მათე ვაწაძე
|
მათე ვაწაძე დანიურ „ორჰუსში“ | |||
| პირადი მონაცემები | |||
|---|---|---|---|
| სრული სახელი | მათე ვაწაძე | ||
| დაბადების თარიღი | 17 დეკემბერი, 1988 | ||
| დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
| სიმაღლე | 183 სმ | ||
| სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
| საკლუბო ინფორმაცია | |||
| მიმდინარე კლუბი | დინამო თბილისი | ||
| ნომერი | 12 | ||
| პროფესიონალური კარიერა* | |||
| წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
| 2004–2008 | დინამო-2 თბილისი | 53 | (21) |
| 2005–2010 | დინამო თბილისი | 96 | (42) |
| 2011–2012 | ვოლგა ნნ | 20 | (1) |
| 2012 | დილა გორი | 15 | (13) |
| 2012–2016 | ორჰუსი | 75 | (29) |
| 2016 | ლოკომოტივი თბილისი | 4 | (1) |
| 2017 | ვიბორგი | 8 | (0) |
| 2017–2018 | სილკებორგი | 15 | (3) |
| 2018 | დინამო თბილისი | 12 | (2) |
| 2019 | ლიეპაია | 2 | (0) |
| 2019 | ყიზილკუმი | 12 | (3) |
| 2020 | აგმკ | 21 | (5) |
| 2021 | ყიზილკუმი | 26 | (5) |
| 2022 | გაგრა | 19 | (6) |
| 2022–2023 | დინამო ბათუმი | 29 | (5) |
| 2024 | გაგრა | 18 | (5) |
| 2024– | დინამო თბილისი | 28 | (4) |
| ეროვნული ნაკრები | |||
| 2008–2010 | საქართველო 21 | 5 | (1) |
| 2009– | საქართველო | 15 | (4) |
|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 26 ნოემბერი, 2025 | |||
მათე ვაწაძე (დ. 17 დეკემბერი, 1988, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვაწაძემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, 2005-2010 წლებში ჩაატარა 96 შეხვედრა და გაიტანა 42 გოლი. 2011 წელს გადავიდა რუსულ ნიჟნი-ნოვგოროდის „ვოლგაში“. რუსეთში თამაშისას გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სათამაშოდ, ხორვატიის და ისრაელის ნაკრებების წინააღმდეგ, თუმცა მან ვიზა ვერ მიიღო და ნაკრებს ვერ დაეხმარა[1]. ამის შემდეგ მათე სეზონის ბოლომდე თამაშობდა გორის „დილაში“, 2012 წლის 2 სექტემბერს, ვაწაძემ გააფორმა 3 წელიწად ნახევრიანი კონტრაქტი „ორჰუსთან“.
„ორჰუსში“ გადასვლამდე, „დილას“ რიგებში ვაწაძემ ითამაშა ევროპის ლიგის 2012-2013 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დილა საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გავიდა, სადაც „მარიტიმუსთან“ დამარცხდა 2 მატჩიან ორთაბრძოლაში. ევროტურნირებზე ასევე ნათამაშები აქვს თბილისის „დინამოს“ რიგებში 2010-2011 და 2009-2010 წლის სეზონების საკვალიფიკაციო ეტაპზე.
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უმაღლესი ლიგა ჩემპიონი (2): 2008/2009, 2009/2010
- საქართველოს თასის გამარჯვებული (2): 2008/2009, 2011/2012
- საქართველოს თასის ფინალისტი (1): 2009/2010
- საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1): 2008/09
- საქართველოს სუპერთასის ფინალისტი (1): 2009/2010
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მათე ვაწაძე — თბილისის „დინამოს“ ოფიციალურ საიტზე
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი ორჰუსის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2013-10-18 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||