გიბრალტარის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიბრალტარი
ემბლემა
ასოციაცია გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაცია
კონფედერაცია უეფა (ევროპა)
მთავარი მწვრთვნელი ჯეფ ვუდი
კაპიტანი როი ჩიპოლინა
ყველაზე მეტი კეპი ლიამ უოლკერი (42)
ბომბარდირი ლი კასკიარო (3)
სტადიონი ვიქტორიას სტადიონი (ამხანაგური), (გიბრალტარი), ესტადიო ალგარვე (ოფიციალური), (პორტუგალია)
ფიფა-ს კოდი GIB
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
მესამე ფერი
პირველი საერთაშორისო
გიბრალტარის დროშა გიბრალტარი 0–0 სლოვაკეთი სლოვაკეთის დროშა
(ფარუ, პორტუგალია; 19 ნოემბერი 2013)
უდიდესი გამარჯვება
გიბრალტარის დროშა გიბრალტარი 1–0 მალტა მალტის დროშა
(ფარუ, პორტუგალია; 4 ივნისი 2014)
გიბრალტარის დროშა გიბრალტარი 1–0 ლატვია ლატვიის დროშა
(გიბრალტარი; 25 მარტი 2018)
გიბრალტარის დროშა გიბრალტარი 1–0 სომხეთი სომხეთის დროშა
(ერევანი, სომხეთი; 13 ოქტომბერი 2018)
გიბრალტარის დროშა გიბრალტარი 2–1 ლიხტენშტაინი ლიხტენშტაინის დროშა
(გიბრალტარი; 16 ოქტომბერი 2018)
უდიდესი დამარცხება
გიბრალტარის დროშა გიბრალტარი 0–7 პოლონეთი პოლონეთის დროშა
(ფარუ, პორტუგალია; 7 სექტემბერი 2014)
ირლანდიის დროშა ირლანდია 7–0 გიბრალტარი გიბრალტარის დროშა
(დუბლინი, ირლანდია; 11 ოქტომბერი 2014)
გიბრალტარის დროშა გიბრალტარი 0–7 გერმანია გერმანიის დროშა
(ფარუ, პორტუგალია; 13 ივნისი 2015)
პოლონეთის დროშა პოლონეთი 8–1 გიბრალტარი გიბრალტარის დროშა
(ვარშავა, პოლონეთი; 7 სექტემბერი 2015)

გიბრალტარის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ინგლ. Gibraltar national football team) წარმოადგენს გიბრალტარს საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს გიბრალტარის ფეხბურთის ფედერაცია. გიბრალტარი არ არის ფიფას სრული წევრი, ამიტომ მას არ აქვს უფლება მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზოს. მაგრამ გიბრალტარი არის უეფას სრული წევრი და შეუძლია იასპარეზოს ევროპის ჩემპიონატზე. გიბრალტარისთვის პირველ ევრო 2016-ის შესარჩევ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა D ჯგუფში, სადაც დაიკავა ბოლო ადგილი და ვერ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.

მიუხედავად იმისა რომ გიბრალტარი არ მდებარეობს კუნძულზე, ის მონაწილეობს კუნძულების თამაშებზე 1993 წლიდან, ამ შეჯიბრის გამარჯვებული გახდა 2007 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უეფამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიბრალტარმა პირველი არაოფიციალური მატჩი ჩაატარა ჯერზის წინააღმდეგ, კუნძულების თამაშებზე 1993 წელს. ამ მატჩში გიბრალტარი დამარცხდა ანგარიშით 2-1. გიბრალტარის მიერ ყველაზე დიდი ანგარიშით 19-0 მოგებული არაოფიციალური მატჩი იყო სარკის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ, კუნძულ გერნზიზე. ხოლო ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა 5-0 გრენლანდიასთან, დანიის ავტონომიურ რეგიონთან.

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიბრალტარის ეროვნული საფეხბურთო გუნდი შეიძლება ვთქვათ დაარსდა 1923 წელს, როდესაც გაემგზავრა ესპანეთში საფეხბურთო კლუბ სევილიასთან ამხანაგური მატჩის სათამაშოდ, სადაც ითამაშა ორი მატჩი და ორივეში დამარცხდა. ასევე ფრედ ითამაშა მადრიდის რეალთან 1949 წელს.

