ტემპლო მაიორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტემპლო მაიორის თანამედროვე მდგომარეობა.

ტემპლო მაიორი (ესპ. Templo Mayor — „დიდი ტაძარი“), ზოგჯერ უწოდებენ უიცილოპოჩტლის პირამიდას — კულტური ნაგებობების კომპლექსი აცტეკების სახელმწიფოს დედაქალაქში, ტენოჩტიტლანში (თანამედროვე მეხიკო). პირამიდა ქალაქის რიტუალურ რაიონზე 60 მეტრ სიმაღლეზე აღიმართებოდა, მის თავზე იდგა უიცილოპოჩტლისა (მზისა და ომის ღმერთი) და ტლალოკის (წვიმისა და მოსავლიანობის ღმერთი) პატივსაცემად აგებული ორი ტაძარი.

ტემპლო მაიორი აშენდა 1325 წელს, ხოლო XVI საუკუნის დასაწყისისთვის ტაძრები მექსიკის ტერიტორიაზე მცხოვრები აცტეკების (იმ დროისთვის 300 ათასი ადამიანი) რელიგიური ცხოვრების ცენტრი გახდა. მრავალი პატარა შენობა და პლატფორმა ტაძრის გარშემო ქმნიდა კომპლექსს. ერთ-ერთ პლატფორმაზე, რომელიც ტაძრისკენ მიდიოდა, გაკეთებულია რელიეფი, რომელიც გამოსახავდა ცომპანტლის — თავის ქალების საყრდენს.

კომპლექსის დიდი ნაწილი განადგურებულია 1521 წელს ესნაპელი კონკისტადორების მიერ ამერიკის დაპყრობის პერიოდში, ერნან კორტესის მეთაურობით. ქვედა ნაწილის ნარჩენები იპოვეს 1978 წლის 21 თებერვალს. გათხრები გრძელდებოდა 1982 წლამდე, ამჟამად ნანგრევები და მუზეუმი მნახველებისთვის ღიაა.

ტემპლო მაიორის მოდელი, რომელიც მდებარეობს ანთროპოლოგიის ეროვნულ მუზეუმში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: