შინაარსზე გადასვლა

ტონალპოუალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტონალპოუალი
გვ. 11 მალიაბეკიანოს კოდექსიდან, ტონალპოუალის დღეების ოთხი სიმბოლო ესპანურენოვანი აღწერებით: (სე = 1) კაჟის ქვა [ტეკტაპლი], (ომე = 2) წვიმა [კიაჰუიტლი], (იეი = 3) ყვავილი [ჰოჩიტლი], (ნაუი = 4) ნიანგი [სიპაქტლი]. საყურადღენოა, რომ წვიმის სიმბოლო ჰგავს ტლალოკს, აცტეკების წვიმისა და ნაყოფიერების ღმერთს.

ტონალპოუალი (ნაუატ. tōnalpōhualli — დღეების თვლა) — აცტეკების რიტუალური კალენდარი და 260-დღიანი პერიოდი, რომელსაც ხშირად წმინდა წელიწადს უწოდებენ, გამოიყენებოდა კოლუმბამდელ მესოამერიკაში.

ეს რიტუალური კალენდარი ჩაიწერა „დღეების წიგნში“, „ტონალამატლში“, რომელიც წარმოადგენდა მესოემარიკულ კოდექსს ტყავზე ან ქერქის ქაღალდზე, რომლის საფუძველზეც მღვდელი „ტონალპოუკე“ ადგენდა ჰოროსკოპს და ითვლიდა კეთილმოსურნე და არაკეთლმოსურნე დღეებს. მისი სტრუქტურა მაიას კალენდრის ანალოგიური იყო და, სავარაუდოდ, მათგანვეა გადმოღებული.

წმინდა წელიწადი ტონალპოუალის მიხედვით შედგება ოცი 13-დღიანი „კვირისგან“, რომლებსაც ე.წ. „ტრესენებს“ უწოდებენ (trecena, ესპ. trece — ცამეტი). ყოველ ტრესენას თავისი მფარველი ჰყავდა ღვთაებებიდან.

მზის ქვის რეპლიკა, ასევე შეცდომით უწოდებენ "აცტეკების კალენდარს".

წელიწადის ყოველ დღეს ენიშნებოდა რიცხვების კომბინაცია 1-დან 13-მდე და დღეების 20 ნიშნიდან ერთ-ერთი (იხ. ქვემოთ), ამგვარად ყოველ დღეს თავისი უნიკალური აღნიშვნა ჰქონდა. სულ ასეთი 260 კომბინაცია არსებობს, რაც საბოლოოდ 260-დღიან წმინდა წელიწადს იძლევა. ახალი დღის დაწყებისთანავე თარიღს ემატებოდა ერთიანი და ახალი ნიშანი. ამგვარად, პირველი კვირა იწყებოდა დღე 1-ლ ნიანგში, შემდეგ მოდიოდა მე-2 ქარი, მე-3 სახლი, მე-4 ხვლიკი და ასე შემდეგ დღე მე-13 ლერწმამდე. ამის შემდეგ რიცხვები მეორდებოდა, ხოლო ნიშნები რიგის მიხედვით ეწყობოდა: მეორე კვირა იწყებოდა 1-ლ იაგუარში და მთავრდებოდა მე-13 ქალაში და ა.შ. მხოლოდ 260 დღის შემდეგ (13×20) ყველა რიცხვი და სიმბოლო ემთხვეოდა და მეორდებოდა კომბინაცია 1-ლი ნიანგი.

თვლიდნენ, რომ ყოველ სიმბოლოს მართავდა ღმერთი ან ქალღმერთი, პარალელურად ისინი დაკავშირებული იყო ჰორიზონტის მხარეებთან (საათის ისრის საწინააღმდეგოდ, აღმოსავლეთის მხრიდან, საიდანაც მზე ამოდის).

ტონალპოუალის წარმომავლობა უცნობია, თუმცა ამ თემაზე არსებობს რამდენიმე თეორია, მაგალითად, რომ ის წარმოადგენდა ვენერიანულ ციკლს და შეესაბამებოდა ადამიანის ფეხმძიმობის პერიოდს. სხვა მხრივ, ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ტონალპოუალს არ აქვს კავშირი ბუნების მოვლენებთან, მაგრამ მთლიანად დაფუძნებულია ურთიერთკავშირზე რიცხვებისა 13 და 20, რომლებსაც მესოამერიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ.

