „ამკარის“ წინააღმდეგ მოგებულ მატჩში, თუმცა ნიკა მოედანზე არ გამოჩენილა.[4] 2014 წლიდან შეუერთდა ცხინვალის „სპარტაკს“, 2013-2014 წლების სეზონში ჩაატარა მხოლოდ 1 მატჩი, ხოლო შემდეგი სეზონიდან ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. 2015-16 წლების სეზონის პირველ ნახევარში, უმაღლეს ლიგაში გაიტანა ყველაზ მეტი, 13 გოლი. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მისით ინტერესდებოდნენ რუსული, ბელგიური და ჰოლანდიური კლუბები.[5] საბოლოოდ ნიკამ არჩევანი „როსტოვზე“ შეაჩერა, რომელმაც ტრანსფერში 300 ათასი ევრო გადაიხადა.[6]

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს 2012 წლის ოქტომბერში. მისი დებიუტი შედგა 26 ოქტომბერს, ხორვატი თანატოლების წინააღმდეგ.[7] 8 ჩატარებულ მატჩში გაიტანა 2 გოლი. 21 წლამდელთა ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2013 წლის 5 სექტემბერს, ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების წინააღდეგ, 84-ე წუთზე მან დავით სხირტლაძე შეცვალა.[8]

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მას დებიუტი ჰქონდა 2016 წელს. პირველი გოლი კი გაიტანა 2017 წლის 24 მარტს, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნიკა კაჭარავა ყაზანის ”რუბინის” 72-ე ნომერია,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“, 1 მარტი, 2013.
  2. სტატისტიკა Sportbox.ru-ზე
  3. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccer.ru-ზე, ყაზანი რუბინი (ახალგაზრდული) 5:1 მორდოვია სარანსკი (ახალგაზრდული)
  4. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ყაზანი რუბინი 3:0 ამკარი პერმი
  5. ნიკა კაჭარავა რუსულ, ბელგიურ და ჰოლანდიურ კლუბებს სურთ,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“, 28 დეკემბერი, 2015.
  6. რუსული მედია: "როსტოვმა" ნიკა კაჭარავაში 300 ათას ევრომდე გადაიხადა,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“, 6 იანვარი, 2016.
  7. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ხორვატია 19 წლ. 2:0 საქართველო 19 წლ.
  8. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ლუქსემბურგი 21 წლ. 0:3 საქართველო 21 წლ.