კუნძულების თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უეფაში გაწევრიანებამდე გიბრალტარი რეგულარულად გამოდიოდა კუნძულების თამაშებზე.

პირველად ამ შეჯიბრში გიბრალტარმა მონაწილეობა მიიღო 1993 წელს, მიუხედავად იმისა რომ ის არ მდებარეობს კუნძულზე. გიბრალტარმა წააგო ყველა მატჩი, გაიტანა ერთი გოლი და ტურნირი დაასრულა ბოლო ადგილზე.

მათ ჰქონდათ გაცილებით დიდი წარმატება 1995 წლის კუნძულების თამაშებზე. რომელსაც გიბრალტარმა უმასპინძლა. გიბრალტარმა თავისი პირველი გამარჯვება ვერ მოიპოვა ამ შეჯიბრზე გახსნით მატჩში, სადაც ისინი დამარცხდნენ გრენლანდიასთან, მაგრამ მათ შემდეგ მოუგეს კუნძულ მენის გუნდს, კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმეს კუნძულ ენგზლის გუნდთან, და დაიკავეს ჯგუფში მეორე ადგილი. მეოთხედფინალში მათ კიდევ ერთხელ დაამარცხეს ენგზლის გუნდი, ნახევარფინალში კი კუნძული ჯერზი 1-0. იგივე ანგარიშით ფინალში გიბრალტარი დამარცხდა უაითის კუნძულთან.

1997 წლის კუნძულების თამაშებზე გიბრალტარს დაუგროვდა ორი მოგება და ორი წაგება ჯგუფურ ეტაპზე, ფლეიოფში კი დამარცხდა შეტლანდის გუნდთან. ამ შეჯიბრზე გიბრალტარმა დაიკავა 6-ე ადგილი 9 გუნდიდან. ასეთივე ცუდი თამაში აჩვენა გუნდმა 1999 წლის, სადაც გავიდა 11-ე ადგილზე.

კუნძულების თამაშებზე პროგრესი განიცადა გუნდმა 2001 წელს, სადაც გუნდი გავიდა 5-ე ადგილზე. 2003 წელს, გიბრალტარმა აქტივში ჩაიწერა ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, 19-0 სარკის გუნდის წინააღმდეგ.

გიბრალტარის საფეხბურთო გუნდი 2015 წელს გამოვიდა უეფას შეჯიბრზე, რომელსაც წვრთნიდა ჯონ მორენო.

წელი ეტაპი ადგილი გატ გაშ
1989–1991 არ მონაწილეობდა
1993 7 ადგილისთვის 8 4 0 0 4 1 9
გიბრალტარის დროშა 1995 ფინალისტი 2 5 4 0 1 5 3
ჯერზის დროშა 1997 5 ადგილისთვის 6 5 2 0 3 13 8
1999 11 ადგილისთვის 11 4 1 0 3 9 11
მენის შტატის დროშა 2001 5 ადგილისთვის 5 4 3 0 1 7 2
გერნზის დროშა 2003 5 ადგილისთვის 6 5 3 0 2 29 5
2005 არ მონაწილეობდა
2007 გამარჯვებული 1 4 3 1 0 9 2
ალანდის კუნძულების დროშა 2009 9 ადგილისთვის 9 4 2 1 1 12 3
2011 5 ადგილისთვის 5 3 2 0 1 14 7
ბერმუდის კუნძულების დროშა 2013 არ მონაწილეობდა
ჯერზის დროშა 2015 9ადგილისთვის 10 4 1 1 2 3 6
სულ 10/14 1 ტიტული 42 21 3 18 102 56
*ოქროსფერი ფონი მიუთითებს რომ ტურნირში გაიმარჯვა. წითელი ხაზები ნიშნავს რომ ტურნირი გაიმართა საკუთარ მიწაზე.

FIFI "ველური თასი"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის ზაფხულის დასაწყისში გიბრალტარმა მონაწილეობა მიიღო ფიფის 2006 წლის ველურ თასზე. სადაც გავიდა მესამე ადგილზე. ეს არის ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატის ალტერნატიული შეჯიბრება ფიფას არაწევრი ნაკრებებისთვის. გიბრატარმა გახსნით მატჩში ითამაშა ფრე 1-1 ტურნირის მასპინძელთან სტ. პაულთან, ხოლო მეორე მატჩში 5-0 მოუგო ტიბეტის ნაკრებს, რითაც გავიდა ნახევარფინალში. აქ კი დამარცხდნენ მომავალ ჩემპიონთან ჩრდილოეთ კვიპროსთან 2-0. მესამე ადგილისთვის მატჩში გიბრალტარი მეორედ დაუპირისპირდა სტ. პაულის, ამჯერად შეძლო მისი დამარცხება 2-1 და გავიდა მესამეზე მონაწილე ექვს გუნდს შორის.

წელი ეტაპი ადგილი გატ გაშ
ჰამბურგის დროშა 2006 3 ადგილისთვის 3 4 2 1 1 8 4
სულ 1/1 0 ტიტული 4 2 1 1 8 4

2008 ოთხი ერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს გიბრალტარი მიიწვიეს ოთხი ერის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. 2008 წლის ოთხი ერის თასი მოიგო ინგლისის მესამე გუნდმა, რომელიც თამაშობდა ჩრდილოეთ უელსში. შეჯიბრში მონაწილეობნენ ინგლისის მესამე გუნდი, შოტლანდიის მეორე გუნდი, უელსის ნახევრადპროფესიონალური ნაკრები და მიწვეული გიბრალტარის ნაკრები, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაცვლად, რომელმაც უარი განაცხადა მონაწილეობაზე. გიბრალტარმა შეჯიბრი ბოლო ადგილზე დაასრულა.

წელი ეტაპი ადგილი გატ გაშ
უელსის დროშა ერთა თასი 2008 ჯგუფური 4 3 0 0 3 4 11
სულ 1/1 0 ტიტული 3 0 0 3 4 11

ყველა თამაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოწინააღმდეგე თამაში მოგება ფრე წაგება გატ გაშ
ალანდის კუნძულების დროშა ალანდის კუნძულები 1 0 0 1 1 2
ენგლზი 4 1 0 3 3 6
ინგლისის დროშა ინგლისი C 2 1 0 1 3 2
ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულები 2 1 0 1 4 4
ფრუია 3 3 0 0 17 1
გრენლანდიის დროშა გრენლანდია 4 2 0 2 7 7
გერნზის დროშა გერნზი 1 0 1 0 0 0
მენი 2 2 0 0 3 1
უაითი 4 2 0 2 6 3
ჯერზის დროშა ჯერზი 7 1 1 5 8 15
მადეირის დროშა მადეირა 1 0 0 1 0 2
მინორკა 1 1 0 0 2 1
მონაკოს დროშა მონაკო 2 1 1 0 6 2
ჩრდილოეთი კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დროშა ჩრდილოეთი კვიპროსის თურქული რესპუბლიკა 1 0 0 1 0 2
ორქნეი 2 2 0 0 9 1
როდოსი 2 2 0 0 6 0
სარკი 1 1 0 0 19 0
შოტლანდიის დროშა ნახ. პროფესიონალური ნაკრები 1 0 0 1 2 4
შეტლანდი 4 1 0 3 5 6
ტიბეტის დროშა ტიბეტი 1 1 0 0 5 0
უელსის დროშა ნახ. პროფესიონალური ნაკრები 1 0 0 1 2 6

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამარჯვებული (1): 2007
  • ფინალისტი (1): 1995

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის ჩემპიონატი
წელი ეტაპი ადგილი გატ გაშ
1960 დან 2012 არ იყო უეფას წევრი
საფრანგეთის დროშა 2016 ვერ გავიდა
სულ 0/15 - 0 0 0 0 0 0

მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიბრალტარის ყველა ოფიციალური მატჩი 2015 წლის 11 ოქტომბრის მონაცემებით.

