ახალი ზელანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალი ზელანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
მეტსახელ(ებ)ი All Whites
ასოციაცია ახალი ზელანდიის ფეხბურთის ასოცოაცია
(New Zealand Football)
კონფედერაცია ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაცია
მთავარი მწვრთვნელი ვაკანტურია
კაპიტანი უინსტონ რიდი
ყველაზე მეტი კეპი ივან ვიცელიჩი (88)
ბომბარდირი ვოგან კავენი (28)
ფიფა-ს კოდი NZL
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 3 - 1 ავსტრალია ავსტრალიის დროშა
(დანიდინი, ახალი ზელანდია; 17 ივნისი, 1922)
უდიდესი გამარჯვება
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 13 - 0 ფიჯი ფიჯის დროშა
(ოკლენდი, ახალი ზელანდია; 16 აგვისტო, 1981)
უდიდესი დამარცხება
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 0 - 10 ავსტრალია ავსტრალიის დროშა
(უელინგტონი, ახალი ზელანდია; 11 ივლისი, 1936)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლა 2 (პირველად 1982)
საუკეთესო შედეგი ჯგუფური ეტაპი, 1982, 2010
ოკეანეთის ეროვნებათა თასი
გამოსვლა 10 (პირველად 1973)
საუკეთესო შედეგი გამარჯვებული, 1973, 1998, 2002, 2008, 2016

ახალი ზელანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ინგლ. New Zealand national football team) წარმოადგენს ახალ ზელანდიას საერთაშორისო ასპარეზზე ფეხბურთში, იმართება ახალი ზელანდიის ფეხბურთის ასოცოაციის მიერ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ჩემპიონატი 1982[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ზელანდიის საფეხბურთო ნაკრების მიღწევებზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ იმ ფაქტს, რომ იგი ისტორიაში ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. პირველ, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრამდე ახალი ზელანდიის ნაკრებმა ხანგრძლივი და რთული გზა განვლო. ოკეანეთის საკვალიფიკაციო ზონის ჯგუფის, რომელიც შედგებოდა ტაივანის, ინდონეზიის, ფიჯის, ახალი ზელანდიის და ავსტრალიის ნაკრებებისგან, მხოლოდ პირველადგილოსანი გადადიოდა კვალიფიკაციის შემდეგ ეტაპზე, ამიტომაც ახალი ზელანდიისთვის წლების განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი ავსტრალიის ნაკრები ხდებოდა, რომელიც ბევრად აღემატებოდა თავის კონკურენტებს, მათ შორის ახალი ზელანდიის ნაკრებს. თავისი საკვალიფიკაციო ზონის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ ახალი ზელანდიის ნაკრებს კიდევ ერთ ჯგუფში მოუწია ჭიდილი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, ამჯერად აზიური ქვეყნების ნაკრებებთან. ფინალური მატჩი, რომელშიც ახალი ზელანდიის ნაკრები დაუპირისპირდა ჩინეთის ნაკრებს, გაიმართა ნეიტრალურ მოედანზე სინგაპურში, 1982 წლის 10 იანვარს. არცერთ გუნდს არ სურდა შანსის ხელიდან გაშვება და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობის განიავება, თუმცა ახალმა ზელანდიამ მოახერხა გადამწყვეტ მომენტში მობილიზაცია, შედეგად კი გაიმარჯვა ანგარიშით 2-1. [1]

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრამ ახალი ზელანდიის ნაკრებს მეტოქეებად არგო საბჭოთა კავშირის, შოტლანდიის და ბრაზილიის ნაკრებები. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ზელანდია მალევე გამოეთიშა ტურნირს, ესპანეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპმა დიდი შთაბეჭდილებები დაუტოვა ახალზელანდიელებს. მაგალითად, ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჩარლი დემპსიმ ჩინეთთან გამართული მატჩის შემდეგ ახალი ზელანდიის ნაკრების სამშობლოში დაბრუნებისთანავე განაცხადა: „ჩვენი ფინალი სინგაპურში გაიმართა. ჩვენ უკვე მოვიგეთ ჩვენი მსოფლიო ჩემპიონატი“.

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეები იყვნენ ახალი ზელნადიის ნაკრების განაცხადში 2017 წლის კონფედერაციის თასზე.[2]

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 მეკარე სტეფან მარინოვიჩი
2 მცველი სამუელ ბრაერტონი
3 მცველი დეკლან ვინი
4 მცველი ტემისტოკლის ციმოპოლუტოსი
5 მცველი მიხაელ ბოკსოლი
6 ნახევარმცველი ბილ ტუილომა
7 თავდამსხმელი კოსტას ბარბარუსესი
8 ნახევარმცველი მაიკლ მაკგლიჩი
9 თავდამსხმელი კრის ვუდი
10 თავდამსხმელი შეინ შმელცი
11 თავდამსხმელი მარკო როხასი
12 მეკარე გლენ მოსი
ნომერი პოზიცია მოთამაშე
13 თავდამსხმელი მარკ პატერსონი
14 თავდამსხმელი რაიან ტომასი
15 ნახევარმცველი კლეიტონ ლიუისი
16 ნახევარმცველი დენ ინგემი
17 მცველი ტომას დოილი
18 მცველი კიპ კოლვი
19 ნახევარმცველი ალექს რუფერი
20 მცველი ტომი სმიტი
21 მცველი სტორმ როი
22 მცველი ენდრიუ დიურანტი
23 მეკარე ტამატი უილიამსი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]