გია გრიგალავა
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გია გრიგალავა | ||
დაბადების თარიღი | 5 აგვისტო, 1989 | ||
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 190 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2004-2006 | სკ როსტოვი-2 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2007 | სკ როსტოვი | 1 | (0) |
2008-2010 | სკა როსტოვი | 25 | (2) |
2009 | → სკ მოსკოვი (იჯარით) | 14 | (0) |
2010 | → სკ როსტოვი (იჯარით) | 9 | (0) |
2011-2013 | ვოლგა ნიჟნი ნოვგოროდი | 52 | (1) |
2013 | კრილია სოვეტოვი | 5 | (0) |
2013-2015 | ანჟი მაჰაჩყალა | 22 | (1) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2009 | რუსეთი 21 წლ. | 1 | (0) |
2011- | საქართველო | 19 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 25 ნოემბერი, 2014 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 25 ნოემბერი, 2014 |
გია გრიგალავა (დ. 5 აგვისტო, 1989, ქუთაისი) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობს მცველის პოზიციაზე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გია გრიგალავა დაიბადა 1989 წლის 5 აგვისტოს ქუთაისში. მისი მამა, ალექსანდრე გრიგალავა იყო საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი რაგბიში. მეოთხე კლასამდე სწავლობდა მარტვილში, ქვემო ნაგვაზავოს საჯარო სკოლაში. 8 წლის ასაკში გია ოჯახთან ერთად გადავიდა დონის როსტოვში. 9 წლის ასაკში დაიწყო ფეხბურთის თამაში როსტოვის „ლოკომოტივში“.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრიგალავა 2006 წელს გადავიდა საფეხბურთო კლუბ „როსტოვის“ დუბლებში. მისი დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში შედგა 2007 წელს. 2010 წლის იანვარში „სკა-დან“ იჯარით გადავიდა „როსტოვში“. 2009 წლის აპრილიდან 2009 წლის დეკემბრამდე იჯარით იმყოფებოდა საფეხბურთო კლუბ „მოსკოვში“. 2011 წელს გადავიდა ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგაში“, 2013 წლის აგვისტოდან იცავდა მაჰაჩყალის „ანჟის“ ღირსებას. 2015 წლის თებერვალში გრიგალავამ კლუბი აკრძალული პრეპარატების მიღებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო დატოვა. [1]
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრიგალავას ერთი მატჩი აქვს ჩატარებული რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრებში 2011 წლის ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.[2] 2011 წლის 3 ივნისს მისი დებიუტი შედგა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ხორვატიასთან ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროფილი რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე დაარქივებული 2009-09-26 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- პროფილი Transfermarkt-ზე(ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გრიგალავამ ანჟისთან კონტრაქტი გაწყვიტა[მკვდარი ბმული]
- ↑ Russia U-21'2009. Rusteam.permian.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-22. ციტირების თარიღი: 2009-09-25.