მოწინააღმდეგე თამაში მოგება ფრე* წაგება გატანილი გაშვებული სხვაობა
ხორვატიის დროშა ხორვატია 1 0 0 1 0 4 −4
ესტონეთის დროშა ესტონეთი 2 0 1 1 1 3 −2
ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულები 1 0 0 1 1 4 −3
გერმანიის დროშა გერმანია 2 0 0 2 0 11 −11
საქართველოს დროშა საქართველო 2 0 0 2 0 7 −7
მალტის დროშა მალტა 1 1 0 0 1 0 +1
პოლონეთის დროშა პოლონეთი 2 0 0 2 1 15 −14
ირლანდიის დროშა ირლანდია 2 0 0 2 0 11 −11
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 2 0 0 2 1 12 −11
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი 1 0 1 0 0 0 0
სულ 16 1 2 13 5 67 −62

ამჟამინდელი შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემადგნლობა მოცემულია 2015 წლის 11 ოქტომბერს შოტლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის მიხედვით.

0#0 პოზიცია მოთამაშე დაბადების თარიღი (ასაკი) მატჩი გოლი კლუბი
1 ჯორდან პერესი 13 ნოემბერი, 1986 (1986-11-13) (37 წლის) 12 0 გიბრალტარის დროშა St Joseph's F.C.
13 ჯეიმი რობა 26 ოქტომბერი, 1991 (1991-10-26) (32 წლის) 7 0 საფრანგეთის დროშა US Le Pontet
23 ლიამ ნაელე 1 დეკემბერი, 1996 (1996-12-01) (27 წლის) 0 0 გიბრალტარის დროშა Gibraltar United F.C.
3 ჯოზეფ ჩიპოლინა 14 დეკემბერი, 1987 (1987-12-14) (36 წლის) 16 0 გიბრალტარის დროშა Lincoln Red Imps F.C.
6 როი ჩიპოლინა 20 იანვარი, 1983 (1983-01-20) (41 წლის) 15 1 გიბრალტარის დროშა Lincoln Red Imps F.C.
5 რაიან კაშარო 11 დეკემბერი, 1982 (1982-12-11) (41 წლის) 14 0 გიბრალტარის დროშა Lincoln Red Imps F.C.
20 ჟან-კარლოს გარსია 5 ივლისი, 1992 (1992-07-05) (31 წლის) 11 0 გიბრალტარის დროშა Lincoln Red Imps F.C.
15 ერინ ბარნეტი 2 სექტემბერი, 1996 (1996-09-02) (27 წლის) 3 0 გიბრალტარის დროშა Lions Gibraltar F.C.
2 ჯეიმი ბოსიო 29 სექტემბერი, 1991 (1991-09-29) (32 წლის) 3 0 ინგლისის დროშა Canterbury City F.C.
16 ჯასტინ როვენგო 17 ივლისი, 1989 (1989-07-17) (34 წლის) 1 0 გიბრალტარის დროშა Manchester 62 F.C.
10 ლიამ უოლკერი 13 აპრილი, 1988 (1988-04-13) (36 წლის) 15 0 გიბრალტარის დროშა Lincoln Red Imps F.C.
11 ჯეიკ გოსლინგი 11 აგვისტო, 1993 (1993-08-11) (30 წლის) 11 2 ინგლისის დროშა Bristol Rovers F.C.
17 ენტონი ბარდონი 19 იანვარი, 1993 (1993-01-19) (31 წლის) 8 0 გიბრალტარის დროშა Lincoln Red Imps F.C.
21 რობერტ გულინგი 15 ოქტომბერი, 1980 (1980-10-15) (43 წლის) 6 0 გიბრალტარის დროშა Lynx F.C.
8 ბრაიან პერესი 16 სექტემბერი, 1986 (1986-09-16) (37 წლის) 6 0 გიბრალტარის დროშა Lincoln Red Imps F.C.
14 დანიელ დუარტე 25 ოქტომბერი, 1979 (1979-10-25) (44 წლის) 5 0 გიბრალტარის დროშა Manchester 62 F.C.
4 ლიამ კლარკი 4 დეკემბერი, 1987 (1987-12-04) (36 წლის) 0 0 გიბრალტარის დროშა Manchester 62 F.C.
9 კაილ კაშარო 12 მარტი, 1987 (1987-03-12) (37 წლის) 14 1 გიბრალტარის დროშა Lincoln Red Imps F.C.
7 ლი კაშარო 29 სექტემბერი, 1981 (1981-09-29) (42 წლის) 10 1 გიბრალტარის დროშა Lincoln Red Imps F.C.
18 ჟან-პაულ დუარტე 11 იანვარი, 1987 (1987-01-11) (37 წლის) 9 0 გიბრალტარის დროშა Manchester 62 F.C.
12 ჯორჯ კაბრერა 14 დეკემბერი, 1988 (1988-12-14) (35 წლის) 3 0 გიბრალტარის დროშა Lincoln Red Imps F.C.
19 ჯეიმი კომბესი 27 მაისი, 1996 (1996-05-27) (27 წლის) 3 0 გიბრალტარის დროშა Manchester 62 F.C.
22 მაიკლ იომე 29 აგვისტო, 1994 (1994-08-29) (29 წლის) 3 0 გიბრალტარის დროშა Lincoln Red Imps

რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიბრალტარის ეროვნული ნაკრები ვიქტორიას სტდიონზე 2014 წლის მარტში.

ყველაზე მეტი მატჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 11 ოქტომბრის მონაცემებით

# სახელი დრო თამაში გოლი
1 ჯოზეფ ჩიპოლინა 2013– 16 0
2 როი ჩიპოლინა 2013– 15 1
ლიამ უოლკერი 2013– 15 0
4 კაილ კაშარო 2013– 14 1
რაიან კაშარო 2013– 14 0
6 ჯორდან პერესი 2013– 12 0
7 ჯეიკ გოსლინგი 2014– 11 2
ჟან-კარლოს გარსია 2014– 11 0
ადამ პრისტლი 2013– 11 0
10 ლი კაშარო 2014– 10 1
ორი გატანილი გოლით ჯეიკ გოსლინგი არის გიბრალტარის საუკეთესო ბომბარდირი უეფაში გაწევრიანების შემდეგ.

ბომბარდირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 11 ოქტომბრის მონაცემებით


# სახელი დრო გოლი თამაში გოლი მატჩში
1 ჯეიკ გოსლინგი 2014– 2 11 0.182
2 ლი კაშარო 2014– 1 10 0.1
კაილ კაშარო 2013– 1 14 0.071
როი ჩიპოლინა 2013– 1 15 0.067

მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალენ ბულა, გიბრალტარის მწვრთნელი 2013-15 წლებში.
2015 წლის 11 ოქტომბრის მონაცემებით
სახელი ეროვნება დრო თამაში მოგება ფრე წაგება გატ გაშ მოგება %
ალენ ბულა გიბრალტარის დროშა 2013–2015 9 1 2 6 3 28 11.11
დევიდ ვილსონი შოტლანდიის დროშა 2015 3 0 0 3 1 17 0.00
ჯეფ ვუდი ინგლისის დროშა 2015– 4 0 0 4 1 22 0.00

სტადიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანამ გიბრალტარი უეფას წევრი გახდებოდა საშინაო მატჩებს მართავდა ვიქტორიას სტადიონზე რომელიც 5000 მაყურებელზეა გათვლილი და არის გიბრალტარის ეროვნული სტადიონი. ეს სტადიონი არ აკმაყოფილებს უეფას სტანდარტებს, ამიტომაც გიბრალტარი ოფიციალურ საშინაო მატჩებს მართავს ესტადიო ალგარვეზე რომელიც პორტუგალიაში მდებარეობს და სულ 4 საათის სავალ გზაზეა გიბრალტარიდან. გიბრალტარი ამ სტადიონზე ჩაატარებს მატჩებს სანამ არ აშენდება უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]