მიჰკოატლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიჰკოატლი წითელი ტესკატლიპოკას ფორმაში

მიჰკოატლი (ესპ. Mixcoatl) — „ღრუბლისებური გველი“ ან ისტაკ მიჰკოატლი „თეთრი ღრუბლისებური გველი“. მესოამერიკის ხალხების მითოლოგიაში — ირმის ნახტომის, ვარსკვლავების, განსაკუთრებით კი პოლარული ვარსკვლავის, რომლის პერსონიფიკაციადაც ის ითვლებოდა, და ღრუბლების ღვთაება. თავდაპირველად ის ოთომის ტომის, ჩიჩიმეკებისა და ამავე წარმომავლობის სხვა ხალხების მფარველი ღვთაება იყო. ჩიჩიკემებისთვის მიჰკოატლი ნადირობის ღვთაება იყო და გამოისახებოდა ირმის სახით, ან — კურდღლის. მოგვიანებით აცტეკებში მას აკავშირებდნენ უიცილოპოჩტლისა და კეცალკოატლის კულტთან და განიხლიავდნენ, როგორც ნაუას ტომების შემქმნელს, რომელმაც ისინი ჩიკომოსტოკის გამოქვაბულებიდან გამოიყვანა. თუმცა მიჰკოატლის მნიშვნელობა შესამჩნევად ნაკლები იყო უიცილოპოჩტლისთან შედარებით. აგრეთვე მიჰკოატლს აიგივებდნენ ღმერთ კამაჰტლისთან, რომელსაც პატივს სცემდნენ ტლასკალასა და უეჰოცინგოში. მისთვის მიძღვნილი ჰორიზონტის მხარე იყო აღმოსავლეთ, სადაც ტლალოკი მბრძანებლობდა. როგორც ღმერთი-მონადირე, მიჰკოატლს აიგივებდნენ ქარბუქსა და ჭექა-ქუხილთან, სადაც ელვა მისი ისრები იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]