ასლან ბალაძე
|
| |||
| პირადი მონაცემები | |||
|---|---|---|---|
| დაბადების თარიღი | 5 ივნისი, 1960 | ||
| დაბადების ადგილი | ქობულეთი | ||
| სიმაღლე | 186 სმ | ||
| სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
| პროფესიონალური კარიერა* | |||
| წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
| 1975-1979 | შუქურა | 48 | (0) |
| 1980–1983 | დინამო ბათუმი | 14 | (0) |
| 1984–1986 | დინამო თბილისი | 12 | (0) |
| 1987–1996 | დინამო ბათუმი | 264 | (0) |
| ეროვნული ნაკრები | |||
| 1990 | საქართველო | 1 | (0) |
| სამწვრთნელო კარიერა | |||
| 2000 | დინამო ბათუმი | ||
| 2002–2003 | დინამო ბათუმი | ||
| 2012–2013 | შუქურა ქობულეთი | ||
| 2017 | დინამო ბათუმი | ||
|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება | |||
ასლან ბალაძე (დ. 5 ივნისი, 1960, ქობულეთი) — ქართველი ფეხბურთელი. სსრკ სპორტის ოსტატი (1984). დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტი (1983). გაიარა იტალიის კოვერჩიანოს საფეხბურთო აკადემიის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები (1999). თამაშობდა ქუბულეთის „შუქურაში“ (1975-1979), ბათუმის „დინამოსა“ (1980-1983, 1987-1996) და თბილისის „დინამოში“ (1983-1986). სსრკ ჩემპიონატის II ლიგაში ჩაატარა 176 მატჩი, I ლიგაში 108, ეროვნულ ჩემპიონატში 148. საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მეკარე, აღიარებულია დინამო ბათუმის XX საუკუნის საუკეთესო მეკარედ. კარიერის ძირითადი ნაწილი გაატარა ბათუმის „დინამოში“. ამჟამად არის ბათუმის „დინამოს“ გენერალური დირექტორი. 2021 წლიდან ბათუმის საკრებულოს წევრი, 2022 წლიდან ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქობულეთის შუქურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასლან ბალაძის საფეხბურთო კარიერა დაიწყო ქობულეთის „შუქურა“ს ოსტატ ფეხბურთელთა გუნდში 1975 წელს. აქ ის ირიცხებოდა 1979 წლამდე. ამავე წლებში იგი იცავდა საქართველოს სსრ-ს ახალგაზრდული ნაკრებების ღირსებას და ირიცხებოდა ბათუმის დინამოს ახალგაზრდულ გუნდში.
დინამო ბათუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1980 წლიდან 1983 წლის 12 ნოემბრამდე ასლან ბალაძე ირიცხებოდა ბათუმის „დინამოში“. იგი არის იმ ლეგენდარული წარმატების უშუალო მონაწილე და სულისჩამდგმელი, როგორიც არის „დინამო“ ბათუმის სსრკ მეორე ლიგიდან პირველ ლიგაში გადასვლა (1983 წელს „დინამო“ ბათუმმა საკავშირო პირველობის მეორე ლიგის მეცხრე ზონაში გაიმარჯვა, წარმატებით გადალახა გადასავლელი თამაშები და პირველ ლიგაში აღზევდა)
თბილისის დინამო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1984 წლიდან 1986 წლამდე ასლან ბალაძე ირიცხებოდა თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში, რომლის ძირითად შემადგენლობაში ჩატარა 12 მატჩი, ხოლო დუბლშემადგენლობაში — 65 მატჩი. ასლან ბალაძე თბილისის „დინამოს“ იმ გუნდის შემადგენლობაში იყო, რომელიც რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ევროთასებს.
დინამო ბათუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1987 წელს ასლან ბალაძე დაბრუნდა ბათუმის „დინამოში“, აქვე დაასრულა კარიერა 1996 წელს. ასლან ბალაძის სახლეს უკავშრდება საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ „დინამო“ ბათუმის წარმატებები ეროვნულ ჩემპიონატსა და საქართველოს თასის გათამაშებაში. ამ პერიოდში გუნდმა ორჯერ იასპარაზე საქართველოს თასის ფინალში, ხოლო ერთხელ ეროვნულ ჩემპიონატში ვერცხლის მედალი აიღო. ბათუმის „დინამოს“ ისტორიაში ევროთასებზე პირველი ასპარეზობა, „ობილიჩის“ წინააღმდეგ და გლაზგოს „სელტიკის“ წინააღმდეგ. ამ პერიოდში ასლან ბალაძემ „დინამო“ ბათუმის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთად აღებული 280 მატჩი ჩაატარა, ჯამში კი „დინამო“ ბათუმში 350-მდე თამაში მოუგროვდა, რაც კლუბის ისტორიაში მეკარეებს შორის სარეკოდრო მაჩვენებლად ითვლება.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასლან ბალაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ის გახდა ისტორიული მატჩის მონაწილე. ამ დღეს საქართველოს პირველი ეროვნული ნაკრების პირველი მატჩი ჩატარდა ლიტვის წინააღმდეგ, სადაც ასლან ბალაძემ 90 წუთი დაჰყო მოედანზე. ის იყო ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე ორივე ნაკრების შემადგენლობაში.
