შინაარსზე გადასვლა

ნაუატლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აცტეკური ენა, ნაუატლი
nāhuatl, nāhuatlàtōlli, mexìcatlàtōlli, mācēhuallàtōlli
გავრცელებულია მექსიკა, სალვადორი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 1.5 მლნ
ლინგვისტური კლასიფიკაცია სამხრეთ ამერიკის ენები
დამწერლობის სისტემა ლათინური
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-nah}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიააცტეკური ენა, ნაუატლი

ნაუატლი (აცტეკური, ნაუაცკი, ნაუა, ნაჰუატლი) — უტო-აცტეკურ ენათა ოჯახის ნაჰუას შტოს ერთ–ერთი ენა მექსიკასა და სალვადორში. ამ ენაზე საუბრობს 1,5 მლნ ადამიანი (1990 წლის მონაცემებით). აცტეკურ ენებს ხშირად უწოდებენ დიალექტებს, რაც არ არის სიმართლე. აცტეკური ენების სოციალური სტატუსი მაღალი არ არის, ბევრი მათგანი გადაშენების პირასაა, სხვები კი სკოლებში ისწავლება.

ლექსიკურ-სატატისტიკური მონაცემებით აცტეკური ენების გაყოფა თარიღდება V საუკუნით. აცტეკური ენების უტო-აცტეკურ ენებთან ნათესაობის ვარაუდი ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასასრულს გამოითქმოდა და დამტკიცდა ედუარდ საპირის მიერ. აცტეკურ ენებს იკვლევდნენ XVI საუკუნის შუა წლებში, როდესაც გაჩნდა პირველი გრამატიკები და ლექსიკონები. უმრავლესობა დაწვრილებით არის დოკუმენტირებული, ზოგიერთი ჯერ კიდევ კოლონიალურ ეპოქაში (XVI- XVII სს.).

კოლუმბამდელი პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნეში ლინგვისტებმა დაადგინეს, რომ უტო-აცტეკური ენების ოჯახი შეიქმნა აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთში. არქეოლოგიისა და ეთნოისტორიის მონაცემები მხარს უჭერენ თეზისს სამხრეთში დიფუზიის შესახებ, კერძოდ, იდეას იმის შესახებ, რომ ადრეული ნაუანური ენების მატარებლებმა მიგრაცია განიცადეს მექსიკის ჩრდილოეთის უდაბნოებიდან ცენტრალურ მექსიკაში. მაგრამ ბოლო დროს ამ ტრადიციულ აზრს ეწინააღმდეგება ჯეინ ჰილი, რომელიც ვარაუდობს, რომ უტო-აცტეკური ენების ოჯახი ცენტრალურ მექსიკაში შეიქმნა და ადრეულ ეპოქაში ჩრდილოეთ ნაწილში გავრცელდა.

პროტო-ნაუანური ენების მატარებლების სავარაუდო მიგრაცია ცენტრალურ ამერიკაში თარიღდება ახ. წ. 500 წლით, მესოამერიკული ქრონოლოგიის ადრეული კლასიკური პერიოდის მიწურულს. როგორც ჩანს, ცენტრალურ პლატომდე მისვლამდე, ნაუანურმა ჯგუფებმა გარკვეული დრო გაატარეს კორაჩოლანურ ენებთან მექსიკის ჩრდილო-დასავლეთით (რომლებიც ასევე შედიან უტო-აცტეკურ ოჯახში).

სესხება ევროპულ ენებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აცტეკური ენებიდან მომდინარეობს ისეთი ევროპული სიტყვები, როგორიცაა: ავოკადო, კაკაო, ჩილი, კოიოტი, ოცელოტი, კეტცალი, ტომატი, შოკოლადი და სხვა

  • Canger U. (1988) Nаhuatl dialectology; a survey and some suggestions // Int. J. of Am. Linguistics 54(1): 28—72.
  • Carochi H. (1645) Arte de la lengua mexicana. México, 1892.
  • Karttunen F. (1983) An analytical dictionary of Náhuatl. Austin (Texas)
  • Sapir E. (1913, 1915) Southern Paiute and Nahuatl: a study in Uto-Aztecan. // Journal de la Société des Américanistes de Paris 10: 379—-425, Am. Anthr. 17 (1—2): 98-120, 306—328.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]