პანამა (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
პანამა
Panamá

პანამის ხედი, 2012 წ.
დროშა გერბი

ქვეყანა პანამის დროშა პანამა
დაქვემდებარება დედაქალაქი
პროვინცია (პანამა)|პანამის პროვინციები| პროვინცია პანამა
რაიონი (პანამა)|პანამის რაიონები|რაიონი პანამა
კოორდინატები 8°58′02″ ჩ. გ. 79°32′23″ დ. გ. / 8.96722° ჩ. გ. 79.53972° დ. გ. / 8.96722; -79.53972
ქალაქის მერი როსანა მენდესი
დაარსდა 1519
ფართობი 275 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2
ოფიციალური ენა ესპანური ენა
მოსახლეობა 880 691 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 2 750 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1 272 672
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 507
ოფიციალური საიტი municipio.gob.pa
პანამა (ქალაქი) — პანამა
პანამა (ქალაქი)
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 790
ინგლ.რუს.ფრ.

პანამა (ესპ. Panamá) — პანამის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქი. მდებარეობს პანამის არხის დასაწყისში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა 880 691 ადამიანს შეადგენს, აგლომერაციის კი 1 272 672-ს.[1] ქალაქი პანამა ქვეყნის პოლიტიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრია, ისევე როგორც საერთაშორისო ვაჭრობისა და კომერციის კვანძი.[2] შეფასებულია ბეტა რანგის გლობალურ ქალაქად.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი 1519 წლის 15 აგვისტოს ესპანელმა კონკისტადორმა პედრო არიას დე ავილამ დააარსა. ამის შემდეგ, ქალაქი ინკების იმპერიის (პერუ) სადამპყრობლო ექსპედიციების საწყის წერტილს წარმოადგენდა. პანამაზე გაივლიდა ამერიკის კონტინენტის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები, რომელთა გავლითაც ესპანეთისკენ ადგილობრივ ინდიელებში ნაძარცვი ოქრო-ვერცხლის უდიდესი ნაწილი მიედინებოდა.

1673 წლის 21 იანვარს, ქალაქი საშინელმა ხანძარმა გაანადგურა, რომელიც მეკობრე ჰენრი მორგანმა გაააჩინა. თუმცა, 2 წლის თავზე, 1675 წლის 21 იანვარს, პანამა ოფიციალურად აღსდგა, თავდაპირველი დასახლებიდან 8 კილომეტრში მდებარე ნახევარკუნძულზე. ეს ადგილიც ნაქალაქარი იყო, რომლის ნანგრევები დღესაცაა შემორჩენილი და პანამა-ვიეხოს სახელითაა ცნობილი, რომელიც 1997 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. CENSOS NACIONALES 2010. ციტირების თარიღი: 2011-02-11.
  2. Investing in Panama. BussinesPanama.com. ციტირების თარიღი: 2010-12-16.
  3. www.lboro.ac.uk The World According to GaWC 2008 – Retrieved on 2010-10-10