კარიერა აქტიური სპორტის შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1996 დან 2004 წლამდე ასლან ბალაძე მუშაობდა შემდეგ თანამდებობებზე: ბათუმის „დინამოს“ ბავშვთა საფეხბურთო სკოლის დირექტორად, ბათუმის „დინამოს“ გუნდის უფროსად და გუნდის მთვარ მწვრთნელად (2001–2004). 2000 წლიდან აჭარის კომპლექსური სპორტული სკოლის დირექტორად, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივნად და დასავლეთ საქართველოს ბავშვთა ფეხბურთის კურატორად. 2005 წელს ასლან ბალაძე ხდება ბათუმის „დინამოს“ გენერალური დირექტორი. 2007 დან 2012 წლამდე მუშაობას აგრძელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში.
2012 წელს ბრუნდება აჭარაში, ქობულეთის „შუქურას“ მთავარ მწვრთნელად. იმავე წელს ინიშნება ქობულეთის „შუქურას“ გენერალურ დირექტორად. 2014 წლიდან 2016 წლამდე იგი არის ბათუმის სამწვრთნელო შტაბში, ამ პერიოდში გუნდმა ერთხელ მოიპოვა ვერცხლის მედალი ეროვნულ ჩემპიონატში და ერთხელაც ბრინჯაო და 14-წლიანი პაუზის შემდეგ იასპარეზა ევროთასებზე. 2016–17 წლებში არის „დინამო“ ბათუმის ბავშვთა სკოლის დირექტორი. 2018–2020 წლებში იყო ბათუმის „დინამოს“ სპორტული დირექტორი, ხოლო 2021 წლის იანვრიდან დღემდე არის „დინამო“ ბათუმის გენერალური დირექტორი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯიოშვილი ლევან, სპორტი აჭარაში, ბათუმი: ალიონი, 2012, ISBN 978-9941-0-2147-3.
- ფეხბურთი აჭარაში, ბათუმი 2008, გარუნ აკოფოვი.
- ქურდობაძე, ალექსანდრე, ფეხბურთი : ენციკლოპედია, თბ.: „ჯისიაი“, 1996. — გვ. 18. 280 გვ.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ასლან ბალაძე შვილთან ირაკლი ბალაძესთან ერთად, 2002.
-
ბათუმის „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბი: შოთა ჭეიშვილი, ასლან ბალაძე და ლევან ხომერიკი, 2015.
-
ვლადიმერ გუცაევი და ასლან ბალაძე, 2011.
-
ასლან ბალაძე საქართველოს U19 ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, 2011.
-
ასლან ბალაძე პორტუგალიაში 2011 წელს ევროპის 19 წლამდელთა
-
ასლან ბალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, ლიტვის წინააღმდეგ, 1990 წლის 27 მაისი.
-
ასლან ბალაძე „დინამო“ ბათუმის შემადგენლობაში, გლაზგოს „სელტიკთან“ მატჩისას.
-
ასლან ბალაძე „დინამო“ ბათუმის შემადგენლობაში
-
ასლან ბალაძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში
-
ასლან ბალაძე და ვალერიან ჩხარტიშვილი, 2003.
-
ასლან ბალაძე „დინამო“ ბათუმის სამწვრთნელო შტაბში 2015 წელს
-
ასლან ბალაძე ჯოვანი ტრაპატონისთან ერთად კოვერჩიანოს საფეხბურთო სკოლაში 1999 წელს.
-
ბათუმის „დინამო“ გლაზგოს „სელტიკთან“ მატჩის წინ, 1995.
პირადი და ოჯახური ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასლან ბალაძე დაიბადა მიხეილ ბალაძისა და მერი შარაშიძის ოჯახში. ასლან ბალაძეს ჰყავს მეუღლე მზია ჩიჩუა და ერთადერთი შვილი ირაკლი ბალაძე, რომელიც იყო ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი, დღესდღეობით არის ბათუმის „დინამოს“ აკადემიის ხელმძღვანელი.