სხვა აცტეკური კალენდარი „ჰიუპოუალი“ წარმოადგენს მზის კალენდარს, რომელშიც წელიწადი შედგება 18 თვისგან, თითოში 20 დღით, ბოლოს კი 5 ცარიელი დღე ემატება. ჰიუპოუალიმ მიიღო დასახელება ტოლანპოუალიში თავისი პირველი დღის ნიშნის მიხედვით. მაგალითად, ერნან კორტესი შეხვდა მონტესუმა II-ს 1-ლი ლერწმის წლის მე-8 ქარის დღეს (ანუ 1519 წლის 8 ნოემბერს), მაშინდელი ციკლის მე-13 წელს.

ჰიუპოუალი და ტონალპოუალი ემთხვეოდა ყოველ 52 წელს. აცტეკებს სწამდათ, რომ ყოველი ასეთი ციკლის ბოლოს სამყაროს ემუქრება განადგურების საფრთხე, ამიტომაც ახალი ციკლის დაწყებას დიდი დღესასწაულებით ხვდებოდნენ.

კალენდარი ტონალპოუალი ითვლის დღეების 20 ნიშანს. მათი გამოსახვის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ქვემოთ მოცემულია ნიშნები მალიაბეკიანოს კოდექსიდან.

სიმბოლოდასახელება ნაუატლზეღვთაებათარგმანიჰორიზონტის მხარე
Cipactliტონალტეკუტლინიანგიაღმოსავლეთი
Ehēcatlკეცალკოატლიქარიჩრდილოეთი
Calliტეპეიოლოტლისახლიდასავლეთი
Cuetzpalinუეუეკოიოტლიხვლიკისამხრეთი
Cōhuātlჩალჩიუტლიკუეგველიაღმოსავლეთი
Miquiztliტეკისტეკატლიქალა
სიკვდილი
ჩრდილოეთი
Mazātlტლალოკიირემიდასავლეთი
Tōchtliმაიაუელიკურდღელისამხრეთი
Ātlჰიუტეკუტლიწყალიაღმოსავლეთი
Itzcuintliმიკტლანტეკუტლიძაღლიჩრდილოეთი
Ozomahtliჰოჩიპილიმაიმუნიდასავლეთი
სიმბოლოდასახელება ნაუატლზეღვთაებათარგმანიჰორიზონტის მხარე
Malīnalliპატეკატლიბუნებასამხრეთი
Ācatlტესკატლიპოკალერწამიაღმოსავლეთი
Ocēlōtlტლასოლტეოტლიოცელოტი
იაგუარი
ჩრდილოეთი
Cuāuhtliჰიპე-ტოტეკიარწივიდასავლეთი
Cōzcacuāuhtliიცპაპალოტლისვავისამხრეთი
Ollīnჰოლოტლიმოძრაობა
მიწისძვრა
აღმოსავლეთი
Tecpatlჩალჩიუტოტოლინიკაჟი
კაჟის დანა
ჩრდილოეთი
Quiyahuitlჩანტიკოწვიმადასავლეთი
Xōchitlჰოჩიკეცალიყვავილისამხრეთი

ქარისა და წვიმის ნიშნები შეესაბამება ქარის ღმერთ ეჰეკატლისა და წვიმის ღმერთ ტლალოკის გამოსახულებებს.

ყოველ ტრესენას 260-დღიანი ციკლიდან შეესაბამება თავისი ღვთაება:

ტრესენაღვთაება
1 ნიანგი — 13 ლერწამიომეტეოტლი
1 იაგუარი — 13 ქალაკეცალკოატლი
1 ირემი — 13 წვიმატეპეიოლოტლი
1 ყვავილი — 13 ბალახიუეუეკოიოტლი
1 ლერწამი — 13 გველიჩალჩიუტლიკუე
1 ქალა — 13 კაჟიტონატიუ
1 წვიმა — 13 მაიმუნიტლალოკი
1 ბალახი — 13 ხვლიკიმაიაუელი
1 გველი — 13 მიწისძვრაჰიუტეკუტლი
1 კაჟი — 13 ძაღლიმიკტლანტეკუტლი
ტრესენაღვთაება
1 მაიმუნი — 13 სახლიპატეკატლი
1 ხვლიკი — 13 სვავიიცტლაკოლიუკი
1 მოძრაობა — 13 წყალიტლასოლტეოტლი
1 ძაღლი — 13 ქარიჰიპე-ტოტეკი
1 სახლი — 13 არწივიიცპაპალოტლი
1 სვავი — 13 კურდღელიჰოლოტლი
1 წყალი — 13 ნიანგიჩალჩიუტოტოლინი
1 ქარი — 13 იაგუარიჩანტიკო
1 არწივი — 13 ირემიჰოჩიკეცალი
1 კურდღელი — 13 ყვავილიჰიუტეკუტლი

დღის ნიშნების გალერეა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალენდარზე სიმბოლოები დალაგებულია საათის ისრის საწინააღმდეგოდ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]