ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1900

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
II ოლიმპიური თამაშები
JOParis 1900.jpg
მასპინძელი ქალაქი პარიზი, საფრანგეთი
მონაწილე ქვეყანა 24
მონაწილე სპორტსმენი 997 (975 კაცი, 22 ქალი)
ღონისძიებები 85 სპორტის 19 სახეობაში
გახსნის ცერემონია 14 მაისი
დახურვის ცერემონია 28 ოქტომბერი
სტადიონი Vélodrome de Vincennes

1900 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები (ინგლ. 1900 Summer Olympics, ფრანგ. Jeux Olympiques d'été de 1900, ოფიციალურად II ოლიმპიური თამაშები[1]) — ჩატარდა 14 მაისიდან 28 ოქტომბრამდე პარიზში, საფრანგეთი. თამაშები ჩატარება დაემთხვა მსოფლიოს უნივერსალური ექსპოზიციას, რომელიც იმ დროს იმართებოდა საფრანგეთის დედაქალაქში. თამაშები, შედარებით წინა ათენის 1896 წლის თამაშებთან, გახდა უფრო მასობრივი, ჩამოვიდა მეტი სპორტსმენი და ჩატარდა მეტი შეჯიბრი. ცხაასოთხმოცდაჩვიდმეტი სპოტსმენი, აქედან ოცდაორი ქალი, რომლებიც ოლიმპიადაზე პირველად იყვნენ, წარმოადგენდნენ ოცდაოთხ ქვეყანას.[1]. სპორტსმენები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს მედლების 96 კომპლექტისთვის სპორტის 20 სახეობაში.[1]

მონაწილე ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მონაცემების მიხედვით, 1900 წლის ოლიმპიურ თამაშებში ოცდაოთხმა ქვეყანამ გამოგზავნა სპორტსმენები.

მონაწილე ქვეყნები

საკამათო ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად ოფიციალური მონაცემებისა, ზოგიერთი წყარო მონაწილეებს შორის ასახელებს სპორტსმენებს შემდეგი ქვეყნებიდან:

ქვეყნები მედლების რაოდენობის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქროს მედლები არ დარიგდა 1900 წლის თამაშებზე. ვერცხლის მედალები გადაეცათ პირველ ადგილოსნებს, ბრინჯაოს მედლები — მეორე ადგილოსნებს, ხოლო მესამე ადგილოსნებს, მესამე ადგილოსნები კი უმედლოდ დარნენ. თუმცა, მოგვიანებით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გასცა ოქროს მედლებიც, თუმცა, მრავალ მესამე ადგილოსანს გადაეცა მხოლოდ თასი და მსგავსი ჯილდოები.[6]

ქვემოთ ჩამოთვლილია ის ათი ქვეყანა, რომლებმაც საუკეთესო შედეგები აჩვენეს 1900 წლის თამაშებში.

 ადგილი  ქვეყანა ოქრო ვერცხლი ბრინჯაო სულ
1 საფრანგეთი (მასპინძელი ქვეყანა) 26 41 34 101
2 აშშ 19 14 14 47
3 დიდი ბრიტანეთი 15 6 9 30
4 შერეული გუნდი 6 3 3 12
5 შვეიცარია 6 2 1 9
6 ბელგია 5 5 5 15
7 გერმანია 4 2 2 8
8 იტალია 2 2 0 4
9 ავსტრალია 2 0 3 5
10 დანია 1 3 2 6

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Paris 1900. დაარქივებულია ორიგინალიდან 01.02.2011-ში. წაკითხვის თარიღი: 13.05.2014.
  2. Adolphe Klingelhoeffer. Sports Reference. დაარქივებულია ორიგინალიდან 05.05.2012-ში. ციტატა: „Adolphe Klingelhoeffer was the son of a Brazilian diplomat. Although he was born and raised in Paris, he had Brazilian citizenship in 1900 and maintained this citizenship until at least the 1940s per French athletics historian Alain Bouille. As this was discovered in late 2008, his participation is usually attributed to France.“ წაკითხვის თარიღი: 13.05.2014.
  3. Colombia at the 1900 Paris Summer Games. Sports Reference. წაკითხვის თარიღი: 14.04.2014.
  4. Mallon (1988), გვ. 10 (22)
  5. New Zealand at the 1900 Paris Summer Games. Sports Reference. წაკითხვის თარიღი: 30.11.2013.
  6. Mallon (1988), გვ. 9 (21)