შინაარსზე გადასვლა

გიორგი მამარდაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი მამარდაშვილი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
29 სექტემბერი, 2000 (2000-09-29) (24 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 199 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ვალენსია
ნომერი 25
ახალგაზრდული კარიერა
2010–2012 გაგრა
2012–2018 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2018–2021 დინამო თბილისი 0 (0)
2019   რუსთავი 28 (0)
2020–2021   ლოკომოტივი 29 (0)
2021–2024 ვალენსია 95 (0)
2024– ლივერპული 0 (0)
2024–   ვალენსია 9 (0)
ეროვნული ნაკრები
2016 საქართველო 17-წლ. 1 (0)
2019–2023 საქართველო 21-წლ. 7 (0)
2021– საქართველო 25 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 ოქტომბერი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 14 ოქტომბერი, 2024

გიორგი მამარდაშვილი (დ. 29 სექტემბერი, 2000, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე. 2020 წელს დაასახელეს ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ.[1] 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

საფეხბურთო კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მოზარდთა გუნდში.[2] 2012 წელს გადავიდა თბილისის „დინამოში“, სადაც სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. 2018 წლის სეზონში მთავარი გუნდის განაცხადშიც მოხვდა, თუმცა ქვეყნის პირველობის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია.

2019 წელს „რუსთავში“ იჯარით გადავიდა. მისი დებიუტი კლუბში 2019 წლის 2 მარტს თბილისის „ლოკომოტივთან“ მატჩში შედგა. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 4–1 დამთავრდა.[3] მომდევნო მატჩში, 2019 წლის 6 მარტს, რომელშიც „ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ ითამაშა, კარის მშრალად შენახვა შეძლო და შეხვედრაც უგოლო ფრით 0–0 დამთავრდა.[4] სეზონის დასაწყისიდანვე თავი კლუბის ძირითადი მეკარის ამპლუაში დაიმკვიდრა და 30 მატჩიდან 9 შეხვედრაში ბურთი არ გაუშვია. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ კი კლუბი დატოვა.

თბილისის „ლოკომოტივი“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის დასაწყისში იჯარით თბილისის „ლოკომოტივში“ განაგრძო თამაში. სეზონი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. მისი დებიუტი კლუბში 2020 წლის 9 ივლისს ბათუმის „დინამოსთან“ მატჩში შედგა. შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით 4–1 დამთავრდა.[5] „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში პირველი „მშრალი“ მატჩი 2020 წლის 18 ივლისს „საბურთალოს“ წინააღმდეგ ითამაშა — შეხვედრა უგოლო ფრით 0–0 დამთავრდა.[6] მალევე კლუბში ძირითადი მეკარის ადგილი დაიმკვიდრა. იმავე წელს კლუბთან ერთად უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდს მიაღწია, რა დროსაც თბილისელებმა პირველ ორ ტურში რუმინული „უნივერსიტატეა“ და მოსკოვის „დინამო“ დაჯაბნეს, ხოლო მესამე ტურში ესპანურ „გრანადასთან“ დამარცხდნენ. ესპანურ კლუბთან დამარცხების მიუხედავად, ქართველმა მეკარემ ესპანელი სკაუტების ყურადღება თავისი გამორჩეული თამაშით მაინც მიიპყრო.[7] 2020 წლის დეკემბრის ბოლოს მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან წლის საუკეთესო მეკარის ჯილდო მიიღო.[8] 2021 წლის იანვარში კი უეფამ ფეხბურთელი 50 ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის სიაში შეიყვანა.[9] 2021 წლის დასაწყისში მან კვლავ თბილისურ კლუბში გამოსვლა განაგრძო.

2021 წლის 7 ივნისს ერთწლიანი იჯარით და შემდგომი გამოსყიდვის შესაძლებლობით, თავდაპირველად გაგზავნილი იქნა „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში, რათა იქ ევარჯიშა.[10][11] წინასასეზონო ვარჯიშზე მამარდაშვილმა ესპანური კლუბის მწვრთნელზე, ხოსე ბორდალასზე საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა, რის შემდეგაც ქართველი ფეხბურთელი მან მაშინვე მთავარ გუნდში ძირითად მეკარედ გადაიყვანა.[12] მისი ესპანური დებიუტი 2021 წლის 13 აგვისტოს, ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ შედგა. მატჩი „ვალენსიას“ გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა.[13]

