შინაარსზე გადასვლა

სანდრო ალთუნაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანდრო ალთუნაშვილი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
19 მაისი, 1997 (1997-05-19) (29 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 170 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ჰაპოელი ჰაიფა
ნომერი 19
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2014–2021 საბურთალო 143 (5)
2021–2023 დინამო ბათუმი 82 (4)
2023–2025 ვოლფსბერგერი 45 (1)
2025 იბერია 1999 12 (0)
2026– ჰაპოელი ჰაიფა 4 (0)
ეროვნული ნაკრები
2015–2016 საქართველო 19-წ. 6 (0)
2021– საქართველო 8 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 7 თებერვალი, 2026
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 სექტემბერი, 2024

სანდრო ალთუნაშვილი (დ. 19 მაისი, 1997, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საფეხბურთო კლუბ ჰაიფას „ჰაპოელის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1]

სანდრო ალთუნაშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია და კარიერის დიდი ნაწილი ამ კლუბში აქვს გატარებული.

2014–2021 წლებში „საბურთალოს“ მაისურით სანდრომ ეროვნული ლიგის 143 მატჩი ითამაშა და 5 გოლი შეაგდო. „საბურთალოს“ რიგებში 2018 წელს ქვეყნის ჩემპიონის წოდება მოიპოვა. კლუბთან ერთად გახდა ასევე საქართველოს თასისა[2] და სუპერთასის მფლობელი.

შემდეგ იყო ბათუმის „დინამოს“ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე და ეროვნულ ლიგაში გამორჩეული საყრდენი ნახევარმცველი.

პირველად ბათუმის „დინამოს“ მაისურით 2021 წლის 27 თებერვალს ეროვნული ლიგის პირველივე ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ბათუმელები ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდნენ, რამაზ შენგელიას სტადიონზე გაიმართა და მათივე გამარჯვებით 1–0 დამთავრდა.

ბათუმელთა რიგებში 2021–2023 წლებში მან ეროვნული ლიგის 82 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობაში 2021 წელს ქვეყნის ჩემპიონის წოდება, ხოლო 2022 წელს საქართველოს სუპერთასი მოიპოვა.

2023 წლის ივნისში სანდრო ალთუნაშვილი ოფიციალურად „ვოლფსბერგერის“ ფეხბურთელი გახდა, ავსტრიულმა კლუბმა ალთუნაშვილს 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.[3][4] მისი დებიუტი ავსტრიის ბუნდესლიგაში 9 აგვისტოს, მეორე ტურის გასვლით შეხვედრაში, „ვიორთეზი შტადიონზე“ (გერმ. Wörthersee Stadion) კლაგენფურტის „აუსტრიას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა. სანდრომ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 63 წუთი ითამაშა. მატჩი ფრედ — 2–2 დასრულდა.[5]

2023 წლის 12 აგვისტოს სანდრო ალთუნაშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მეორე თამაში ჩაატარა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. საქართველოს ნაკრებისა და „ვოლფსბერგერის“ ფეხბურთელი თერთმეტ რჩეულ მოთამაშეს შორის პორტალმა Sofascore-მა დაასახელა. ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ საკუთარ სტადიონზე ლუშტენაუს „აუსტრია“ მიიღო, მატჩი ფრედ — 1–1 დასრულდა.[6] ქართველ ნახევარმცველს, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება — 7.8 ქულა დაუწერა.[7]

2024 წლის 4 ნოემბერს ავსტრიის ბუნდესლიგის მე-13 ტურში „ვოლფსბერგერმა“ შინ კლაგენფურტის „აუსტრია“ მიიღო და 4–0 მოუგო. „ვოლფსბერგერის“ სასტარტო შემადგენლობას სანდრო ალთუნაშვილი დაუბრუნდა, 26 წლის ნახევარმცველს „რაინდორფ ალტახთან“ მიღებული დაზიანების გამო 2 მატჩის გამოტოვება მოუწია. ალთუნაშვილმა ამ მატჩში ორი საკვანძო გადაცემა შეასრულა, თუმცა ერთ შემთხვევაში თამაშგარე დაფიქსირდა, 69-ე წუთზე კი შეტევა გოლით დასრულდა.[8][9]

2024 წლის 3 მარტს ავსტრიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლა და 4–0 მოუგო. ქართველმა ფეხბურთელებმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს თამაში. მე-2 წუთზე კიტეიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, ალთუნაშვილი კი მთავარმა მსაჯმა 55-ე წუთზე გააფრთხილა. ალთუნაშვილმა მატჩი შეუცვლელად ითამაშა.[10][11]

იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2021 წლის 5 სექტემბერს, ესპანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში შედგა. სანდრომ მატჩის 69-ე წუთზე გიორგი აბურჯანია შეცვალა. შეხვედრა ბადახოსის „ესტადიო ნუევო ვივეროზე“ (ესპ. Estadio Nuevo Vivero) გაიმართა და ესპანელთა გამარჯვებით 4–0 დასრულდა.[12]

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 10 სექტემბერი, 2024
ეროვნული ნაკრებიწელიმატჩიგოლი
საქართველოს დროშა
საქართველო
202120
202360
ჯამში80

სანაკრებო მატჩები და გოლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
105.09.2021ბადახოსიესპანეთი ესპანეთის დროშა4–0საქართველოს დროშა საქართველომსოფ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 69 წუთი 69'[13]
208.09.2021სოფიაბულგარეთი ბულგარეთის დროშა4–1საქართველოს დროშა საქართველოამხანაგურიშეცვლაზე გამოყვანა 59 წუთის შემდეგ 59'[14]
312.10.2023თბილისისაქართველო საქართველოს დროშა8–0ტაილანდის დროშა ტაილანდიამხანაგურიშეცვლაზე შესვლა after 46 წუთი 46'[15]
419.11.2023ვალიადოლიდიესპანეთი ესპანეთის დროშა3–1საქართველოს დროშა საქართველოევრ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 90 წუთი 90'[16]
509.06.2024პოდგორიცამონტენეგრო მონტენეგროს დროშა1–3საქართველოს დროშა საქართველოამხანაგურიშეცვლაზე შესვლა after 80 წუთი 80'[17]
618.06.2024დორტმუნდითურქეთი თურქეთის დროშა3–1საქართველოს დროშა საქართველოევრო 2024შეცვლაზე შესვლა after 89 წუთი 89'[18][19]
730.06.2024კელნიესპანეთი ესპანეთის დროშა4–1საქართველოს დროშა საქართველოევრო 2024შეცვლაზე შესვლა after 41 წუთი 41'[20]
810.09.2024ტირანაალბანეთი ალბანეთის დროშა0–1საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 90+3 წუთი 90+3'[21]
საქართველოს დროშა საბურთალო
საქართველოს დროშა დინამო ბათუმი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თემატური საიტები
AFS · Eurosport · Soccerway · Transfermarkt · UEFA.com
ვიდეო
Geo Scout · europop · FC Iberia
მედია
1tv.ge · Crystalsport.ge · Lelo.ge დაარქივებული 2024-04-04 საიტზე Wayback Machine. · Sportall.ge
  1. სანდრო ალთუნაშვილი საქართველოში დაბრუნდა და დეკემბრამდე „იბერიაში“ ითამაშებს
  2. Iberia 1999 3–1 Lokomotivi Tbilisi / David Kipiani Cup. soccerway
  3. „ვოლფსბერგერმა“ სანდრო ალთუნაშვილის ტრანსფერი დაადასტურა[მკვდარი ბმული]
  4. ალთუნაშვილი „ვოლფსბერგერის“ ფეხბურთელი გახდა
  5. Austria Klagenfurt 2–2 Wolfsberger AC / Bundesliga. soccerway
  6. Wolfsberger AC 1–1 Austria Lustenau / Bundesliga. soccerway
  7. სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში
  8. ალთუნაშვილის ბრწყინვალე პასი - „ვოლფსბერგერმა“ 4–0 მოიგო
  9. Wolfsberger AC 4–0 Austria Klagenfurt / Bundesliga. soccerway
  10. „შტურმის“ მარტივი გამარჯვება - ქართველების დუელი კიტეიშვილმა მოიგო
  11. Sturm Graz 4–0 Wolfsberger AC / Bundesliga. soccerway
  12. Spain 4–0 Georgia / UEFA World Cup Qualifiers
  13. Spain 4–0 Georgia / UEFA World Cup Qualifiers. soccerway
  14. Bulgaria 4–1 Georgia / Friendlies. soccerway
  15. Georgia 8–0 Thailand / Friendlies. soccerway
  16. Spain 3–1 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
  17. Montenegro 1–3 Georgia / Friendlies. soccerway
  18. Türkiye 3–1 Georgia / UEFA Euro 2024. soccerway
  19. Türkiye 3–1 Georgia / BVB Stadion Dortmund. UEFA
  20. Spain 4–1 Georgia / UEFA Euro 2024. soccerway
  21. Albania 0–1 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  22. ისტორიაში პირველად - „საბურთალომ“ საქართველოს თასი მოიგო
  23. ეროვნული ლიგის წლის საუკეთესო ნახევარმცველი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-04-04. ციტირების თარიღი: 2024-04-04
  24. ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგის საუკეთესოები გამოავლინა
  25. ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