შინაარსზე გადასვლა

საქართველოს საფეხბურთო თასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს საფეხბურთო თასი
დაარსდა 1990
რეგიონი საქართველოს დროშა საქართველო
ყველაზე ტიტულ. გუნდი დინამო თბილისი (13-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული დილა გორი (2-ჯერ)

საქართველოს საფეხბურთო თასი — ყოველწლიური სათასო გათამაშება ქართულ საფეხბურთო გუნდებს შორის, რომელსაც ატარებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. თასი არის რანგით მეორე საფეხბურთო შეჯიბრი საქართველოში ეროვნული ლიგის შემდეგ. ტურნირი ქართველი ფეხბურთელის – დავით ყიფიანის სახელს ატარებს და მისი სპონსორია კომპანია „ყაზბეგი“.

ტურნირის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია „დინამო თბილისი“, რომელმაც 13-ჯერ მოიპოვა ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „საბურთალო თბილისი“.

გათამაშების ფორმატი დაარსების დღიდან იცვლებოდა: 1990-იან წლებში გათამაშების ფორმატი ბევრჯერ შეიცვალა, თუმცა უმნიშვნელოდ − ასპარეზობა ხან საკვალიფიკაციო ეტაპით იწყებოდა, ხან პირდაპირ პლეი-ოფიდან. 2001 წლიდან გათამაშება დაიწყო შესარჩევი ეტაპიდან, სადაც გუნდები დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებში იყვნენ განაწილებულნი, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ პლეი-ოფი მეთექვსმეტედფინალით იწყებოდა. 2004–06 წლებში საკვალიფიკაციო ეტაპები გაუქმდა და პირდაპირ პლეი-ოფიდან დაიწყო ტურნირი. 2006 წელს საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ინიციატივით გათამაშება ჯგუფურ ეტაპად ჩატარდა. ასეთმა ფორმატმა ორი სეზონი იარსება. 2008 წლიდან საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ყაზბეგის გათამაშება კვლავ ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს.

საქართველოს თასის გათამაშება 1990 წლიდან იღებს სათავეს. იგი ტარდება ეროვნული ჩემპიონატის დაარსების დღიდან და ჩემპიონატის პარალელურად ტარდება. 2007 წელს თასი დაზიანდა, მაგრამ დამზადდა ახალი ტიტული.

თასის მფლობელები ევროპაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს თასის მფლობელები თავდაპირველად უეფა-ს თასების მფლობელთა თასზე, შემდეგ კი უეფა-ს თასზე გამოდიოდნენ, თუმცა მნიშვნელოვან წარმატებას ვერ აღწევდნენ. 2004 წელს წარმატებას მიღწია საქართველოს თასის მფლობელმა და ჩემპიონატის მეორე ადგილოსანმა – „დინამო თბილისმა“, რომელიც უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, სადაც ყველა თამაში წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა[1].

2006 წელს, უეფას თასზე თასის მფლობელმა „ამერმა“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია ბერლინის „ჰერტას“, თუმცა საბოლოოდ ორი მატჩის ჯამში დამარცხდა ანგარიშით 2–3[2].

სეზონი გამარჯვებული ანგარიში დამარცხებული
1990 გურია (1) 1–0 დ.დ ცხუმი სოხუმი
1991–92 დინამო თბილისი (1) 3–1 ცხუმი სოხუმი
1992–93 დინამო თბილისი (2) 4–2 დინამო ბათუმი
1993–94 დინამო თბილისი (3) 1–0 მეტალურგი რუსთავი
1994–95 დინამო თბილისი (4) 1–0 დინამო ბათუმი
1995–96 დინამო თბილისი (5) 1–0 დ.დ დინამო ბათუმი
1996–97 დინამო თბილისი (6) 1–0 დინამო ბათუმი
1997–98 დინამო ბათუმი (1) 2–1 დ.დ დინამო თბილისი
1998–99 ტორპედო ქუთაისი (1) 0–0 დ.დ; პენ.4–2 სამგურალი წყალტუბო
1999–2000 ლოკომოტივი თბილისი (1) 0–0 დ.დ; პენ.4–2 ტორპედო ქუთაისი
2000–01 ტორპედო ქუთაისი (2) 0–0 დ.დ; პენ.4–3 ლოკომოტივი თბილისი
2001–02 ლოკომოტივი თბილისი (2) 2–0 ტორპედო ქუთაისი
2002–03 დინამო თბილისი (7) 3–1 სიონი ბოლნისი
2003–04 დინამო თბილისი (8) 2–1 ტორპედო ქუთისი
2004–05 ლოკომოტივი თბილისი (3) 2–0 ზესტაფონი
2005–06 ამერი თბილისი (1) 2–2 დ.დ; პენ.4–3 ზესტაფონი
2006–07 ამერი თბილისი (2) 1–0 ზესტაფონი
2007–08 ზესტაფონი (1) 2–1 ამერი თბილისი
2008–09 დინამო თბილისი (9) 1–1 დ.დ; პენ.2–0 ოლიმპი რუსთავი
2009–10 ვიტ ჯორჯია (1) 1–0 დინამო თბილისი
2010–11 გაგრა (1) 1–0 დ.დ ტორპედო ქუთაისი
2011–12 დილა გორი (1) 4–1 ზესტაფონი
2012–13 დინამო თბილისი (10) 3–1 ჩიხურა საჩხერე
2013–14 დინამო თბილისი (11) 2–1 ჩიხურა საჩხერე
2014–15 დინამო თბილისი (12) 5–0 სამტრედია
2015–16 დინამო თბილისი (13) 1–0 სიონი ბოლნისი
2016 ტორპედო ქუთაისი (3) 2–1 მერანი მარტვილი
2017 ჩიხურა საჩხერე (1) 0–0 დ.დ; პენ.4–3 ტორპედო ქუთაისი
2018 ტორპედო ქუთაისი (4) 2–2 დ.დ; პენ.4–2 გაგრა
2019 საბურთალო (1) 3–1 ლოკომოტივი თბილისი
2020 გაგრა (2) 0–0 დ.დ; პენ.5–3 სამგურალი წყალტუბო
2021 საბურთალო (2) 1–0 სამგურალი წყალტუბო
2022 ტორპედო ქუთაისი (5) 2–0 ლოკომოტივი თბილისი 2
2023 საბურთალო (3) 1–0 დინამო ბათუმი
2024 სპაერი (1) 2–2 დ.დ; პენ.5–4 დინამო თბილისი
2025 დილა (2) 3–1 იბერია 1999

სტატისტიკა კლუბების მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კლუბი გამარჯვებული ფინალისტი გამარჯვების წლები ფინალისტობის წლები
დინამო თბილისი1331992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 2003, 2004, 2009, 2013, 2014, 2015, 2016 (გ)1998, 2010, 2024
ტორპედო ქუთაისი551999, 2001, 2016 (შ), 2018, 20222000, 2002, 2004, 2011, 2017
ლოკომოტივი თბილისი322000, 2002, 20052001,2019
იბერია 1999312019, 2021, 20232025
ამერი თბილისი212006, 20072008
გაგრა212011, 20202018
დინამო ბათუმი1519981993, 1995, 1996, 1997, 2023
ზესტაფონი1420082005, 2006, 2007, 2012
ჩიხურა საჩხერე1220172013, 2014
გურია101990
ვიტ ჯორჯია102010
დილა გორი202012, 2025
სპაერი102024
სამგურალი წყალტუბო031999, 2020, 2021
ცხუმი სოხუმი021990, 1992
რუსთავი021994, 2009
სიონი ბოლნისი022003, 2016 (გ)
სამტრედია012015
მერანი მარტვილი012016 (შ)
ლოკომოტივი თბილისი 2012022

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ „UEFA Cup 2004-05“. rsssf.com. ციტირების თარიღი: 11 ოქტომბერი 2017.
  2. ↑ „UEFA Cup 2006-07“. rsssf.com. ციტირების თარიღი: 11 ოქტომბერი 2017.