2021 წლის ბოლოს „ვალენსიამ“ საბოლოოდ გამოისყიდა მამარდაშვილი და მასთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.[14][15] პირველი მატჩი, როგორც კლუბის სრულფასოვანმა მოთამაშემ, 2022 წლის 6 თებერვალს, „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ ჩაატარა.[16] თავის სადებიუტო სეზონში მან ესპანეთის პირველობის 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც სულ 20 გოლი გაუშვა, ხოლო 8-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო. ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც რამდენჯერმე მოხვდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც მიიღო.[17] 2022 წლის მაისში, Marca-ს ვერსიით, ფეხბურთელი ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეთა სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

2023 წლის 21 მაისს ლა ლიგის 35-ე ტურში „ვალენსიამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. მატჩი „ვალენსიას“ გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა. საყოველთაო შეფასებით გიორგი მამარდაშვილმა „რეალთან“ თავისი კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ორივე გუნდში გამორჩეული იყო და აღიარებაც მოიპოვა. ლა ლიგამ მამარდაშვილის მიერ ვალვერდეს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთის მოგერიება[18] — საუკეთესოდ მიიჩნია და 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ, იმ სეზონში კი მესამედ დაასახელეს ტურის საუკეთესო მეკარედ.[19][20]

2023–24 წლების სეზონში „ვალენსიას“ მაისურით ლა ლიგაში 38-დან 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 მატჩი „ბარსელონასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვა. 37 მატჩში გიორგიმ 13-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა და 41 ბურთი გაუშვა.

2016 წლის 3 ოქტომბერს ერთი მატჩი ითამაშა საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების რიგებში შვედი თანატოლების წინააღმდეგ.[21]

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობდა 2023 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატში, რომელსაც საქართველო თანამასპინძლობდა.[22]

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2021 წლის 8 სექტემბერს, ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა.

მომდევნო 2022 წელს, ხუთ სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათგან მხოლოდ ორი იყო ამხანაგური — ალბანეთის და მაროკოს ნაკრებთან, ხოლო დანარჩენ მატჩებში ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა მას უეფას ერთა ლიგაზე მოუწია.

2023 წელს რვაჯერ ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და რვავეჯერ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში.

2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0–0 დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4–2 დაამარცხა. გიორგი მამარდაშვილმა ბერძენთა გუნდის კაპიტნის ანასტასიოს ბაკასეტასის მიერ დარტყმული პირველივე პენალტი მოიგერია, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ქართველი ფეხბურთელების საბოლოო წარმატებაში.[23][24][კომ. 1]

საკლუბო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 27 მაისი, 2024[25]
მატჩები და გოლები კლუბის, სეზონისა და შეჯიბრის მიხედვით
კლუბი სეზონი ლიგა ეროვნული თასი კონტინენტური სხვა ჯამში
დივიზიონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
დინამო თბ. 2018 საქართველოს დროშა
ეროვნული
ლიგა
0 0 0 0 0 0
  რუსთავი 2019 28 0 2 0 2[] 0 32 0
 
ლოკომოტივი
თბილისი
2020 11 0 1 0 12 0
2021 18 0 2 0 3[] 0 23 0
სულ 29 0 3 0 3 0 0 0 35 0
ვალენსია 2021–22 ესპანეთის დროშა
ლა ლიგა
18 0 3 0 21 0
2022–23 38 0 3 0 1[] 0 42 0
2023–24 37 0 0 0 37 0
სულ 93 0 6 0 0 0 1 0 100 0
სულ ჯამში 150 0 11 0 3 0 3 0 167 0
  1. ეროვნული ლიგიდან გასავარდნი პლეი-ოფი
  2. უეფა-ს ევროპა ლიგაზე ჩატარებული შეხვედრები
  3. ესპანეთის სუპერთაზე ჩატარებული შეხვედრები

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 14 ოქტომბერი, 2024
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
საქართველოს დროშა
საქართველო
2021 1 0
2022 5 0
2023 8 0
2024 11 0
ჯამში 25 0

