საპოტეკები
საპოტეკები — მექსიკის ინდიური ხალხი. დასახლებულნი არიან ოახაკას შტატსა და ჩიაპასის, გერეროსა და ვერაკრუსის შტატების რაიონებში. მოსახლეობა — 450 ათასი ადამიანი. რელიგიის მიხედვით ფორმალურად კათოლიკეები, მაგრამ ინახავენ ტრადიციულ სარწმუნოებას.
ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენა — საპოტეკი, ეკუთვნის ოტო-მანგური ენების ოჯახის საპოტეკურ ჯგუფს. დიალექტები: სამხრეთ მთიური, ჩრდილოეთ მთიური და ვაკეური.
ძველად საპოტეკებს თავიანთი საპოტეკური დამწერლობა ჰქონდათ. ამჟამად საპოტეკები ხმარობენ ლათინურს ესპანური ორთოგრაფიის საფუძველზე.
ყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძირითადი საქმიანობა — მიწათმოქმედება (სიმინდი,შაქრის ლერწამი, პარკოსნები, გოგრისებრნი და მარცვლეული კულტურები), მეთევზეობა, მეცხოველეობა (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, ცხენები, ღორები, ჩიტები), ხელობა (ქსოვა).
სამოსი — საზოგადო-მექსიკური ტიპის. ქალები თავს იხვევენ ტურბანის მსგავსი მოსახვევით ან ფართო შარფით, რომელიც მხრებამდე წვდება.
სოციალური ორგანიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორგანიზაციის საფუძველი — მცირე ოჯახია. ნათესავები ხშირად სახლდებიან მეზობლად. ქორწინება - მონოგამური, პატრილოკალური ან ნეოლოკალურია.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საპოტეკების ღმერთებიდან ცნობილია პიტაო-შოო, კოსაანა და უიჩაანა, კოსიჰო-პიტაო („დიდებული კოსიჰო“), პიტაო-კოსობი, პიტაო-სიჰი, პიტაო-პიჰი, პიტაო-შიკალა, კოკი-ლაო, პიშეე.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყოფასა და ფოლკლორში შეინიშნება ესპანეთამდელი წარსულის ტრადიციების გავლენა. არსებობს საპოთეკური იეროგლიფური დამწერლობა, რომელიც ჰგავს ოლმეკებისა და მაიას დამწერლობას. გამოქვეყნებულია 50 ტექსტზე მეტი. ესენია წარწერები ქვის ძეგლებსა და დაკრძალვის სარდაფებში.
ცნობილი საპოტეკები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მსოფლიოს ერები, ისტორიულ-ეთნოგრაფიული ცნობარი, ი. ბრომლეის რედაქტირებით, 1998
- ენციკლოპედოია „მსოფლიოს ერები და რელიგიები“, ვ. ტიშკოვას რედაქტირებით, 1998
- ენციკლოპედია „ლათინური ამერიკა“, ტომი 2, 1982
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|