სანაკრებო მატჩები და გოლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 08.09.2021 სოფია ბულგარეთი ბულგარეთის დროშა 4–1 საქართველოს დროშა საქართველო ამხანაგური [26]
2 29.03.2022 ტირანა ალბანეთი ალბანეთის დროშა 0–0 საქართველოს დროშა საქართველო ამხანაგური Booked after 80 minutes 80' [27]
3 09.06.2022 სკოპიე ჩრდ. მაკედონია ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა 0–3 საქართველოს დროშა საქართველო ერთა ლიგა [28][29]
4 23.09.2022 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 2–0 ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდ. მაკედონია ერთა ლიგა [30]
5 26.09.2022 გიბრალტარი გიბრალტარი გიბრალტარის დროშა 1–2 საქართველოს დროშა საქართველო ერთა ლიგა შეცვლაზე შესვლა after 46 წუთი 46' [31]
6 17.11.2022 შარჯა მაროკო მაროკოს დროშა 3–0 საქართველოს დროშა საქართველო ამხანაგური [32]
7 28.03.2023 ბათუმი საქართველო საქართველოს დროშა 1–1 ნორვეგიის დროშა ნორვეგია ევრ. შეს. [33]
8 17.06.2023 ლარნაკა კვიპროსი კვიპროსის დროშა 1–2 საქართველოს დროშა საქართველო ევრ. შეს. [34]
9 20.06.2023 გლაზგო შოტლანდია შოტლანდიის დროშა 2–0 საქართველოს დროშა საქართველო ევრ. შეს. [35]
10 08.09.2023 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 1–7 ესპანეთის დროშა ესპანეთი ევრ. შეს. [36]
11 12.09.2023 ოსლო ნორვეგია ნორვეგიის დროშა 2–1 საქართველოს დროშა საქართველო ევრ. შეს. [37]
12 15.10.2023 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 4–0 კვიპროსის დროშა კვიპროსი ევრ. შეს. [38]
13 16.11.2023 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 2–2 შოტლანდიის დროშა შოტლანდია ევრ. შეს. [39]
14 19.11.2023 ვალიადოლიდი ესპანეთი ესპანეთის დროშა 3–1 საქართველოს დროშა საქართველო ევრ. შეს. [40]
15 21.03.2024 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 2–0 ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი ევრ. შეს. [41]
16 26.03.2024 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 0–0 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი ევრ. შეს. 4–2[] [42]
17 09.06.2024 პოდგორიცა მონტენეგრო მონტენეგროს დროშა 1–3 საქართველოს დროშა საქართველო ამხანაგური [43]
18 18.06.2024 დორტმუნდი თურქეთი თურქეთის დროშა 3–1 საქართველოს დროშა საქართველო ევრო 2024 [44][45]
19 22.06.2024 ჰამბურგი საქართველო საქართველოს დროშა 1–1 ჩეხეთის დროშა ჩეხეთი ევრო 2024 [46]
20 26.06.2024 გელზენკირხენი საქართველო საქართველოს დროშა 2–0 პორტუგალიის დროშა პორტუგალია ევრო 2024 [47]
21 30.06.2024 კელნი ესპანეთი ესპანეთის დროშა 4–1 საქართველოს დროშა საქართველო ევრო 2024 [48]
22 07.09.2024 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 4–1 ჩეხეთის დროშა ჩეხეთი ერთა ლიგა [49]
23 10.09.2024 ტირანა ალბანეთი ალბანეთის დროშა 0–1 საქართველოს დროშა საქართველო ერთა ლიგა [50]
24 11.10.2024 პოზნანი უკრაინა უკრაინის დროშა 1–0 საქართველოს დროშა საქართველო ერთა ლიგა [51]
25 14.10.2024 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 0–1 ალბანეთის დროშა ალბანეთი ერთა ლიგა [52]
  1. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4–2 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
საქართველოს დროშა დინამო თბილისი
ესპანეთის დროშა ვალენსია
  • ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე: 2020
  • საქართველოს 2022–23 წლების სეზონის მესამე საუკეთესო ფეხბურთელი: „სარბიელის“ ვერსიით[54]

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წლის მაისში ესპანურმა ჟურნალმა Marca-მ სხვადასხვა კატეგორიაში გასული სეზონის საუკეთესო გუნდები დაასახელა. ლა ლიგის აღმოჩენების გუნდში „ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა, რომელმაც მოცემული პერიოდისთვის ვალენსიელთა კარი 18-ჯერ დაიცვა და აქედან 8-ჯერ მისი მშრალად შენახვა შეძლო.[56]

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიის“ რეკორდი გააუმჯობესა და გუნდის ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 61 მატჩი ჩაატარა. მან ამ მაჩვენებლით გუნდის ყოფილი მეკარის, ხოსე მანუელ ოჩოტორენას რეკორდი (59 მატჩი) მოხსნა.[57]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თემატური საიტები
AFS · BDFutbol · EU-Football.info · FBref.com · FIFA Ratings · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · L’Équipe · National Football Teams.com · Soccerbase · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net · Internet Movie Database
მედია
Sportall.ge · WorldSport.ge
  1. საქართველოს ნაკრებმა ეს ისტორიული მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, შენგელია (წიტაიშვილი 86), ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (კვეკვესკირი 104), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 104), კვარაცხელია (ქვილითაია 109), ზივზივაძე (მიქაუტაძე 75).
  1. ELIGA AWARDS 2020. europop.ge
  2. გაგრელი მწვრთნელის ხსოვნას ტურნირი მიეძღვნა
  3. Lokomotivi Tbilisi vs. Rustavi / Erovnuli Liga. soccerway
  4. Rustavi vs. WIT Georgia / Erovnuli Liga. soccerway
  5. Lokomotivi Tbilisi vs. Dinamo Batumi / Erovnuli Liga. soccerway
  6. Saburtalo vs. Lokomotivi Tbilisi / Erovnuli Liga. soccerway
  7. ესპანელების ყურადღება „გრანადასთან“ მატჩში მიიპყრო
  8. საუკეთესო მოთამაშეები პოზიციების მიხედვითაც გაირკვა
  9. 50 for the future: UEFA.com's ones to watch for 2021
  10. Georgian goalkeeper joins on loan with an option to buy
  11. Mamardashvili ya está en València
  12. Mamardashvili se hace gigante
  13. Bordalás y Mamardashvili se divierten en la locura de Mestalla
  14. Comunicado Oficial. Giorgi Mamardashvili
  15. «Валенсия» выкупила Мамардашвили у тбилисского «Динамо»
  16. Valencia vs. Real Sociedad / La Liga. soccerway
  17. გიორგი მამარდაშვილი ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა
  18. Highlights Valencia CF vs Real Madrid (1-0)
  19. Valencia vs. Real Madrid / La Liga. soccerway
  20. მამარდაშვილი მესამედ გახდა ესპანეთში ტურის საუკეთესო მეკარე
  21. Sweden U17 4–0 Georgia U17 / UEFA U17 Championship. soccerway
  22. UEFA U21 Championship 2023 Romania/Georgia. Group A
  23. მადლობა, რომ საქართველო ვართ - როგორ დავწერეთ ისტორია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-03-27. ციტირების თარიღი: 2024-04-01.
  24. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა
  25. გიორგი მამარდაშვილი — Soccerway
  26. Bulgaria 4–1 Georgia / Friendlies. soccerway
  27. Albania 0–0 Georgia / Friendlies. soccerway
  28. North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  29. North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League. uefa.com
  30. Georgia 2–0 North Macedonia / UEFA Nations League. soccerway
  31. Gibraltar 1–2 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  32. Morocco 3–0 Georgia / Friendlies. soccerway
  33. Georgia 1–1 Norway / Qual. Euro 2024. soccerway
  34. Cyprus 1–2 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
  35. Scotland 2–0 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
  36. Georgia 1–7 Spain / Qual. Euro 2024. soccerway
  37. Norway 2–1 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
  38. Georgia 4–0 Cyprus / Qual. Euro 2024. soccerway
  39. Georgia 2–2 Scotland / Qual. Euro 2024. soccerway
  40. Spain 3–1 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
  41. Georgia 2–0 Luxembourg / Qual. Euro 2024. soccerway
  42. Georgia 0–0 Greece / UEFA Euro 2024 Qualifiers. soccerway
  43. Montenegro 1–3 Georgia / Friendlies. soccerway
  44. Türkiye 3–1 Georgia / UEFA Euro 2024. soccerway
  45. Türkiye 3–1 Georgia / BVB Stadion Dortmund. UEFA
  46. Georgia 1–1 Czechia / UEFA Euro 2024. soccerway
  47. Georgia 2–0 Portugal / UEFA Euro 2024. soccerway
  48. Spain 4–1 Georgia / UEFA Euro 2024. soccerway
  49. Georgia 4–1 Czechia / UEFA Nations League. soccerway
  50. Albania 0–1 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  51. Ukraine 1–0 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  52. Georgia 0–1 Albania / UEFA Nations League. soccerway
  53. Real Betis 1–1 (5–4) Valencia. laliga.com
  54. საქართველოს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები
  55. ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ
  56. მამარდაშვილი სეზონის აღმოჩენათა გუნდში დასახელდა
  57. მამარდაშვილმა „ვალენსიის“ საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა